პროფილაქტიკა როგორ მივხვდეთ ტონომეტრის გარეშე, რომ მაღალი წნევა გვაქვს 3 თებერვალი, 12:11 არტერიულ ჰიპერტენზიას, თვისებებიდან გამომდინარე თამამად შეიძლება “ჩუმი მკვლელი” ვუწოდოთ, რადგან დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და სანამ სამიზნე ორგანოებს არ დააზიანებს, არ ვლინდება. ასევე, დადგენილია, რომ ჰიპერტონული დაავადება, ძალიან ხშირად იწყება ბავშვობის ასაკში და მისი ძირითადი რისკ-ფაქტორი არის გენეტიკური განწყობა.
არტერიული წნევა ძალაა, რომლითაც სისხლი სისხლძარღვებს ეჯახება. როცა ეს ძალა მეტისმეტად დიდია, გულს გაძლიერებული მუშაობა უხდება, რაც სისხლძარღვებს აზიანებს და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის განვითარების რისკს წარმოშობს. საშიშროება ემუქრება ყველა ორგანოს, რომლამდეც სისხლძარღვი მიდის და ვინაიდან ყველა ორგანო ასეთია, არტერიული ჰიპერტენზია მთელ ორგანიზმს უქადის საფრთხეს. რა უნდა გააკეთოთ, თუ თავს კარგად არ გრძნობთ და არ გაქვთ არტერიული წნევის მონიტორი? ასეთი გადაუდებელი შემთხვევებისთვის ექიმებმა გამაფრთხილებელი ნიშნების სია შეადგინეს. მათი გაანალიზების შემდეგ, თქვენ თავად გაიგებთ, გაიზარდა თუ არა თქვენი სისხლის წნევა. როგორ მივხვდეთ ტონომეტრის გარეშე, რომ მაღალი გვაქვს წნევაჰიპერტენზიის გამაფრთხილებელი სიმპტომები ყველაზე ხშირად, მაღალი წნევის მქონე ადამიანებს აწუხებთ და ერთ-ერთი ნიშანი ძლიერი თავის ტკივილია. ის შეიძლება ლოკალიზდეს თავის ნებისმიერ ნაწილში. მაღალი წნევა ხასიათდება ცხვირიდან სისხლდენით, ქოშინით და შფოთვით. წნევის მკვეთრი მომატებით ზოგჯერ წარმოიქმნება მეტყველების პრობლემები, მხედველობა უარესდება, ხელები იკუმშება და მტკივნეული შეგრძნებები ჩნდება ზურგში ან გულმკერდში. აჩქარებული პულსი ასევე მაღალი წნევის ნიშანია. ექიმები შეგახსენებთ, რომ ყველა ეს ნიშანი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ჯანმდრთელობას გისურვებთ! 107 3-ს მოსწონს
|