x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
აი, რატომ თქვა უარი პრინცესა დიანამ თავის საფირმო ლურჯ თვალის ლაინერზე

image


პრინცესა დიანამ საზოგადოებას საკუთარი პერსონა საქველმოქმედო საქმიანობის გარდა, ასევე იმითაც დაამახსოვრა რომ მან მოდაში არაერთი სიახლე და ტრენდი შემოიტანა. ერთ-ერთი მათგანი კი მისი საფირმო ლურჯი თვალის ლაინერი იყო, რომელიც მის ისედაც დიდ, ლამაზ ცისფერ თვალებს კიდევ უფრო ხაზს უსვამდა, თუმცა დროთა განმავლობაში, ლედი დიმ მასზე მთლიანად უარი თქვა და არჩევანი უფრო ნეიტრალური ჩრდილების სასარგებლოდ გააკეთა.


imageimage


პრინცესას მიერ მის საფირმო ლურჯ ლაინერზე უარის თქმის მიზეზებზე "Yahoo Beauty"-ს, მისმა პირადმა ვიზაჟისტმა მერი გრინველმა ესაუბრა, და როგორც აღმოჩნდა რეალური მიზეზი სულაც არ მდგომარეობდა პრინც ჩარლზთან განქორწინებაში. მერის თქმით, ლურჯი თვალის ლაინერი მთლიანობაში კარგი იდეა იყო, თუმცა არა - იდეალური.


image


"ვფიქრობ, კრემისფერი და ყავისფერი პალიტრა ბევრად უფრო მომგებიანი იქნება", -უთხრა ერთხელ გრინველმა პრინცესა დიანას, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მერის რჩევას ხალხთა "გულების დედოფალი" ზედმეტი ყოყმანის გარეშე დაეთანხმა... შესაძლოა, სწორედ მის ცხოვრებაში მომხდარმა მოვლენებმა უბიძგა მას თუნდაც ასეთი უმნიშვნელო ცვლილებებისკენ.


image


"მას ეფექტურად გამოჩენა არ სურდა, ამიტომ მისი მაკიაჟი ყოველთვის მსუბუქი იყო. მიუხედავად ამისა, დიანას უყვარდა თვალების ვიზუალურად გადიდება და წამწამებზე რაც შეიძლება მეტი ტუშის წასმა, - იხსენებს მერი "Yahoo Beauty"-თან ინტერვიუში - "ის მუდმივად ყურადღების ეპიცენტრში იყო, ასეთი პერსონებისთვის კი მაკიაჟის ყოველ ხუთ წუთში სწორება არამართებულია."


imageimage








0
132
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
132