კინო რატომ დაანება ფეხბურთს თავი სოსო ლაღიძემ და ვისი "ბლატით" მოეწყო თეატრალურ ინსტიტუტში? 2023, 26 დეკემბერი, 12:36
26 დეკემბერს დაიბადა მსახიობი სოსო ლაღიძე, რომელიც გაადაღებულია 20 ზე მეტ ფილმში, მათ შორის :„საბუდარელი ჭაბუკი“ „სხვისი შვილები“„წარსული ზაფხული" "ლონდრე", "ჯვარცმული კუნძული"მარადისობის კანონი" და მრავალი სხვა, ასევე პოპულარული სერიალიდან "ცხელი ძაღლი".
ფოტოზე: ბელა მირიანაშვილი და სოსო ლაღიძე ფილმში "წარსული ზაფხული"-1959 წ. სოსო ლაღიძე 1959 წლიდან იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი: აღსანიშნავი როლებია: ვეფხია ხალიბაური („ამბავი სიყვარულისა“), უფლისწული („სიბრძნე სიცრუისა“), ზაზა ნაკაშიძე („საბრალდებო დასკვნა“), გერა („გვადი ბიგვა“), გოგი („კავკასიური ცარცის წრე“), გრეი („რიჩარდ III“), ნიკოლოზ II („კვაჭი კვაჭანტირაძე“), საფრანგეთის მეფე („მეფე ლირი“), როსსი („მაკბეტი“). ფოტოზე: სოსო ლაღიძე, ირაკლი უჩანეიშვილი და ნოდარ მგალობლიშვილი-ფილმის "ზღვის შვილების" გადაღების დროს 1964 წელი. თუმცა ბევრმა არ იცის სოსო ლაღიძე არც თუ ურიგოდ თამაშობდა ფეხბურთს და მისი პარტნიორები სახელოვანი მიხეილ მესხი და სერგო კოტრიკაძე იყვნენ.ამის შესახებ თავად მსახიობი მოგვითხრობს: "მე რეზო ლაღიძის ოჯახში ვიზრდებოდი, რეზო ბიძა იყო ჩემი. მე არ დავემსგავსე რეზო ბიძიას სმენით, თუმცა, თუ ვინმე სუფრასთან ბანს იტყვის, მეც შევაპარებ ხოლმე, მაგრამ ისე ვერ გავბედავ სიმღერას (იცინის), მეც პლეხანოველების დიდი გუნდის წევრი ვიყავი, მაშინ პლეხანოვზე სამი კინო იყო. სულ უბანში ვიყავით, ავივლიდით ქუჩას ბოლომდე, ისევ უკან ჩამოვივლიდით. დიდუბეში, პანთეონთან ერთი კინოთეატრი იყო, 6-საათიან სეანსზე ბილეთი 20 კაპიკი ღირდა. ერთ სეანსს არ ვაცდენდი, ზეპირად ვიცოდი ყველა ფილმის სიუჟეტი. კიდევ ფეხბურთი მიყვარდა ძალიან, ღამით მთვარის შუქზეც კი ვთამაშობდი ხოლმე. ეს ის პერიოდი იყო, როცა „დინამო“ „გრიალებდა“. სტადიონზე შეშვება პრობლემა იყო, ცხენოსანი მილიცია იცავდა იქაურობას. ბილეთის შოვნა წარმოუდგენელი იყო, დილით შევიპარებოდით ხოლმე ბიჭები სტადიონზე, ვიცოდით, სად იყო ბუნაგები და იქ ვიმალებოდით. სამ საათზე მილიცია რომ დაივლიდა ყველაფერს, ჩვენ მერე გამოვდიოდით სამალავიდან. სამი საათი „გეპეის“ კვარტეტის მუსიკით ვერთობოდით. ფეხბურთის თამაში კარგად გამომდიოდა, ვთამაშობდი გუნდში მიხეილ მესხთან და სერგო კოტრიკაძესთან ერთად, მერე მოედანზე, ერთ-ერთი თამაშის დროს ფეხი მოვიტეხე, ფეხმოტეხილმა ბოლომდე ვითამაშე. ორი თვე დისპანსერში ვიწექი. ასე დასრულდა ჩემი საფეხბურთო კარიერა. მერე ბიცოლაჩემმა – თინა შატბერაშვილმა უთხრა რეზოს: რა ვქნათ, ბავშვი ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს და იქნებ თეატრალურზე მივიყვანოთ, თან დრამწრეზეც დადის და მონაცემები აქვსო. ბიძაჩემი მივიდა თავის მეგობრებთან. მეც მოვეწონე მათ ჩემი მონაცემებით და ბიძია რეზოს წყალობით ჩავირიცხე თეატრალურში. მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში მოვხვდი, ასე დაიწყო ჩემი თეატრალური ცხოვრება.(ნაწყვეტი 2014 წლის ინტერვიუდან) ფოტოზე: სოსო ლაღიძე და რობერტს სტურუა მთავარ ფოტოზე:კადრი ფილმიდან "ლონდრე"1966 წელი:ლეილა ყიფიანი, გივი ბერიკაშვილი და სოსო ლაღიძე 416 3-ს მოსწონს
|