x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რა შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს ჩვენი თვალის ფერი
თვალი (ლათინურად oculus) მხედველობის სისტემის პერიფერიული ორგანოა და მოთავსებულია თვალბუდეში. ანატომიურად და ფუნქციონალურად სამი ნაწილისგან შედგება: პერიფერიული ორგანოების, გამტარი გზებისა და მხედველობის ცენტრებისაგან.



თავის მხრივ მხედველობის სისტემის პერიფერიული ნაწილი შედგება: თვალის კაკლის, თვალის მამოძრავებელი აპარატის (ადამიანში - თვალის 6 კუნთი) და თვალის კაკლის დამცავი ორგანოებისაგან (წარბები, ქუთუთოები, წამწამები, დიდი და მცირე საცრემლე ჯირკველბი).



image


ცნობილია, რომ არსებობს თვალის სხვადასხვა ფერები, რასაც პიგმენტი მელანინი განაპირობებს, ხოლო ამ პიგმენტის ნაკლებობა კი იწვევს ერთ ადამიანში განსხვავებული ფერის თვალებს, რასაც ჰეტეროქრომია ეწოდება და ის ასევე გენეტიკურ ფაქტორს წარმოადგენს. ყველაზე ხშირად კი ჰეტეროქრომიის გავრცელებული ფორმაა ყავისფერი და ლურჯი თვალი ერთ ადამიანზე, ამიტომ თუ შემთხვევით ასეთი შვილი გაგიჩნდათ, არ შეიძლება ამ სინდრომს შევხედოთ დაავადების თვალით, ეს ბუნებრივი სრულყოფილებაა, რომელიც 1000-დან 10 ადამიანს შეიძლება განუვითარდეს გენეტიკური ფაქტორის გავლენით.





გასაკვირია, რომ თვალის ფერი შეიძლება შეიცვალოს სამედიცინო ჩარევის გარეშეც. რა იწვევს ამ ფაქტს?



რა შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს ჩვენი თვალის ფერი




1. განწყობა იწვევს თვალის ფერის ცვლილებას. image

როდესაც ჩვენ განვიცდით ძლიერ ემოციებს, ჩვენი გულისცემა არა მხოლოდ იზრდება, არამედ ირისის ფერიც შესამჩნევად იცვლება. ადამიანებს, რომლებიც განიცდიან ბედნიერების ძლიერ გრძნობას, უფრო მკაფიო ფერები აქვთ თვალში!





2. როდესაც ორგანიზმს ვწმენდთ ტოქსინებისგან, თვალის ფერი იცვლება. image

ითვლება, რომ საკვები დიდ გავლენას ახდენს თვალის ფერზე. სათანადო კვება მას უფრო ნათელს, მკაფიოს და გამჭვირვალეს ხდის, როგორც ზემოთ მოცემულ ფოტოშია ნაჩვენები. ეს არის გოგონას თვალი, რომელიც 6 წლის განმავლობაში "ნედლი დიეტით" იკვებებოდა და მისი თვალების ფერი ძალიან შეიცვალა.





3. მზის შუქი და საცხოვრებელი ადგილი გავლენას ახდენს თვალის ფერზე. image

ადამიანების უმეტესობას ყავისფერი თვალები აქვს - ეს არის 70% მთელ მსოფლიოში. ყველაზე იშვიათი ფერის თვალი მწვანეა - მოსახლეობის მხოლოდ 2%. აღსანიშნავია, რომ ცისფერთვალებათა უმრავლესობა ჩრდილოეთ ევროპაშია, სადაც მზის შუქი გაცილებით ნაკლებია სხვა ქვეყნებთან შედარებით.



0
402
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
402
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0