x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეს ფარისეველი თავხედი, დგას და ქოცებს ამხელს ..." ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ევროპული საქართველოს" წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტის, ქეთი დევდარიანის "ფორმულას" ეთერში გასულ მონოლოგს პირად გვერდზე ეხმაურება და მას "ფარისეველ თავხედს" უწოდებს:


"ადამიანის ფარისევლობას რომ საზღვარი არ აქვს, ამაზეა ეს მონოლოგი.


ამ ქალის ორგანიზაციას (ყველას, სადაც ბოლო 12 წელია უმუშავია), ვირუსად ვყავარ გამოცხადებული და დაბლოკილი, იმიტომ რომ ამის პატრონს ვამხელ ოლიგარქობაში, პოლიტიკური პროცესის და პოლიტიკოსების ყიდვა-გაყიდვაში და ვარ ცამდე, 100 პროცენტით მართალი, კონკრეტული ფაქტებით შემიძლია ამის დამტკიცება.

ამ ქალის ორგანიზაციის პროპაგანდისტები ჩემს დაბლოკვას “პირადი შეურაცხყოფით” ხსნიან.

ამ ქალის ყველა მეგობარი, რომელიც საჯარო სივრცეშია, გამართლებულად მიიჩნევს პირადი ბრაზის გამო პოლიტიკური აქტორების პროცესიდან გათიშვის მცდელობას.

და ეს ფარისეველი თავხედი, დგას და ქოცებს ამხელს “პირად ბრაზს ვერ ახტებიანო”.

ეგენი იმას მაინც აღიარებენ, რომ

ქოცები არიან!

ამიტომ არიან ლუზერები! ამიტომ

არიან სრულიად არასანდოები.

ამიტომ უნდა ჩაირეცხონ "- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

0
426
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
426