x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რისთვის იხვევენ ჩრდილოეთ კორეელი ქალი სამხედროები ფეხებზე თოკებს

image


ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოში ერთ - ერთი ყველაზე დახურული ქვეყანაა, შესაბამისად, არაერთი მითი არსებობს იმის შესახებ თუ როგორ ცხოვრობს იქ ხალხი ან როგორია მისი არმია. დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით რამდენი ადამიანი მსახურობს ჩრდილოეთ კორეის არმიაში, რა ხანგრძლივობას მოიცავს სავალდებულო სამსახური და რატომ იხვევენ ქალი - ჯარისკაცები ფეხებზე უცნაურ თოკებს.


image


სხვადასხვა შეფასებით, კორეის სახალხო არმიაში აქტიური სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 26 მილიონი მოსახლეობიდან 1, 2 მილიონს შეადგენს. 4 მილიონი რეზერვშია, ხოლო 10 მილიონი სამხედრო სამსახურისთვის ვარგისად ითვლება. 1953 წლის კორეის ომის (რომელიც ჩრდილო და სამხრეთ კორეას შორის მიმდინარეობდა) დასრულების შემდეგ ჩრდილოეთ კორეამ თავისი ჯარების დიდი ნაწილი დემილიტარიზაციის ზონაში განათავსა, რომელიც საზღვარზე დღემდე რჩება.


image


კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდებს 17 წლის ასაკის შესრულებისთანავე სამხედრო სამსახურში იწვევენ. კაცები იქ 10 წელს მსახურობენ, ქალები კი - სამს. ოლიმპიურ ჩემპიონებს, რომლებსაც თუკი რაიმე მედალი აქვთ მოპოვებული, ისევე როგორც აზიური თამაშების ჩემპიონებს, ყოველგვარი სამსახურიდან ათავისუფლებენ.


image


ახლა კი მოდით კვლავ ფეხებზე თოკებშემბმულ ქალებს დავუბრუნდეთ. ჩრდილოეთ კორეის აღლუმების ფოტოებზე თვალნათლივ ჩანს რომ გოგონებს ფეხებზე უცნაური შავი თოკები აქვთ დახვეული. რისთვის? თუ ოდესმე გინახავთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედროები როგორ მარშირებენ დამეთანხმებით რომ ეს ყოველივე ერთ ჰარმონიულ ორგანიზმს ჰგავს, თითქოს ეს ათასობით ადამიანი კი არა, ერთი მთლიანობა იყოს. ხაზის რღვევა კი ან მმართველი ელიტის წინაშე დაცემა ჯარისკაცს საკმაოდ ძვირი დაუჯდება.


image


სწორედ ამიტომ გოგონები თოკებით ფეხსაცმელს ფეხებზე მჭიდროდ იმაგრებენ, რათა ის ღმერთმა არ ქნას და ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების დროს, როგორიცაა მაგალითად, აღლუმი ან ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალაუფლების დემონსტრირება შემთხვევით ფეხიდან არ გაძვრეთ.







0
427
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
427