ისტორია რისთვის ატარებდნენ ამერიკელი ჯარისკაცები ჩაფხუტებზე პოკერის ბარათებს ვიეტნამის ომის დროს 2023, 7 დეკემბერი, 10:52 თუ ამერიკელი ჯარისკაცების ვიეტნამის ომის დროინდელ ფოტოებს გადახედავთ, აუცილებლად შეამჩნევთ ზოგიერთი ჯარისკაცის ჩაფხუტზე მიმაგრებულ სათამაშო ბანქოს ფიგურებს. ყველაზე ხშირად ეს ყვავის ტუზია, თუმცა სხვა ფიგურებსაც შეხვდებით. მებრძოლების გარეგნული მხარის ეს თავისებურება თითქმის ყველა სახის მხატვრულ ფილმშია აღბეჭდილი. დროა გავარკვიოთ რაში სჭირდებოდათ ეს ყოველივე ამერიკელ ჯარისკაცებს.უბრალო თილისმართულ ცხოვრებისეულ და სტრესულ სიტუაციებში, მუდმივი საფრთხის არსებობისას ბევრი ადამიანი ცრუმორწმუნე ხდება. გამონაკლისი არც ვიეტნამის კონფლიქტში ჩაბმული რიგითი ამერიკელი სამხედროები აღმოჩნდნენ. გამომდინარე იქიდან რომ ბანქოს თამაში პირდაპირ კავშირშია იღბალთან, სწორედ ამიტომ სათამაშო დასტებისგან მებრძოლებმა ორიგინალური თილისმების დამზადება დაიწყეს. განსაკუთრებული პოპულარობით კი, ყვავის ტუზი სარგებლობდა.ჩაფხუტებზე ბანქოს ფურცლების მიმაგრების გარდა, ასევე წერდნენ სალანძღავ სიტყვებს, აღნიშნავდნენ მკვლელობებსა და ითვლიდნენ დღეებს დემობილიზაციამდევიეტნამის ომის წლებში ამერიკელ ჯარისკაცებს შორის ლეგენდაც კი არსებობდა, რომ "ჩარლი" (ასე უწოდებდნენ ვიეტნამელ - კომუნისტებს) უკიდურესად ცრუმორწმუნე იყო და სათამაშო ბანქოსი ძალიან ეშინოდა, მეტიც, ყვავ ტუზს სიკვდილის სიმბოლოდაც კი თვლიდა. სინამდვილეში ვიეტნამელი ჯარისკაცების მხრიდან მსგავსი არაფერი ყოფილა. პირიქით, პარტიზანებს ძალიან უკვირდათ როცა ამერიკელები ტერიტორიაზე ყვავი ტუზის მიმოფანტვას ფსიქოლოგიური იარაღის სახით ცდილობდნენ.გასაგები მიზეზების გამო ჯარისკაცები საკმაოდ ცრუმორწმუნენი არიანსამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს რომ ამერიკელები ნამდვილად არ იყვნენ პირველები, ვინც სათამაშო ბანქოს თილისმად იყენებდა. ეს პრაქტიკა პირველ მსოფლიო ომშიც შეიმჩნეოდა. ყველაზე ხშირად, ბანქოს დასტების სიმბოლოები თვითმფრინავებზე დაიტენებოდა. ამასთან, ეს პრაქტიკა ფართოდ იყო გავრცელებული ფრონტის ორივე მხარეს. ფიგურების დახატვა და ბანქოს ფურცლების ავგაროზად გამოყენება ყველაზე დიდი პოპულარობით გერმანელი და ფრანგი სამხედროების ქვეყნებში სარგებლობდა.Make War. Not loveისევ ვიეტნამს რომ დავუბრუნდეთ უნდა აღინიშნოს რომ აშშ-ს სარდლობა მისი ქვეშევრდომების ასეთ ინიციატივას სულაც არ ეწინააღმდეგებოდა, პირიქით, უფროსობა მშვენივრად ხვდებოდა რომ ასეთი თილისმები სამხედროების საბრძოლო შემართებასა და განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა (რაც კამპანიის შუა პერიოდიდან რბილად რომ ვთქვათ, არც ისეთი მაღალი იყო), ამიტომ მათ თავად დაიწყეს ადგილობრივ ტიპოგრაფიებში თემატური სამხედრო ბარათების არა მხოლოდ ბეჭდვა, არამედ შეძენაც.ასე, რომ ამ მხრივ ამერიკელები პირველები ნამდვილად არ ყოფილანგანსაკუთრებული პოპულარობით ეს ფეტიში პილოტებს შორის სარგებლობდაეს კი, უკვე მეორე მსოფლიო ომის დროს126 შეფასება არ არის |