x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დოკუმენტური ფილმი ჯორჯ ფლოიდზე, რომელიც თავდაყირა აყენებს საქმის ვითარებას
image


პლაკატებზე მიმოფანტული, მომიტინგეების მიერ სკანდირებული და კედლებზე წარწერები: ეს იყო 2020 წლის სლოგანი. "ვერ ვსუნთქავ".


იმავე წლის 25 მაისს მინეაპოლისში, მინესოტას შტატში, პოლიციასთან რუტინულ შეტაკებას 46 წლის შავკანიანი ჯორჯ ფლოიდი შეეწირა.


თეთრკანიანი პოლიციის ოფიცერი დერეკ შოვინი, რომელიც ცდილობდა უიარაღო ფლოიდის დაკავებას, 9 წუთისა და 29 წამის განმავლობაში მის კისერზე მუხლით აწვებოდა, ხოლო ფლოიდი ამ დროს სუნთქვას ცდილობდა.



ეს ინციდენტი გახდა გახდა კატალიზატორი მოძრაობისა Black Lives Matter-, რომელმაც იმ ზაფხულს მსოფლიო მოიცვა


დიდ ბრიტანეთში ლეიბორისტების ლიდერმა სერ კირ სტარმერმა, პრემიერ ლიგის ფეხბურთელებმა და ცნობილმა ადამიანებმა სოლიდარობის ნიშნად მუხლი მოდრიკეს. იყო მოწოდებები „პოლიციენებს შეუწყდეთ დაფინანსება“.


შავკანიან თანამშრომლებს სამსახურიდან შვებულება მისცეს, რათა "ეგლოვათ". სასკოლო კპროგრამების "დეკოლონიზაცია". სავარაუდო ისტორიული რასისტების ქანდაკებები შელახეს და, როგორც მე-18 საუკუნის ვაჭრის სერ ედვარდ კოლსტონის შემთხვევაში, გადააგდეს ბრისტოლის ნავსადგურში.

image

შოვინის სასამართლო პროცესს ტელევიზიით მილიონობით ადამიანი უყურებდა. როდესაც 2021 წლის 20 აპრილს იგი დამნაშავედ ცნეს მკვლელობაში და მიუსაჯეს 22 წელზე მეტი თავისუფლების აღკვეთა, ამას საყოველთაო აღტაცება მოყვა.


ოფიცრები ალექსანდრ კუენგი, თომას ლეინი და ტუ თაო მოგვიანებით გაასამართლეს მკვლელობაში მონაწილეობისთვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა სამიდან ოთხ წლამდე და ცხრა თვემდე.


ინციდენტის დროს კუენგი ფლოიდის ტას აწვებოდაე, ლეინმა ფეხები ეჭირა, თაოს კი იდგა და უყურებდა და ეუბნებოდა მაყურებლებს : „აი რატომ არ უნდ ამიიღოთ ნარკოტიკები, ბავშვებო“.


ახლა როცა დრო გავიდა და ემოციები ჩაცხრა, ბევრმა ეჭვქვეშ დააყენა ფლოიდის გარდაცვალების გარემოებები


რაც არ უნდა საკამათო ჩანდეს მათთვის, ვინც ტრაგედიის შემდეგ რასობრივი უმცირესობებისადმი სოლიდარობის ნიშნად ლოიალობა გამოხატა, ჩნდება მტკიცებულება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს გაბატონებულ ვერსიას იმის შესახებ, რაც მოხდა იმ საშინელ დღეს.




ახალ დოკუმენტურ ფილმში, "მინეაპოლისის დაცემა", (The Fall Of Minneapolis) რასისტი პოლიციელის მიერ უმოწყალოდ მოკლული უდანაშაულო ფლოიდის მითი არა მხოლოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, არამედ ირყევა ბოლომდე.


როგორც შავკანიანმა აკადემიკოსმა და New York Times-ის ავტორმა ჯონ მაკვორტერმა თქვა: „ჩვენ მოგვატყუეს. "როგორც ჩვენ ვფიქრობთ ჯორჯ ფლოიდზე არასწორია... მათ შორის, რასაც ვფიქრობდი მასზე... წარმოდგენა არ მქონდა, რომ დერეკ შოვინმა ის არ მოკლა."

image

25 მაისს საღამოს 8:00 საათზე, ფლოიდი შევიდა სუპერმარკეტში სიგარეტის საყიდლად. თანამშრომლებმა ეჭვობდნენ, რომ ის იყენებდა ყალბ 20 დოლარიან კუპიურას, მოგვიანებით კი თქვეს, რომ ის "კონტროლს არ ექვემდებარებოდა" და "საშინლად მთვრალი" იყო.


მას შემდეგ რაც ფლოიდს სთხოვეს სიგარეტის უკან დაბრუნება, რაზეც მან უარი თქვა, სუპერმარკეტის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე ოფიცრები ლეინი და კუენგი მივიდნენ.


კადრებში ჩანს, რომ ლეინი მიდის ფლოიდის მანქანასთან, რომელიც გარეთ არის მაღაზიასთან არის გაჩერებული. ფლოიდი, რომელიც მძღოლის სავარძელში ზის, ორ კომპანიონთან ერთად არის. ლეინი სთხოვს ფლოიდს აჩვენოს ხელები, რომ დარწმუნდეს, იარაღი არა აქვს, უმეორებს ოთხჯერ, თუმცა ის უარს ამბობს.


მანქანაში მყოფი კიდევ ერთი მგზავრი, 45 წლის შავანდა ჰილი, ეუბნება ფლოიდს, შეწყვიტოს წინააღმდეგობა. ამის შემდეგ ლეინი ეჭვმიტანილი მანქანიდან გამოჰყავს და ხელბორკილებს ადებს, მაგრამ ფლოიდი აგრძელებს წინააღმდეგობას.


მას შემდეგ, რაც ფლოიდი მაღაზიის წინ ტროტუარზე ჩამოჯდა, ლეინი და კუენგი ცდილობენ ფლოიდი უსაფრთხოდ შეიყვანონ პოლიციის მანქანაში, მაგრამ ის კვლავ ძალადობრივად იბრძვის და ყვირის: „მე მაქვს შფოთვა, მაქვს კლაუსტროფობია“.


სამაგიეროდ, ის ამბობს : „მიწაზე დავჯდები, კაცო, რაც არ უნდა იყოს“.



აღსანიშნავია, ისმის, როგორ ჩივის ფლოიდი, რომ "ვერ სუნთქავს", ეს მანამდე ხდება, სანამ შოვინი მუხლით დააწვება. ამით შეიძლება აიხსნას, თუ რატომ არ მიიღო პოლიციამ სერიოზულად მისი მოგვიანებითი ჩივილი სუნთქვის გაძნელებაზე.


როგორც ჩანს, დოკუმენტურ ფილმში ფლოიდი პოლიციას უსასრულოდ ატყუებს. ის ტყუილად უარყოფს ნარკოტიკების მიღებას, პასუხობს "არა, არაფერი მიმიღია" .


მოგვიანებით გაკვეთამ გამოავლინა ფენტანილისა და ამფეტამინის პოტენციურად ლეტალური დოზა მის ორგანიზმში .(ნახე ბმული)


ის ამტკიცებს, რომ დედამისი ახლახან მოუკვდა, სინამდვილეში კი ორი წლის წინ გარდაიცვალა. ის ამტკიცებს, რომ მას ადრე პოლიციელმა ესროლა. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს ოდესმე მომხდარა.




პოლიცია ახერხებს ფლოიდის შეთრევას პოლიციის მანქანაში, სადაც ის ძალისმიერად ებრძვის მათ. საბოლოოდ კვლავ გამოყვანენ, რა დროსაც მიწაზე ეცემიან.


მოგვიანებით სასამართლომ მოისმინა, რომ ლეინმა შესთავაზა ოფიცრებს მაქსიმალური შეზღუდვის ტექნიკის (MRT) გამოყენება. კადრებში ჩანს, რომ შოვინი ფლოიდს კისერზე მუხლით აწვება.


დაახლოებით ორი წუთის შემდეგ, როდესაც ფლოიდი მიწაზე დააგდეს და MRT ტექნიკა გამოიყენეს, ოფიცრებმა გამოიძახეს სასწრაფო დახმარება „ პირიდან სისხლდენის გამო“. ფლოიდი ამ დროს ამბობს : "მე მოვკვდები".



მთლიანობაში, სურათი, რომელსაც ფილმი ასახავს, ​​არიან პოლიციელები, რომელიც უიმედოდ ცდილობენ თავისი სამუშაოს შესრულებას თითქმის შეუძლებელ პირობებში.


ფლოიდი იყო 6 ფუტი 4 ინჩი სიმაღლის(193სმ) დიდი და არასტაბილური მამაკაცი, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა შეიარაღებული ოფიცრების მიერ დაკავებას და მის გარშემო მყოფებს პოტენციური საფრთხის წინაშე აყენებდა.გახსოვდეთ ისიც, რომ ფლოიდი მანამდე 8-ჯერ ნასამართლევი, მათ შორის ოთხწლიანი პატიმრობა ქურდობაზე დამამძიმებელ გარემოებაში.


2
298
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
298
  
2023, 31 დეკემბერი, 23:00
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
2023, 25 დეკემბერი, 22:56
ძლივს ვიღაცამ საღი აზრი დააფიქსირა იმ მახინჯი ავადმყოფი ბიო მასის შესახებ. ზოგადად რასაც ეს შავები ერთმანეთს უშვებიან ზღვაში წვეთია იმასთან რაც თეთრებისგან შეიძლება დაემართოთ.
0 1 2