x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
და აქ რა ხდება? - წარსულის უჩვეულო ფოტოები, რომლებიც დღეს სრულ დაბნეულობას იწვევს
image


სახელმძღვანელოებიდან ისტორიის სწავლა საკმაოდ მოსაწყენი და უინტერესო პროცესია, ვინაიდან მის ფურცლებზე მხოლოდ დიდებული საზოგადო მოღვაწეების პორტრეტები და რუკებია განთავსებული. ვიზუალური ინფორმაციის აღქმა კი არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ უფროსებისთვისაც კი ფრიად საინტერესო და სახალისოა: წარსულის სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობა წინაპრების ჩვევების უკეთ გააზრებასა და გარკვეული ისტორიული მოვლენების მიზეზების გაგებაში გვეხმარება. თქვენ წინაშე საინტერესო რარიტეტული კადრები, რომელთა მიღმაც იდუმალებით მოცული ისტორიები იმალება.


image



ტიკებით აღჭურვილი მოჯაჰედები მდინარის გადასაკვეთად ემზადებიან, კუნარის პროვინცია, ავღანეთი, 1980-იანი წლები


image


ასაკოვანი ექიმი გუანჯოუ, ჩინეთი, 1870 წელი


image


პიკადილის რეკონსტრუქციის დროს გამავალი ტრამვაი, ლონდონი, 1903 წელი



image


ნუ გეშინიათ, თქვენთვის არ მოუკითხავთ, ეს 1920-იანი წლების ჰელოუინის კოსტიუმებია, აშშ



image


იაპონური ბრინჯის სანაყი, 1890 წელი


image


მომხიბვლელი ახალგაზრდაა სათნო მზერით მხოლოდ სამწუხაროა, რომ გადასახადებს არ იხდიდა.... 19 წლის ალ კაპონე მამასთან და ბიძასთან ერთად, 1917 წელი


image


ბრიგადის გენერალი როჯერ მ. რეიმი (მარცხნივ) და პოლკოვნიკი თომას ჯ. დიუბოზი ლითონის ფრაგმენტების ამოცნობისას, რომლებიც როზუელთან ახლოს, ფერმერმა აღმოაჩინა, როგორც მეტეოზონდის ნაწილები, ნიუ - მექსიკო, 1947 წელი. ეს ფაქტი ისტორიში ცნობილია როგორც როზუელის ინციდენტი (როზუელმა გამოიწვია საზოგადოების შეშფოთება, როდესაც ადგილობრივმა ფერმერმა ნიუ - მექსიკოში 1947 წლის ივლისში აღმოაჩინა გაურკვეველი, მფრინავი ობიექტის ნაშთები. მას შემდეგ ჩატარდა მრავალი კვლევა, გამოკითხვები, ინტენსიური მოლაპარაკებები და ჩამოყალიბდა განსხვავებული ვარაუდები იმის შესახებ თუ რა მოხდა ამ დღეს, თუმცა ძნელი იყო იმის გაგება რა ჩათვლილიყო სანდო მტკიცებულებად და რა არა. ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები ამტკიცებდა, რომ საჰაერო კვლევის საიდუმლო შეჯახება იყო. 1990 წელს, UFO-ს მკვლევარებმა Friedman-ი, William Moore, Karl Pflok-ი და Kevin Randle და Don Schmitt-ის გუნდმა ჩაატარა გამოკითხვები რამდენიმე ასეულ ადამიანთან, რომელთაც ჰქონდათ შეხება 1947 წელს როზუელთან. მრავალი დოკუმენტის შედგენის ფონზე, სახელმწიფოს მიერ კანონით გაცემული დადგენილების შესაბამისად მტკიცებულება გამოცხადდა თავისუფალ ინფორმაციად. მათი დასკვნები კი შემდეგია: უცხოპლანეტელთა ხომალდი ჩამოვარდა სწორედ იმ ადგილას და შეიპარნენ მთავრობის საიდუმლოდ კვლევით ცენტრებში)


image


ლიონის სადგური, პარიზი, 1937 წელი



image


ანდრეი ტარკოვსკი ფილმ "მსხვერპლშეწირვის" გადასაღებ მოედანზე, 1986 წელი, აი, ასე ცდილობდა კინორეჟისორი მსხვილი ხედების გადაღებას


image


სპაგეტის სწორად ჭამის ინსტრუქცია - ასე მიირთმევდნენ ღარიბი იტალიელები მაკარონს უწინ, ასე რომ პასტის მირთმევისას დაივიწყეთ ჩანგალი და კოვზი


image


თოვლიან ფერდობებზე წასვლას აზრი არ აქვს, თუ სახლში თხილამურებზე დგომის სასწავლო ტრენაჟორი გაქვთ


image


არქივში სამუშაოდ არა მხოლოდ ჭკვიანი, არამედ ძალიან ძლიერიც უნდა იყოთ. ვინ იცის შესაძლოა მუშაობა ასეთ მძიმე ხელნაწერთანაც კი მოგიწიოთ, პრაღა, 1960-იანი წლები


image


ჰიპნოზის ქვეშ სტუდენტების სწავლის ექსპერიმენტი. მოსწავლეები ჯერ ტრანსში ჩააგდეს, შემდეგ კი აიძულეს გაკვეთილის აუდიოჩანაწერის ყურსასმენებით მოსმენა, იტალია, 1963 წელი


image

ჯეინ მენსფილდი და ჯოან კოლინზი ფილმ "გზააბნეული ავტობუსის" გადასაღებ მოედანზე, 1957 წელი









0
602
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
602