x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133841
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
"იობაი" - იაპონიის გამაოგნებელი სასიყვარული ტრადიცია, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ

image


იაპონია თავისი უჩვეულო ტრადიციებითა და წეს - ჩვეულებებით ყოველთვის იყო გამორჩეული და დღემდე ასეა. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იაპონური ტრადიცია მე-17 საუკუნეში გაჩნდა, როდესაც "ამომავალი მზის" ქვეყანამ საკუთარი საზღვრები ცნობისმოყვარე ტურისტებისთვის მთლიანად დახურა, ხოლო ვაჭრობა და კომუნიკაცია სხვა ქვეყნებთან საერთოდ შეჩერდა.


image


ახალი კანონები იმდენად მკაცრი იყო, რომ მცირედი დაუმორჩილებლობაც კი დამრღვევისთვის სიკვდილით სრულდებოდა. მოქმედმა მმართველმა ტოკუგავამ ამ ფორმით გადაწყვიტა ახალი რეჟიმის შექმნა და სახელმწიფოს მმართვის გამარტივება. ამ რეჟიმმა 250 წლის განმავლობაში იარსება, რომლის გაუქმების შემდეგაც ცნობილი გახდა საინტერესო ფაქტები საიდუმლოებით მოცულ იაპონელთა ცხოვრებიდან. "იობაის" ტრადიცია განსაკუთრებით პოპულარული ტოტალიტარული სახელმწიფოს შორეულ კუთხეებში იყო.


image


მისი არსი კი იმაში მდგომარეობდა, რომ დაუოჯახებელი მამაკაცი ღამით, მარტოხელა გოგონას საძინებელში მისივე მშობლების თანხმობით ჩუმად იპარებოდა, ამ დროს ის აუცილებლად შიშველი უნდა ყოფილიყო წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მძარცველი ეგონებოდათ. ასე აფიქსირებდა ის თავის განწყობას იმ იაპონელი ქალის მიმართ, რომელიც მოსწონდა, თუ მისი გრძნობები ორმხრივი იყო, მაშინ "ღამის ვიზიტი" სქესობრივი აქტით სრულდებოდა, დილით კი მამაკაცი გოგონას საძინებელს ტოვებდა და სრული უფლება ჰქონდა მასთან აღარ დაბრუნებულიყო. იმ შემთხვევაში კი, თუ გოგონა "იობაის" ღამის შემდეგ დაორსულდებოდა, მამაკაცი, როგორც წესი, მასზე ქორწინდებოდა, თუმცა ეს არ იყო სავალდებულო და მხოლოდ პარტნიორის მორალურ თვისებებზე იყო დამოკიდებული.


image


"იობაის" ტრადიცია ქვეყანას შთამომავლობის გასაგრძელებლად სჭირდებოდა, რადგან იაპონიის ბიუროკრატიულ სისტემაში ქორწინება ექსკლუზიურად გარკვეული კლასის ადამიანებს შორის დგებოდა, ხოლო ნებადართული პირების წრე ძალიან შეზღუდული იყო. ამასთან, თუ შეყვარებულები სხვადასხვა კლასს მიეკუთვნებოდნენ, მაშინ ქორწინება საერთოდ შეუძლებლად ითვლებოდა. "ღამის ვიზიტებმა" კი არსებული წესებისთვის გვერდის ავლა და სოციალური კლასის მიუხედავად, სასურველ გოგონაზე დაქორწინება შესაძლებელი გახადა.


image


ორსულობაც ქორწინების გასაფორმებელ არგუმენტად განიხილებოდა, "იობაის" ტრადიცია ქვეყანაში დიდი ხნის განმავლობაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. რა თქმა უნდა, ეშმაკი და არაკეთილსინდისიერი იაპონელები ამ ტრადიციას ეგოისტური მიზნებისთვის იყენებდნენ, მაგრამ მაშინ ამ ფენომენს არავინ ებრძოდა, მაშინაც კი, თუ გოგონა ორსულად რჩებოდა, ხოლო მამაკაცი მისი ცხოვრებიდან ქრებოდა, ბებია და ბაბუა შვილიშვილს მშვიდად იღებდა და მის აღზრდაშიც მონაწილეობდა, ისე რომ ამ ფაქტს სამარცხვინოდ სულ არ თვლიდა. დროთა განმავლობაში "იობაის" ტრადიციამ აქტუალობა დაკარგა და საერთოდ აიკრძალა.












0
1405
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1405