სხვა და აქ რა ხდება? - წარსულის უჩვეულო ფოტოები, რომლებიც დღეს სრულ დაბნეულობას იწვევს 2023, 25 დეკემბერი, 11:30 სახელმძღვანელოებიდან ისტორიის სწავლა საკმაოდ მოსაწყენი და უინტერესო პროცესია, ვინაიდან მის ფურცლებზე მხოლოდ დიდებული საზოგადო მოღვაწეების პორტრეტები და რუკებია განთავსებული. ვიზუალური ინფორმაციის აღქმა კი არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ უფროსებისთვისაც კი ფრიად საინტერესო და სახალისოა: წარსულის სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობა წინაპრების ჩვევების უკეთ გააზრებასა და გარკვეული ისტორიული მოვლენების მიზეზების გაგებაში გვეხმარება. თქვენ წინაშე საინტერესო რარიტეტული კადრები, რომელთა მიღმაც იდუმალებით მოცული ისტორიები იმალება.ტიკებით აღჭურვილი მოჯაჰედები მდინარის გადასაკვეთად ემზადებიან, კუნარის პროვინცია, ავღანეთი, 1980-იანი წლებიასაკოვანი ექიმი გუანჯოუ, ჩინეთი, 1870 წელიპიკადილის რეკონსტრუქციის დროს გამავალი ტრამვაი, ლონდონი, 1903 წელინუ გეშინიათ, თქვენთვის არ მოუკითხავთ, ეს 1920-იანი წლების ჰელოუინის კოსტიუმებია, აშშიაპონური ბრინჯის სანაყი, 1890 წელიმომხიბვლელი ახალგაზრდაა სათნო მზერით მხოლოდ სამწუხაროა, რომ გადასახადებს არ იხდიდა.... 19 წლის ალ კაპონე მამასთან და ბიძასთან ერთად, 1917 წელიბრიგადის გენერალი როჯერ მ. რეიმი (მარცხნივ) და პოლკოვნიკი თომას ჯ. დიუბოზი ლითონის ფრაგმენტების ამოცნობისას, რომლებიც როზუელთან ახლოს, ფერმერმა აღმოაჩინა, როგორც მეტეოზონდის ნაწილები, ნიუ - მექსიკო, 1947 წელი. ეს ფაქტი ისტორიში ცნობილია როგორც როზუელის ინციდენტი (როზუელმა გამოიწვია საზოგადოების შეშფოთება, როდესაც ადგილობრივმა ფერმერმა ნიუ - მექსიკოში 1947 წლის ივლისში აღმოაჩინა გაურკვეველი, მფრინავი ობიექტის ნაშთები. მას შემდეგ ჩატარდა მრავალი კვლევა, გამოკითხვები, ინტენსიური მოლაპარაკებები და ჩამოყალიბდა განსხვავებული ვარაუდები იმის შესახებ თუ რა მოხდა ამ დღეს, თუმცა ძნელი იყო იმის გაგება რა ჩათვლილიყო სანდო მტკიცებულებად და რა არა. ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები ამტკიცებდა, რომ საჰაერო კვლევის საიდუმლო შეჯახება იყო. 1990 წელს, UFO-ს მკვლევარებმა Friedman-ი, William Moore, Karl Pflok-ი და Kevin Randle და Don Schmitt-ის გუნდმა ჩაატარა გამოკითხვები რამდენიმე ასეულ ადამიანთან, რომელთაც ჰქონდათ შეხება 1947 წელს როზუელთან. მრავალი დოკუმენტის შედგენის ფონზე, სახელმწიფოს მიერ კანონით გაცემული დადგენილების შესაბამისად მტკიცებულება გამოცხადდა თავისუფალ ინფორმაციად. მათი დასკვნები კი შემდეგია: უცხოპლანეტელთა ხომალდი ჩამოვარდა სწორედ იმ ადგილას და შეიპარნენ მთავრობის საიდუმლოდ კვლევით ცენტრებში)ლიონის სადგური, პარიზი, 1937 წელიანდრეი ტარკოვსკი ფილმ "მსხვერპლშეწირვის" გადასაღებ მოედანზე, 1986 წელი, აი, ასე ცდილობდა კინორეჟისორი მსხვილი ხედების გადაღებასსპაგეტის სწორად ჭამის ინსტრუქცია - ასე მიირთმევდნენ ღარიბი იტალიელები მაკარონს უწინ, ასე რომ პასტის მირთმევისას დაივიწყეთ ჩანგალი და კოვზითოვლიან ფერდობებზე წასვლას აზრი არ აქვს, თუ სახლში თხილამურებზე დგომის სასწავლო ტრენაჟორი გაქვთარქივში სამუშაოდ არა მხოლოდ ჭკვიანი, არამედ ძალიან ძლიერიც უნდა იყოთ. ვინ იცის შესაძლოა მუშაობა ასეთ მძიმე ხელნაწერთანაც კი მოგიწიოთ, პრაღა, 1960-იანი წლებიჰიპნოზის ქვეშ სტუდენტების სწავლის ექსპერიმენტი. მოსწავლეები ჯერ ტრანსში ჩააგდეს, შემდეგ კი აიძულეს გაკვეთილის აუდიოჩანაწერის ყურსასმენებით მოსმენა, იტალია, 1963 წელიჯეინ მენსფილდი და ჯოან კოლინზი ფილმ "გზააბნეული ავტობუსის" გადასაღებ მოედანზე, 1957 წელი602 შეფასება არ არის |