x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სოდომურ წვეულებაში მონაწილოების გამო კირკოროვს სახალხო არტისტის წოდების ჩამორთმევა ემუქრება
image

სოდომური წვეულების მოწყობისთვის ანასტასია ივლეევას გარშემო სიტუაცია სულ უფრო იძაბება. ამჯერად ფილიპ კირკოროვის თავზე მოიქუფრა ღრუბლები. უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული ფედერალური პროექტის ხელმძღვანელმა ვიტალი ბოროდინმა მიმართა კულტურის სამინისტროს, რათა მომღერალს სახალახო არტისტის წოდება ჩამოერთვას.



როგორც ჩანს, ივლეევას "შიშველი წვეულებაში" მონაწილეობის გამო დიდი ხნის განმავლობაში ბევრ ვარსკვლავს შეექმნება პრობლემები.


სულ ცოტა ხნის წინ რეპერ Vacio-ს ამ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის 15 დღით პატიმრობა მიუსაჯეს და იქ გატარებული დროის გამო კიდევ ბონუსად ჯარიმა-200 ათასი რუბლის გადახდა დააკისრეს. იმავე დღეს, უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული ფედერალური პროექტის ხელმძღვანელმა ვიტალი ბოროდინმა თავის tg არხზე დაწერა: ”იმედი მაქვს, ივლეევა იქნება შემდეგი”.



თუმცა შემდეგი იყო არა მხოლოდ ივლეევა, არამედ კირკოროვიც.


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში მხარი დაუჭირეს რუსული პოპის მეფეს ჩამოერთვას სახალხო არტისტის წოდება:


"ეს არის ჩვენი საზოგადოებაზე შეფურთხება. სახალხო არტისტის წოდების დისკრედიტაცია. ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაცია...“ - განუმარტა ჟურნალისტებს ვიტალი ბოროდინმა. მისივე თქმით, ივლეევას მოწყობილ საღამოზე უხვად იყო ლგბტ პროპაგანდა და ფილიპ ბედროსოვიჩს, ეცვა გამჭვირვალე ბადისებრი ბრჭყვილა პერანგი, (ასევე კრემისფერი თერმო ქურთუკი და შორტები). და ასეთი იმიჯი არ ჯდება სახალხო არტისტის წოდებაში, მან ასევე დაამატა, რომ კირკოროვის და წვეულების სხვა სტუმრების საქციელი ამორალურია და გამოხატავს გულგრილობას იმ ქვეყნის მიმართ, სადაც ცხოვრობენ და ფულს შოულობენ.

image

ბოროდინს მხარი დაუჭირა სახელმწიფო დუმის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე შოლოხოვმა. გამოცემა "«Подъём»-თან ინტერვიუში მან დაადასტურა, რომ ეთანხმება ამ პოზიციას და არტისტის ასეთი საქციელი მიუღებელია.


"მე ვფიქრობ, რომ ეს ყველა შემთხვევაში სწორია (სახალხო არტისტის წოდების ჩამორთმევას გულისხმობს)და თუ კონკრეტულად კირკოროვზე ვსაუბრობთ, მაშინ ჩემი აზრით, ის არასოდეს იმსახურებდა ამ ტიტულს. და თუ გამოკითხავთ ხალხს, გამოდის, რომ ის არასოდეს ყოფილა სახალხო პიროვნება. ეს ხრიკები მიუღებელია რუსეთის მოქალაქისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც რაღაცნაირად თანაუგრძნობს თავის ქვეყანას, განსაკუთრებით დღევანდელ ვითარებაში."

image



ცოტა ხნის წინ გამოვაქვეყნეთ სტატია, სადაც სობჩაკმა საზოგადოებას აჩვენა თუ როგორ მღერის კირკოროვი ცოცხლად,

0
222
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0