x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"თამარ მეფე პრეზერვატივზე მარკეტინგია, საფლავზე დაფსმა გამოხატვის თავისუფლება, დროშის დაწვა კი მკაცრად ისჯება" - ნინო ნადირაძე
image

.

კლინიკა "ვივამედის" დირექტორი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დღევანდელ ქართულ რეალობაში პასუხისმგებლობების საკითხი არათანაბარია. მისი თქმით, უსამართლობაა, როცა დღეს დროშის დაწვა მკაცრად ისჯება, მეფის პრეზერვატივზე დახატვა, ან საფლავზე დაფსმა კი საერთოდ არ ისჯება.



„თამარ მეფის პრეზერვატივზე გამოსახვა მარკეტინგია, სხვის საფლავზე დაფსმა_გამოხატვის თავისუფლება, დროშის დაწვა ასე მკაცრად არ უნდა ისჯებოდეს, 6 წლით, დააკისრე დიდი ფულადი ჯარიმა, შეაკერინე 10000 ცალი, რა ვიცი, რა ვიცი“ - წერს ნინო ნადირაძე.


.

შეგახსენებთ "ალტ-ინფოს" გუნდმა ევროკავშირის დროშის დაწვის გამო, მათი თანაგუნდელის ლაშა შარუხიას დაკავების გამო ევროკავშირის დროშების დაწვის მასშტაბური კამპანია დაიწყო, რასაც კონსერვატიული პარტიის ლიდერების და სხვა მომხრეების დაკავებაც მოჰყვა. თუმცა ალტ-ინფოს გუნდი გაჩერებას არ აპირებს და ამბობს, რომ სანამ დაკავებულს არ გაათავისუფლებენ, დროშების დაწვის პროცესი კვლავაც გაგრძელდება. მათ ასევე ჩამოხიეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა, რომელიც შარტავას გამზირზე, თბილისის მერიის შენობაზე იყო აღმართული. ამის გამო მარტინენკოსა და ზურაბ მახარაძეს პასუხისმგებლობაც დაეკისრათ.

.

"ალტ ინფოს" ლიდერები ევროკავშირის დროშის დაწვაში მხილებული თანამოაზრის, ლაშა შურუხიას გათავისუფლებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობენ, რომ ევროკავშირის სიმბოლიკის განადგურებას გააგრძელებენ.

.

“ლაშას მიმართ სოლიდარობის გამო განვახორციელეთ იგივე ქმედება. თუ ის ციხეში უნდა იჯდეს, მაშინ ჩვენც ციხეში უნდა ვიჯდეთ და აბსოლუტურად სოლიდარულები ვართ მისი ქმედების მიმართ. მოთხოვნა არის რომ გათავისუფლდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ამ კამპანიის გაგრძელებას ვაპირებთ.



მთავრობას შეუძლია რაც უნდა ის გააკეთოს, ჩვენ შემთხვევაში რატომ გადაწყვიტა ადმინისტრაციულით შემოფარგვლა და ის კაცი ციხეში რატომ არის, ჩემთვის სრულიად გაუგებარია. არ შეიძლება ჭინჭის დაწვის გამო, კაცი ციხეში იყოს და ჩვენ გავაგრძელებთ და ხელისუფლებამ გადაწყვიტოს. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ - ან ჩვენი დაჭერაც მოუწევთ ან იმ კაცის გამოშვება, “ - ამბობს მახარაძე.

.

****************************
მთავრობამ კანდიდატის სტატუსი აიღო და ახლა კოჭს უგორებს იმ ადამიანებს, ვისაც უნდა, რომ ხალხი დაიჭირონ ციხეში, ვინც ევროკავშირის სიმბოლიკას ან წვავს ან შეურაცხყოფს, როგოც ისინი ამბობენ, ამიტომ ის ადამიანი გაუშვეს ციხეში და ჩვენს შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ ხალხში უკმაყოფილება მოჰყვა, უფრო დიდი გახმაურება მოჰყვა, ვეღარ გაბედეს ეგ ქმედებები. თუ ასეთი მიდგომა აქვს ერთი ადამიანის მიმართ ქვეყანას, მაშინ ან ყველას ეგრე მიუდგნენ და ჩვენც დაგვიჭირონ, ან არავინ არ დაიჭირონ და გამოუშვან ის ადამიანი. ხელისუფლებას იმის ეშინია, რომ თავისი უკანონო დაკავება, რაც მიიღო ლაშა შარუხიას მიმართ უფრო გახმაურებული არ გახდეს, ხელისუფლებამ კანონი დაარღვია, როცა მას პატიმრობა შეუფარდა, “ - განაცხადა მარტინენკომ.



თბილისის მერიასთან ევროკავშირის დროშის დაწვის გამო, „ალტ ინფოს“ ბაზაზე შექმნილი „კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერი ირაკლი მარტინენკო დააჯარიმეს, ხოლო ზურაბ მახარაძის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადმინისტრაციულად შედგენილი მასალები შეტანილი იქნება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

0
422
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
422
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0