საზოგადოებრივი და მაინც, რამდენი წელია რაც კაცობრიობა არსებობს? 5 იანვარი, 12:22 ჩვენს პლანეტაზე, ადამიანების გამოჩენა, შეიძლება რამდენიმე სცენარით აიხსნას. მათ შორის ერთ–ერთი – ევოლუციურია და სწორედ მას განვიხილავთ. ითვლება, რომ ევოლუციურმა გზამ პრიმიტიული ბაქტერიებიდან – ადამიანებამდე, 2 მილიარდი წლის მანძილზე გაიარა. მაგრამ, ასეა ეს? დაახლოებით, 700 მილიონი წლის წინ, პირველი პრიმიტიული არსებები – ნაწლავღრუიანები გამოჩნდნენ. 50 მლნ. წლის მანძილზე, ისინი პრიმიტიულ ჭიებად გადაიქცნენ. ფეხსახსრიანები ოკეანეებში, 530–480 მლნ. წლის წინ დასახლდნენ. ქორდიანები კი, – დაახლოებით, 450 მლნ. წლის წინ. 410–390 მლნ. წლის წინ, პრიმიტიული თევზები გაჩნდნენ, რომლებიც ამფიბიებად 360–330 მლნ. წლის წინ გადაიქცნენ და მხოლოდ 100 მლნ. წლის შემდეგ, გამოჩნდნენ დინოზავრები და მათი ეპოქა 150 მლნ. წელი გრძელდებოდა, ვიდრე პლანეტა ძუძუმწოვრებმა და ფრინველებმა არ დაიპყრეს... და მხოლოდ უკანასკნელი 3 მლნ. წლის წინ, დედამიწაზე ჩამოყალიბება, თანამედროვე ადამიანმა დაიწყო. მთელი ეს ჰიპოთეზა არქეოლოგიურ აღმოჩენებს ეფუძნება. მეცნიერებმა მართლაც აღმოაჩინეს პირველი პრიმიტიული ორგანიზმები: ნაწლავღრუიანები, ტრილობიტები, ჯავშნიანი თევზები, დინოზავრების მრავალი სახეობა და ჰომო ერექტუსი – პრეისტორიული ადამიანის სახეობა. მაგრამ, იქნებ დათარიღებაშია შეცდომა?! მაგ., აიღეთ გრანდიოზული ეგვიპტური პირამიდები. ოფიციალური მეცნიერების მტკიცებით, პირამიდები 4500 წლის წინ ააშენეს. ხოლო, ბოლო აღმოჩენები იმაზე მეტყველებს, რომ სფინქსის ეროზია, ამ პერიოდს არ შეესაბამება და ნაგებობა გაცილებით ძველია... ასე, რომ თარიღებთან დაკავშირებით, შესაძლოა, ყველაფერი რიგზე არ იყოს! ისტორიის პრობლემა მტკიცებულებების ბაზის სიმცირე არის. გარდა ამისა, XIX–XX სს. ისტორიკოსები ფალსიფიკაციით და ნაპოვნი არტეფაქტების, ამა თუ იმ ჰიპოთეზაზე მორგებაზე იყვნენ დაკავებულნი. განსაკუთრებული პოპულარობით, იმ პერიოდში, დარვინის თეორია* სარგებლობდა და თითქმის ყველაფრის მორგება, სწორედ მასზე ხდებოდა. ყველაზე ცუდი კი, ის არის, რომ არქეოლოგების მიერ, მეცნიერებისთვის მიწოდებული მასალა, დედამიწის მიერ განვლილი ისტორიის, მხოლოდ ზღვაში წვეთია – მიწაში მოხვედრისას, ესა თუ ის ნივთი, 90%-იანი ალბათობით, ჟანგდება, ფუჭდება ან ნაწევრდება. მხოლოდ გარკვეულ პირობებში, არტეფაქტი შეიძლება, 1000 წელი შეინახოს. აქ კი საუბარი მილიონებზეა! ასეთი ხანგრძლივი დროის მანძილზე, შეიძლება, მხოლოდ ქვები და მინერალები შეინახოს, ან განსაკუთრებული პირობები უნდა არსებობდეს ცოცხალი ორგანიზმების განამარხებული ნაწილების და არტეფაქტების შესანახად. ასე, რომ, თუ დედამიწაზე განვითარებული ცივილიზაცია არსებობდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მის წარმომადგენლებს ქვის კბილები ჰქონოდათ. ამიტომ, უფრო ადვილია, მაიმუნისგან ადამიანის აბსურდული წარმოშობის დაჯერება, ვიდრე არტეფაქტების სწორედ დათარიღება და ოფიციალურად არსებულ ისტორიაზე მისი მორგება. მაგ., «ევას ბეჭედი», რომელიც 60 მლნ. წლის არის, ან 140 მლნ. წლის ჩაქუჩი და სხვა არტეფაქტები, აკრძალული არქეოლოგიიდან. თუ ამ არტეფაქტების დათარიღებით ვიმსჯელებთ, დედამიწა, ასობით მილიონი წლის წინ, საკმაოდ განვითარებული ცივილიზაციის წარმომადგენლებით იყო დასახლებული. ხოლო, აკადემიური ისტორია, ამ არტეფაქტების ფონზე, ნამდვილად რომ გამოუვალ მდგომარეობაშია – ან მართლა არსებობდა ჰიპოთეზური ლემურია და ჰიპერბორეა, ან ეს ყველაფერი ჩვენი ცივილიზაციის მიერ არის შექმნილი. მაგრამ მაშინ, მისი ასაკი 2-3 მლნ. წელი ნამდვილად ვერ იქნება... * სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების, თუ მშენებლობის დროს, ქანებში გამუდმებით პოულობდნენ ცოცხალი ორგანიზმების ნამარხ ნაშთებს და დროთა განმავლობაში, საკმარისი მასალა დაგროვდა საიმისოდ, რომ მეცნიერები კამერალურ კვლევებზე გადასულიყვნენ და დედამიწაზე სიცოცხლის განვითარების ისტორია დაეწერათ. XIX ს. შუა წლებში, ჩ. დარვინი და ალ. რ. უოლესი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ყოველი ახალი სახეობა, მანამდე არსებული სახეობიდან წარმოიქმნებოდა და ამ აღმოჩენის საფუძველზე, ევოლუციის თეორია შექმნეს, რომელიც საზოგადოებამ 1859 წ. გაიცნო, დარვინის წიგნი – «სახეობათა წარმოშობის შესახებ», გამოსვლის შემდეგ. გაგრძელება >>> სხვა სიახლეები:* საინტერესო და უცნაური ფაქტები ჩვენი სამყაროს და წარსულის შესახებ* უძველესი ადამიანები ყველაზე უძველესები არ იყვნენ* ისტორია, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად351 2-ს მოსწონს
|