ქალი და მამაკაცი თურქმა მამაკაცმა ცოლობაზე უარის მიღების შემდეგ ქალი კლდიდან გადააგდო 2023, 21 დეკემბერი, 15:35
საპატარძლოს კლდიდან შემთხვევით გადმოვარდნის ამბავი, მას შემდეგ, რაც მისმა თურქმა საქმრომ ცოლობა შესთავაზა, უმალ გავრცელდა მსოფლიო მედიაში... ახლა კი, თვეების შემდეგ, საშინელი სიმართლე გამჟღავნდა.
ეს დღე თითქოს მშვენივრად დაიწყო – 42 წლის ნიზამეტინ გურსუმ თავის შეყვარებულისთვის, 39 წლის ლამაზმანისთვის, იესიმ დემირისთვის ხელის თხოვნა გადაწყვიტა - საპიკნიკე კალათა მოამზადა, წაიყოლია მუსიკალური ყუთი რომანტიული მელოდიით და საქორწინო ბეჭედი. წყვილი გაემართა ჩანაკალეს კონცხ პოლენტეში, ადგილი, რომელიც ცნობილია განსაცვიფრებელი ხედებითა და ულამაზესი მზის ჩასვლით. თუმცა ის დღე სამწუხაროდ ტრაგიკულად დასრულდა: იესიმი ოცდათორმეტი მეტრის სიმაღლის კლდიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. გულდაწყვეტილმა ნიზამეტინმა პოლიციას მოუყვა: ქალმა მიიღო მისი წინადადება, ის მანქანისკენ წავიდა, რათა სპირტიანი სასმელი გადმოეღო და "დაესველებინა" ღირშესანიშნავი მოვლენა. უცებ ყვირილი მოესმა -როგორც საქმრომ ახსნა, იესიმს ალბათ ფეხი დაუსხლდა და კლდიდან გადავარდა. არა და ციცაბო კონცხი შემოღობილი არ იყო. როცა სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა, იესიმი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. გონს არც მოსულა, მიყენებული დაზიანებებისგან მეორე დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა. მთელი თურქეთი თანაუგრძნობდა შეყვარებულებს ამ საშინელ ტრაგედიას, რომელიც ჯერ კიდევ ივლისში მოხდა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ნიზამეტინ გურსუ დააკავეს. საქმე გარდაცვლილი პატარძლის ნათესავების და მეგობრების დაჟინებული მიმართვის შემდეგ გაიხსნა, რომლებიც ამ თვეების განმავლობაში ზარმაც პოლიციელებს მოსვენებას არ აძლევდნენ. იესიმის ახლობლები ამტკიცებდნენ, რომ ის არ მიიღებდა ნიზამეტინის წინადადებას და საერთოდ აპირებდა მასთან დაშორებას მუდმივი კონფლიქტების გამო. მამაკაცი განქორწინებული იყო და მისი პირველი ცოლი მუდმივად ურეკავდა იესიმს და ემუქრებოდა. თუმცა საქმის გასახსნელად დამატებითი მტიცებულებები იყო საჭირო, რომელიც პოლიციამ აღმოაჩინა. ნიზამეტინს ჯიბეში უპოვეს ის ბეჭედი, რომელიც საქმრომ ბედნიერ პატარძალს "აჩუქა". ასევე კონცხზე იპოვეს გოგონას გატეხილი სათვალეები - რაც მანამადე სასტიკი ბრძოლას მიუთუთებდა. იესიმის ოჯახმა ისიც თქვა, რომ მას სიმაღლის პანიკური შიში ჰქონდა და გადავარდნის შიშით, თავად არასდროს მივიდოდა კლდის კიდეზე. გურსას ბრალი განზრახ მკვლელობაზე წაუყენეს, იგი დაპატიმრებულია, სასამართლო უახლოეს ხანებში გაიმართება. ორი წლის წინ ვწერდი თურქეთში მომხდარ ანალოგიურ შემთხვევაზე, როდესაც 40 წლის მამაკაცმა დაზღვევის აღების მიზნით, ფეხმძიმე ცოლი კლდიდან გადააგდო. 712 2-ს მოსწონს
|