ფოტოგრაფია ჰოლივუდის ვარსკვლავები ბეტინა რეიმსის ფოტოობიექტივში 2023, 20 დეკემბერი, 10:18 1952 წელს ნეი -სიურ - სენში დაბადებულმა ცნობილმა ფრანგმა ფოტოგრაფმა ბეტინა რეიმსმა ფოტოგრაფის კარიერა სტრიპტიზიორებისა და მოხეტიალე აკრობატების გადაღებით დაიწყო, დღეს კი მისთვის უკვე მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავები პოზირებენ. "ქალების ფოტოგრაფად" აღიარებულმა ბეტინამ სახელი დროთა განმავლობაში მთელს მსოფლიოში გაითქვა და უკვე ჰოლივუდის უამრავი ცნობილი ქალბატონის გადაღებაც მოასწრო. "მე მიყვარს ხორცი. მე კანის ფოტოგრაფი ვარ", -აღნიშნავს ხელოვანი საკუთარ თავზე საუბრისას, რაც სრული სიმართლეა.რეიმსის წარმატების საიდუმლო მარტივია - მას საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ისე შეუძლია როგორც სხვას არავის. გულწრფელი, სენსუალური კადრები უკვე დიდი ხანია, რაც მის სავიზიტო ბარათად იქცა. გთავაზობთ თანამედროვე მოდის ფოტოგრაფის ბეტინა რეიმსის ყველაზე შთამბეჭდავ და პროვოკაციულ ფოტონამუშევრებს, რომლებიც ხელოვნების ჭეშმარიტ დამფასებლებს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს.სოფი მარსომადონაკატრინ დენევიკრისტინ სკოტ ტომასიმილა იოვოვიჩილივ ტაილერიგვენ სტეფანიმონიკა ბელუჩიშარლოტა გინზბურგიჰიზერ გრემიმერი ჯეი ბლაიჯილეტიცია კასტამონიკა ბელუჩისინდი კროუფორდივანესა პარადისოფი მარსოჯული სტრეინილეტიცია კასტაშარლოტა რემპლინგი366 შეფასება არ არის |