x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ბაზ ოლდრინმა განმარტა მთვარის მისიაზე უარის თქმის ნამდვილი მიზეზი

NASA-ს მთვარის პროგრამაზე და ამერიკელების დედამიწის თანამგზავრზე დაშვების შესახებ, უამრავი მოსაზრება არსებობს. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ასტრონავტები მთვარეზე მართლაც იყვნენ და მათ მიერ მოწოდებული კადრები ავთენტურია... სხვა ვერსიით, ეს რამდენიმე მიზეზით, არ შეიძლებოდა მომხდარიყო და გამოქვეყნებული ფოტოების უმეტესობა პავილიონებშია გადაღებული და ა.შ. ამ თემაზე კამათი უსასრულოდ შეიძლება. მაგრამ, ამ სტატიის სწორად აღსაქმელად, აუცილებელია ვივარაუდოთ, რომ ამერიკელები მთვარისკენ გაფრინდნენ და მის ზედაპირზე დაეშვნენ კიდეც.


image


წარმატებული ფრენა გარდამტეხი წერტილი უნდა ყოფილიყო, დედამიწის თანამგზავრის განვითარების საქმეში. მაგრამ, ძნელია იმის თქმა, რომ ამერიკული კოსმოსური ინჟინერიის ამ უნიკალურმა მიღწევამ, რაიმე ბიძგი მისცა, მთვარეზე საცხოვრებელი მოდულების მშენებლობას. უფრო პირიქით, მთვარის პროგრამა დაიხურა და დედამიწის თანამგზავრზე რაიმე ნაგებობის მშენებლობა, სერიოზულად, არც კი განიხილებოდა.

მთვარის კვლევის ასეთი მკვეთრი შემობრუნების ოფიციალური მიზეზი, ძალიან ბანალური – ბიუჯეტის ნაკლებობაა. თუმცა, ამ მიზეზით, ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის დახურვა, ნაკლებად სავარაუდოა... და შესაძლოა, მთვარის "დავიწყების" მიზეზი, სულ სხვა რამ ყოფილიყო.


image


2000 წლიდან NASA ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც მთვარის პროგრამაში მონაწილეობდა, ინტერვიუების მიცემა დაიწყო და წიგნებიც კი გამოაქვეყნა, იმის შესახებ, რაც მთვარის პროგრამასთან დაკავშირებით ხდებოდა. ის ირწმუნებოდა, რომ საზოგადოებამდე, სრული სიმართლე არასდროს მისულა.

მანამდე კი, უფრო კონკრეტულად, 1997 წ. ბაზ ოლდრინმა დუმილის აღთქმა დაარღვია და განაცხადა, რომ დედამიწის თანამგზავრზე უცნობი ცივილიზაცია ცხოვრობს. მთვარეზე ნამყოფმა ასტრონავტმა, აღნიშნული განცხადება პირადი გამოცდილებით დაასაბუთა. მისი თქმით, თანამგზავრზე დაშვების მომენტში, ასტრონავტების თვალთახედვის არეში, დაახლოებით, ათამდე უცხოპლანეტელი ხომალდი მოხვდა. ნაწილი მთვარის ზედაპირზე იყო, ნაწილი კი – ცაში. ყველა ობიექტი თეთრი, უსიცოცხლო სინათლეებით პულსირებდა. თუმცა, მოგვიანებით, მათ პოზიციები შეიცვალეს. ასეთი დეტალების გაჟღერების შემდეგ, ნამდვილად შეიძლება იმის დაჯერება, რომ მთვარეზე, მართლაც ვიღაცეები ცხოვრობენ.


image


NASA–მ კი, რა თქმა უნდა, ყველა ცნობა, მთვარეზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტების არსებობის შესახებ, უარყო. თუმცა, ფოტოტექნიკის ექსპერტებმა კოსმოსური სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მთვარის ფოტოებზე, ფოტორედაქტირების კვალი, უპრობლემოდ აღმოაჩინეს. რატომ გაკეთდა ეს? ან რისი დამალვა უნდოდათ საზოგადოებისთვის? მოგვიანებით, NASA–მ ფოტორედაქტირების ფაქტი აღიარა და განმარტა, რომ ასტრონავტების გადაღებულ მასალაზე, ბევრი ხარვეზი იყო და ფოტოების რედაქტირება სწორედ ამიტომ მოხდა. მაგრამ ის, რაც სინამდვილეში იყო "ჩასწორებული" და ხალხის თვალთაგან დამალული, – საიდუმლოა.

ბაზ ოლდრინი და NASA–ს კოსმოსური სააგენტოს ყოფილი თანამშრომლები, ერთხმად აცხადებენ, რომ მთვარის პროგრამა, იმ დაძაბულობის გამო დაიხურა, რომელიც ამოუცნობი მფრინავი აპარატების, დედამიწის ხომალდის მახლობლად გამოჩენას მოჰყვა... და რა გამოდის? – მთვარის მფლობელებმა, ადამიანები, საკუთარი ტერიტორიიდან უბრალოდ გააძევეს?!


image

სხვა სიახლეები:


* ერთი დღე უიღბლოების ცხოვრებიდან (25 ფოტო)

* როცა მოდა შთაგონებას ბუნებიდან იღებს... (50 ფოტო)

* ტუტანხამონის სამარხში ნაპოვნი სამკაული არამიწიური აღმოჩნდა

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
328
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
328
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0