ქალი და მამაკაცი ფაქტები ქალის სხეულზე, რომლის შესახებ თავად ქალებმაც კი არ იციან 2023, 19 დეკემბერი, 17:58 ქალი ყოველთვის გამოცანაა, მაგრამ თუ ამას მეცნიერული თვალსაზრისით შეხედავთ, მისი ორგანიზმიც სავსეა საიდუმლოებებითა და თავისებურებებით. ქალების ბევრი შესაძლებლობა გენეტიკურად განსაზღვრულია.
სქესებს შორის სხვაობა არის და გაცილებით დიდია, ვიდრე გგონიათ. ამის დასადასტურებლად რამდენიმე ფაქტს გიზიარებთ. ალბათ, ბევრ მათგანზე თავად ქალებსაც არაფერი სმენიათ. ქალები საშუალოდ წელიწადში 30-დან 64-ჯერ ტირიან, კაცები – 6-დან 17-ჯერ. ქალებს ენაზე აქვთ უფრო მეტი რეცეპტორი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტკბილი გემოს აღქმაზე. ქალის სხეულის მაღალი მოქნილობა მამაკაცის სხეულთან შედარებით გენეტიკურად განსაზღვრულია. ქალებს დაბადებიდან უფრო განვითარებული ყნოსვა აქვთ. ქალის კანი 10–ჯერ უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე კაცის კანი. ორსულობის დროს ქალების დაახლოებით 30 %-ს უჩნდება სურვილი ჭამოს რაიმე საჭმელად უვარგისი. ქალის სხეულში უფრო მეტი ნერვული რეცეპტორია, ვიდრე მამაკაცის სხეულში, ამიტომ ქალი ტკივილს უფრო ძლიერ გრძნობს. ქალის თმის დიამეტრი 2–ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე კაცის თმის დიამეტრი. ქალებს უფრო ძლიერი იმუნიტეტი აქვთ, ვიდრე კაცებს. ქალის გული უფრო სწრაფად ცემს, ვიდრე მამაკაცის. ქალებს ბევრად უკეთ შეუძლიათ მაღალი სიხშირის ხმების გარჩევა, ვიდრე მამაკაცებს. ქალის სხეულში ცხიმების წვა უფრო ნელა ხდება, ვიდრე მამაკაცებში, საშუალოდ დღეში 50 კილოკალორია. ქალები კაცებზე უკეთ განასხვავებენ ფერებს, ვინაიდან ეს უნარი პირდაპირ კავშირშია X ქრომოსომასთან. ქალები დაახლოებით ორჯერ უფრო ხშირად ახამხამებენ თვალებს, ვიდრე მამაკაცები. ასევე დაგაინტერესებთ: 1. რამდენ დროს ხარჯავენ ქალები და კაცები ერთი და იმავე მოქმედების შესასრულებლად 2. რატომ აინტერესებს ყველას, როდის გათხოვდებით ან ბავშვს გააჩენთ? 5 გულწრფელი პასუხი 3. ფრაზები, რომლის მოსმენაც ქალს შეყვარებულისგან არასდროს არ სურს 4. 10 რამ, რასაც მამაკაცები ყურადღებას აქცევენ, თქვენ კი არა 5. მამაკაცის 6 ჩვევა, რომელიც ნებისმიერ ქალს ჭკუიდან გადაიყვანს უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
769 შეფასება არ არის |