x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134351
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
სუსტი გულის მქონენი ნუ ნახავთ! მიცვალებულთა ქალაქი - ვარანასი და მისი შოკისმომგვრელი კადრები
image


ბუნების წარმოუდგენელი სილამაზისა და პეიზაჟების, სიცოცხლისათვის ხელსაყრელი კლიმატისა და განვითარებული ცივილიზაციების გარდა, ზოგჯერ შეიძლება სრულიად გაუგებარ და შემზარავ ადგილებსაც გადააწყდეთ. ერთ-ერთი ასეთი - მიცვალებულთა ქალაქი - ვარანასია, რომელიც ინდოეთში მდებარეობს. ყოველი ინდუსი სიცოცხლის დასრულებას და დაწვას სწორედ ვარანასში ოცნებობს, რაც ცივილიზებული სამყაროსთვის აბსოლუტურად ველურად ჟღერს.


image


ქალაქის კრემატორიუმი შესვენებისა და დასვენების დღეების გარეშე მუშაობს, რადგან შეძლებული ინდუსები თავიანთ გარდაცვლილ ნათესავებს სწორედ ამ ადგილზე აგზავნიან, ხოლო იმის გასაგებად თუ რატომ აქვს ინდუსებისთვის ამ ადგილს ასეთი განსაკუთრებული მნიშვნელობა, საჭიროა მათ კულტურას უკეთ გავეცნოთ. ინდუისტებისთვის, ბუდისტებისა და ჯაინისტებისთვის ის წმინდა ქალაქად ითვლება. ვარანასი - ერთ-ერთი უძველესი უწყვეტად დასახლებული ქალაქია მსოფლიოში და უძველესი ინდოეთში. უძველესი ლეგენდის თანახმად, ის ღმერთმა შივამ დაარსა, რის გამოც მომლოცველთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. მათი ნახვა ინდუიზმის სულიერ წყაროსთან, წმინდა მდინარე განგისთან შეიძლება, რომელიც ოდესღაც მართლაც კრისტალურად სუფთა იყო.


image


დღეს, განგი საშინელ სანახაობას წარმოადგენს. ინდუსების უმეტესობისთვის გამდინარე წყლის არარსებობის გამო, ხალხი საპნითა და ჩვრით "შეირაღებული" დასაბანად მდინარეზე დადის. ამასთან, საგულისხმოა ის ფაქტიც რომ კანალიზაციისა და პროდუქტების სხვა ნარჩენებიც სწორედ ინდოეთის მთავარ მდინარეში ჩაედინება, ასევე საპატიოდ ითვლება მიცვალებულთა ნეშტის მდინარეში გადაყრაც, ისევე როგორც კრემაციის წინ გარდაცვლილთა წმინდა წყალში განბანვა, რაც საკმაოდ სევდიან სანახაობას წარმოადგენს.



image


ტალახიანი და ჭუჭყიანი მდინარე გარეშემო ძლიერ სურნელს აფრქვევს, ამიტომ ტურისტებს მასთან მიახლოებაც კი უჭირთ, თუმცა ადგილობრივ მოსახლეობას ეს საერთოდ არ აწუხებს, რადგან მტკიცედ სჯერათ, რომ წმინდა მდინარე მათ ზიანს არ მიაყენებს.


image


აღსანიშნავია, რომ კრემატორიუმის მომსახურებით მხოლოდ ღატაკები სარგებლობენ, რომლებსაც რიტუალური ცერემონიისთვის შეშის შესაძენად სამყოფი ფული არ აქვთ. ინდუსების უმეტესობა წლების განმავლობაში ფულს ზოგავს, რათა ის შეშაზე დახარჯოს ანუ თავისი უკანასკნელი საათისთვის.


image


ერთი კოცონი დაახლოებით 400 კგ შეშას საჭიროებს, თუმცა განგის ნაპირზე უკანასკნელი განსასვენებლის პოვნის ოცნება ბევრი ადამიანისთვის მიწიერ ცხოვრებასთან შედარებით უფრო მნიშვნელოვანია. მდინარის სანაპიროს შეიძლება ნამდვილი ტაძარიც კი ეწოდოს, რადგან მასზე ყოველდღიურად ათასობით ინდუსი მედიტირებს, ლოცულობს და იოგათი კავდება.


image


ტურისტებისთვის არანაკლებ გასაოცარია კობრას ნაკბენით გარდაცვლილ ადამიანთან გამომშვიდობების რიტუალი. სიკვდილ - სიცოცხლის ზღავრზე მყოფი ადამიანის მდგომარეობიდან გამოყვანა ზოგჯერ წმინდა რიტუალის დახმარებით ხდება, ამიტომ ასეთი ადამიანების ბოლო გზაზე გაგზავნა ნავით, საკვების შესაფუთ პარკში გადახვეულ მდგომარეობაში ხდება. როგორც წესი, ამ ადამიანებს განდეგილები პოულობენ, რომლებიც მათი მდგომარეობიდან გამოყვანას ახერხებენ.


image


საგულისხმოა ის ფაქტი რომ ყველა ინდუსის კრემაცია არ ხდება, სამგლოვიარო კოცონით, ისევე როგორც ელექტრო კრემატორიუმით მხოლოდ ის ინდუსები სარგებლობენ, რომლებიც ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალნენ, დანარჩენებს კი ქვაზე დაკრულს განგის ფსკერზე უშვებენ.


image


ამ ამბავში კი ყველაზე საშინელი ის არის, როცა ქვა ფსკერზე რჩება, სხეული კი დროთა განმავლობაში ზედაპირზე ამოდის. აღნიშნული სანახაობა სუსტი გულის მქონეთთავის ნამდვილად არ არის. ადგილობრივები ამ ყველაფერს კი ისე უყურებენ თითქოს წყლის ზედაპირზე წყალმცენარე ტივტივებდეს.


image


ნაპირზე გამოტანილი ინდოელი ქალის წყლისგან გაბერილი სხეული



image


დღეს, განგი მსოფლიოს 5 ყველაზე დაბინძურებული მდინარის რეიტინგში საპატიო ადგილს იკავებს, რადგან მისი დაბინძურების დონე საჭირო ნორმას ასჯერ აღემატება. ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც მიჩვეულნი არიან ასეთ წყალს, დაავადების რისკი არ არის ისეთი დიდი, როგორც ტურისტებისთვის, ამიტომ ამ ქვეყნის ვიზიტორებმა ჯობია მდინარეში ჩაყვინთვისგან თავი შეიკავონ და საკუთარი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ ჩააგდონ. ზოგადად, ვარანასი ძალიან ატმოსფერული ქალაქია, სადაც ნანახიდან წარმოუდგენელი შთაბეჭდილებების მიღება შეგიძლიათ, რომელიც მთელი ცხოვრება გაგყვებათ.








0
462
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
462