x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138532
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512196
ილონ მასკმა იტალიას, საფრანგეთს და იაპონიას თავის კულტურიანად გადაშენება უწინასწარმეტყველა
image

მსოფლიოში ცნობილმა მეწარმემ და მილიარდერმა ილონ მასკმა 16 დეკემბერს რომში მემარჯვენე ძალების ახალგაზრდულ ფორუმზე "ატრეჟუ" გამოსვლისას იწინასწარმეტყველა იტალიური კულტურის გაქრობა. მისი აზრით, აპენინის ძირძველ მოსახლეობაში შობადობის მუდმივი კლება აუცილებლად გამოიწვევს "მარადიული ქალაქის" მორიგ დაცემას.


ამავდროულად, ექსცენტრულმა ბიზნესმენმა ცალკე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ინდუსტრიულ ქვეყნებში იმიგრაცია ვერ გადაჭრის დემოგრაფიის კლების პრობლემას ."


მასკმა, რომელიც სცენაზე გამოვიდა თავისი მრავალრიცხოვან შვილებთან ერთად, იტალიელებს და სხვა ინდუსტრიულ ქვეყნებს მოუწოდა მეტი შვილი ჰყავდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, "იტალიის, იაპონიის და საფრანგეთის კულტურა უბრალოდ გაქრება"-აღნიშნა მან.


image

- დემოგრაფიული ვარდნის გამო, ჩვენ ვრისკავთ აღარ არსებობდეს ეს ქვეყნები. ჩემი რჩევა მთავრობის ყველა ლიდერს და ხალხს: დარწმუნდით, რომ თქვენ გყავთ შვილები ახალი თაობის შესაქმნელად - დაასკვნა მილიარდერმა.


Atrejo არის იტალიური მემარჯვენე ახალგაზრდული პოლიტიკური ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად იმართება რომში 1998 წლიდან.

image

ღონისძებამ სახელი მიიღო გერმანელი მწერლის, მიხაელ ენდეს რომანის „დაუსრულებელი ამბის “ მთავარი გმირის ატრეიოსგან.


იტალიის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის (ISTAT) მონაცემებით, 2022 წელს დაბალი შობადობის ახალი რეკორდი დამყარდა - 393 ათასი, ანუ პირველად ისტორიაში ჩამოცდა 400 ათასის ზღურბლს. სიკვდილიანობამ კი 713 ათასი შეადგინა.


მიმდინარე წლის სექტემბერში გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით, აპენინების მუდმივი მოსახლეობა (მიგრაციული პროცესების გათვალისწინებით) 59 მილიონიდან (2022 წლის იანვარი) 2030 წელს 58, 1 მილიონამდე შემცირდება, 2050 წლისთვის 54, 4 მილიონამდე და 2080 წლისთვის 45, 8 მილიონამდე.


მეტიც, 2050 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობის 34, 5 პროცენტი იქნება 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები.

0
239
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
239
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0