x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
სიცოცხლე დედამიწაზე ხელოვნურადაა შექმნილი – ახალი მტკიცებულება

ახლახან ილონ მასკმა განაცხადა, რომ ჩვენთან, კაცობრიობასთან დაკავშირებით, ყველაფერი ისე მარტივი არ არის. რომ ჩვენ, კოსმოსური ნორმიდან, ერთგვარი გადახრა ვართ...


image


ყველას სმენია თეორია, იმის შესახებ, რომ სიცოცხლე დედამიწაზე, კოსმოსიდან შემოიტანეს და რა თქმა უნდა, ბევრს არ სჯერა, რომ ამისთვის საჭირო ქიმიური შენაერთები, ასტეროიდებმა ჩამოიტანეს... და კიდევ უფრო წარმოუდგენელია, უცხოპლანეტელების მიერ, ადამიანების შექმნის თეორია. თუმცა, ასეთ თეორიას, ნამდვილად აქვს არსებობის უფლება და აი, რატომ:


მთვარე – ხელოვნური თანამგზავრია


იცით, რომ ყველაზე დიდი კრატერის სიღრმე, მთვარეზე, – 3 კმ–ია? უფრო პატარა კი ძალიან ბევრია. ამასთან, კრატერის დიამეტრს მნიშვნელობა არა აქვს – როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს დარტყმა, 3 კმ–ზე ღრმად, ვერაფერი აღწევს.


image


ფაქტი №2 – Lunar Excursion Module (მთვარის ექსკურსიის მოდული), რომელიც მთვარეზე "აპოლონის" მისიის შემდეგ დარჩა, გამუდმებით მთვარის ძვრის პროვოცირებას ახდენს, ანუ მოდულის ქვეშ ზედაპირი, არასტაბილურად იქცევა. რატომ? – არავინ იცის.

ფაქტი №3 – რევერბერაცია (ლათ. ბგერის არეკვლა). ლეგენდის თანახმად, თანამგზავრზე მისიის დროს, საფრენი მოდულის ნაწილი მთვარის ზედაპირზე დავარდა, რამაც ხანგრძლივი რევერბერაცია გამოიწვია. ხოლო, აღნიშნული მოვლენა, ხელსაწყოებმა დააფიქსირა. ამით მკვლევარები დაინტერესდნენ და ექსპერიმენტის ფარგლებში, მთვარეს რაკეტა ესროლეს. ხელსაწყოები, რევერბერაციას, ხუთი საათის მანძილზე აფიქსირებდნენ.

როგორც ჩანს, მთვარეს უზარმაზარი შიდა სიცარიელე აქვს, ან საერთოდ, ღრუ არის, რომელიც ზემოდან მძიმე დამცავი გარსით არის დაფარული. ეს ვერსია, შემდეგი ფაქტებით, ირიბად დასტურდება: მთვარის სიმკვრივე, დედამიწის სიმკვრივეზე 60% დაბალია და მთვარეს გრავიტაციული ანომალია გააჩნია. მაგ., "მთვარის ზღვებზე" მიზიდულობა უფრო მაღალია, ვიდრე მის დანარჩენ ზედაპირზე.


მზის სისტემის უცნაური თვისებები


2010 წელს, გედის თანავარსკვლავედში, Kepler-33 სისტემა აღმოაჩინეს. ხოლო, 2012 წელს – ვარსკვლავის ირგვლივ მოძრავი პლანეტები. საინტერესო და უცნაური ამ აღმოჩენაში ის არის, რომ ყველა პლანეტა, ვარსკვლავთან საკმაოდ ახლოს ბრუნავს, ფაქტობრივად, მზის სისტემას თუ შევადარებთ, მერკურის ორბიტაზე. ამასთან, პლანეტები ზომის და მასის მიხედვით არიან დალაგებულები: დიდიდან – ყველაზე მსუბუქამდე.

მეცნიერებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ანომალია იყო – ჩვენს სისტემაში, პლანეტები ხომ ქაოსურად არის განლაგებული?! მაგრამ არა. უფრო და უფრო მეტი ახალი აღმოჩენა მოხდა და ყველგან, პლანეტების ისეთივე განლაგება დაფიქსირდა, როგორიც Kepler-33–ზე არის... და აშკარა გახდა, რომ ჩვენი სისტემა არის ანომალია.

უფრო მეტიც, ჩვენი სისტემის თითოეული პლანეტა, ერთგვარად დედამიწასთან ურთიერთობისთვის არის "დარეგულირებული". ყველამ იცის, რომ ჩვენ მხოლოდ მთვარის ერთ მხარეს ვხედავთ. მაგრამ, ბოლო დაკვირვებამ და კვლევამ აჩვენა, რომ მერკური 116 დღეში ერთხელ, მზესა და დედამიწას შორის, ერთ ხაზზე დგება და ამ მომენტში, ჩვენკენ ყოველთვის ერთი გვერდით არის შემობრუნებული. იგივე ხდება ვენერასთან დაკავშირებით, რომელიც დედამიწას 584 დღეში ერთხელ უახლოვდება. იუპიტერი კი, საერთოდ, არც უნდა წარმოქმნილიყო...


სფეროები კლერკსდორპიდან


მცირე ზომის სფეროები, რომლის დიამეტრი 1–დან – 10 სმ–მდეა, სამხ. აფრიკის რესპუბლიკაში, პიროფილიტის ერთ–ერთ მაღაროშია აღმოჩენილი, რომელიც დას. ტრანსვაალში მდებარეობს.

სფეროების ხელოვნური წარმომავლობის ფაქტს ოფიციალური მეცნიერება არ აღიარებს. მიზეზი კი, სფეროების ასაკია – ქანები რომელშიც სფეროები აღმოაჩინეს, დაახლოებით, 3 მლრდ წლის არის.

არსებობს ორი სახის სფერო – წითელი მონოლითური და თეთრი, შიდა სიცარიელით, რომელიც ღრუბლისებური სტრუქტურით არის სავსე. სფეროს გატეხის და ჰაერთან კონტაქტის შემთხვევაში, მისი შიგთავსი მტვრად იქცევა. ორივე ტიპის სფეროს, უჩვეულო, ლითონის ძალიან მყარი გარსი აქვს, განსხვავდება, მხოლოდ ფერით და შინაგანი სტრუქტურით. თითოეული სფერო, ეკვატორის მიდამოში დასერილია.


image


სფეროების ხელოვნურ წარმოშობას ისიც ადასტურებს, რომ უცნაური არტეფაქტები კალიფორნიის კოსმოსურ ინსტიტუტში შეისწავლეს და როგორც პროფ. ჯონ პიტერბურგი მუზეუმში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ წერილში ამბობს, – სფეროები იმდენად კარგად არის ბალანსირებული, რომ ინსტიტუტში არსებული ტექნოლოგიის გაზომვის შესაძლებლობის ზღვარს აღემატება.

ობიექტური მიზეზების გამო, სფეროების დამზადება დედამიწაზე, 3 მლრდ. წლის წინ შეუძლებელი იყო, რადგან ახალგაზრდა პლანეტა, იმ დროს, ჯერ კიდევ, წყლით იყო დაფარული.

ამრიგად, სავსებით შესაძლებელია, რომ ჩვენ ერთგვარი კოსმოსური სელექციის "პროდუქტი" ვართ, რომელიც სამ მილიარდ წელზე მეტი ხნის წინ, გარკვეულმა არსებებმა დაიწყეს, რომლებსაც პლანეტების გადაადგილების უნარი შეგწევდათ... და სავსებით შესაძლებელია, რომ საკუთარი განზომილებიდან, ჩვენზე დაკვირვებას დღესაც აგრძელებენ.



image

სხვა სიახლეები:


* უცხოპლანეტელების კოსმოსური ხომალდი ბალტიის ზღვაში აღმოაჩინეს

* ამ სოფელში შინაური გველი ყველას ჰყავს

* ამ ფოტოებზე რა ხდება? – სახალისო სურათები (IV ნაწილი)

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



1
861
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
861
  
2023, 19 დეკემბერი, 22:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1