x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ყოფილი და მოქმედი პირველი ლედების მოდური კონფუზები, რის გამოც მათ დღემდე აკრიტიკებენ

image


არც ისე მარტივია იყო პირველი ლედი როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს! ოფიციალური მიღებისთვის სამოსის შერჩევა მამაკაცებისთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ აი, ქალებთან კი საქმე გაცილებით რთულადაა. პირველი ლედის სტილი საზოგადოების მხრიდან იმდენად საფუძვლიანად და დატალურად განიხილება, რომ მცირედი შეცდომაც კი შეუმჩნეველი არავის რჩება. ზოგიერთი მათგანი კრიტიკას ყურადღებას არ აქცევს და წლების წინ მორგებულ საკუთარ სტილს ბოლომდე არ ღალატობს, ზოგი ინტერნეტ სკანდალის "მსხვერპლი" ხდება, თუმცა აი, ზოგიერთი კი, საზოგადოებას შოკში სრულიად გამიზნულად აგდებს. წარმოგიდგენთ მოქმედ და ყოფილ პირველ ლედებს, რომელთა ჩაცმის სტილი კრიტიკის ქარცეცხლში ყველაზე ხშირად მოექცა.





ბრიჯიტ მაკრონი


image


საფრანგეთის პირველი ლედი საკუთარ ასაკთან შედარებით მართლაც რომ შესანიშნავად გამოიყურება! მისი მოხდენილი ფიგურა არაერთი ადამიანის აღფრთოვანებას იწვევს. რა თქმა უნდა, ბრიჯიტი დიდ ყურადღებას აქცევს საკუთარ გარეგნობასა და თავის მოვლას.


image


საფრანგეთის პირველი ლედი უპირატესობას ყოველთვის ფუნქციონალურობას, პრაქტიკულობასა და კომფორტს ანიჭებს: კლასიკური შარვალი, "ჟაკეტის" განსხვავებული ფასონები, კოსტიუმები და ჯინსები - ეს გახლავთ საფრანგეთის პირველი ლედის პრეფერენციები ჩაცმულობაში. ფუნქციონალობა და კომფორტი ბრიჯიტ ტრონიესთვის სამოსის არჩევისას მთავარი კრიტერიუმებია.


image


თუმცა ბოლო პერიოდში საფრანგეთის პირველი ქალბატონი საზოგადოებაში სულ უფრო ხშირად ჩნდება ულტრა-მინი ქვედაბოლოებით, რომლებიც მას ერთმნიშვნელოვნად უხვდება, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ ასეთი მოკლე სიგრძის გამო გახდა ის არაერთხელ კრიტიკის ობიექტიც.





მელანია ტრამპი - "სულ ფეხებზე მკიდია"!


image


2018 წელს შეერთებული შტატების პირველი ლედი საჯაროდ შერცხვა. არალეგალურ მიგრანტებთან და მათ შვილებთან შესახვედრად მელანიამ აირჩია ქურთუკი წარწერით: "მკიდია! და შენ?". მთელი არსი კი იმაში მდგომარეობდა, რომ იმ მომენტში შეერთებულ შტატებში ბრძანება ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც მესაზღვრეებს ლტოლვილი ქალებისთვის ბავშვების წართმევა შეეძლოთ, და ეს ბრძანება სწორედ მისი მეუღლის მიერ იქნა გამოცემული.




კარლა ბრუნი



imageimage


შესანიშნავი ფიგურა, სამოდელო წარსული, დახვეწილი გემოვნება და იშვიათი, თუმცა სრულიად დაუფიქრებელი კონფუზები! ვის თუ არა კარლას უნდა სცოდნოდა, რომ პირველი ლედისთვის კატეგორიულად იკრძალებოდა საზოგადოებში ბადისებრი კოლგოტითა და საცვლების გარეშე გამოჩენა. ოჰ, ქალების ეს უჩვეულო კოლგოტების მიმართ გატაცება, რომელმაც არაერთ მოდურ ქალბატონს მთელი "ლუქი" გაუფუჭა.




და ვინ უყურებს ქეით მიდლტონის კალთის ქვეშ?


image


მართალია ქეითის ჩაცმულობა კრიტიკას ნამდვილად არ იმსახურებს, თუმცა მას მაინც აქვს ერთი პატარა ცოდვა: ქსელში უკვე არაერთი ფოტო დაგროვდა, რომელზეც ჰერცოგინიას საცვლების ნახვაა შესაძლებელი. მას ხან ქარი უფრიალებს კაბის კალთებს, ხანაც ის სრულიად შეუფერებელი სიგრძის ქვედაბოლოს ირჩევს, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება: ახლა უკვე ყველამ იცის, რომ ქეითი ტანგას და მაკორექტირებელ თეთრეულს ატარებს.



ანგელა მერკელი


image


როდესაც გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი უზარმაზარი დეკოლტით გამოჩნდა, მის მიმართ ქალურობასთან დაკავშირებლი საყვედურები ავტომატურად მოიხსნა. ეს მოხდა ოსლოში, თეატრის გახსნაზე, სადაც მთელი ყურადღება მის სავსე ბიუსტზე იყო მიმართული.








0
713
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
713