x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვხედავ ძალიან საინტერესო ფაქტს, დიახაც ვხედავ,..." - ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება

image


ლელა კაკულიას ფეისბუქგვერდის ადმინისტრაცია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ავრცელებს ცნობილი ქართველი ნათელმხილველის წინასწარმეტყველებების მცირე ნაწილს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:



"მეგობრებო,


ქალბატონი ლელა კაკულია გილოცავთ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რაც მალე სრულფასოვანი წევრობით დაგვირგვინდება!

გუშინდელ მოვლენასთან დაკავშირებით, შეგახსენებთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე წარმოთქმული წინასწარმეტყველებების მხოლოდ მცირე ნაწილს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს ჩანაწერები მანამდე არაერთხელ გამოქვეყნდა როგორც საავტორო გაზეთში „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, ისე წიგნში „ახალი სიტყვა“ (სხვადასხვა წლებისა და სხვადასხვა ენებზე გამოცემებში“.

???????? ????????1999 წელი, 7 ნოემბერი

საქართველო ევროპის ნაწილი ხდება. <...> ეს უზარმაზარი ფარია და დაცვა რუსული მონსტრისგან. მომავალში მთელი საქართველო მიხვდება – უწიგნურიც კი, თუ რა საშიშროება და ნგრევა ააცილა ამ ტიტულმა – ევროპელის სახელმა ჩვენ ქვეყანას.

საქართველოს – შავი ზღვისპირეთის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეს და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანას, ევროპა იერთებს. ეს მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

ვხედავ, მომავალში კიდევ მნიშვნელოვან ბრძოლას მოვიგებთ. რუსეთი გვცნობს, როგორც ევროპას, მაგრამ მანამდე რთულ და საშიშ ეტაპებს გავივლით.

???????? ???????? 2007 წელი, 14 ივლისი

საქართველო პატარა ევროპად გადაიქცევა, ოღონდ ქართულ ევროპად.

???????? ???????? 2007 წელი, 5 დეკემბერი

მომავალში საქართველოს, როგორც ევროპის ერთ-ერთ ქვეყანას, ისე ვხედავ. კი, გადავიტანთ სირთულეებს, მაგრამ მერწმუნეთ, ყოველივე ეს ღირს ამად!

???????? ????????2008 წელი, 11 მაისი

რუსები მალე აფსუებს გვერდზე გაწევენ. მათით მანიპულირება მობეზრდებათ, დაიწყება ღია თამაში და კრემლი თავისი მთავრობით, ასე ვთქვათ, შიშვლდება. ეს არის უდიდესი შეცდომა, რომელსაც რუსეთი კავკასიაში დაუშვებს და მოხდება ისე, რომ ევროპა-ამერიკა სერიოზულად, ყოველგვარი თამაშის გარეშე აღიარებენ საქართველოს ევროპულ ქვეყნად. ნატომდეც ერთი ნაბიჯი რჩება და შევალთ კიდეც.

???????? ????????2008 წელი, 18 ივნისი

ლამის ქართველთა არსებობის დღიდან გვანადგურებს მტერი, მაგრამ ბოლოს ყოველთვის თავად ნადგურდებოდა, საქართველო კი რჩებოდა.

დღესაც ასე ხდება და ბოლოც იგივეა — საქართველო გადარჩება! საქართველო ერთიანი და ძლიერი ევროპული ქვეყანაა მომავალში. ასე ვხედავ და ასე აღსრულდება ასი პროცენტით.

???????? ???????? 2008 წელი, 23 ივნისი

ევროპულ სტრუქტურებსა და ნატოში გაწევრიანებაში რუსეთი საქართველოს ხელს ვერ შეუშლის.

???????? ???????? 2009 წელი, 19 თებერვალი

ვხედავ, საქართველო მომავალში ევროპის ის ნაწილია, რომელიც თვითონ ევროპის სახელმწიფოებს ჰაერივით სჭირდებათ; და ამერიკასაც. თუ რას ნიშნავს ევროპა-ამერიკისთვის საქართველო თავისი გეოგრაფიული მდგომარეობით, კოსმოსი მალე დაანახებს და მათი მოქმედებაც სწრაფი იქნება.

???????? ???????? 2009 წელი, 27 ივლისი

მომავალში, ვხედავ, რომ საქართველო გაუძლებს ურთულეს პერიოდს, ანუ ქართული სახელმწიფო ევროპულ გამოცდებს ჩააბარებს და ამით იგი ადგილს იკავებს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გვერდით.

ამით აიცილებს ომსა და ერის განადგურებას, დაქუცმაცებასა და რუკიდან საერთოდ წაშლას.

???????? ???????? 2009 წელი, 16 ნოემბერი

საქართველო უნდა გახდეს ევროპის ნაწილი და ეს ასეც მოხდება მომავალში. <...> ეს არის გზა ჩემი ქვეყნის აღმავლობისკენ, გზა მშვიდობისა და თავისუფლებისკენ!

???????? ???????? 2009 წელი, 30 დეკემბერი

ევროპა, ვხედავ, მალე მიხვდება, რომ საქართველოს თემა მათი იმიჯისთვისაც უმნიშვნელოვანესია. დროა უკვე, ყურები გამოიფერთხონ. რუსეთისთვის ამდენი დათმობა მათ კარგს არაფერს მოუტანს და ასეც მოხდება.

მომავალში საქართველო თავისუფალი ქვეყანაა. ყველაფერი იცვლება — მთავრობაც, პოლიტიკაც და ხალხიც.

კი არ წავიშლებით რუკიდან, არამედ გავმრავლდებით და ჩემი საქართველო გახდება სერიოზული, ანგარიშგასაწევი ევროპული სახელმწიფო.

???????? ???????? 2010 წელი, 30 მაისი

ამერიკა, ვხედავ, ევროპასაც აიძულებს, რომ საქართველოსკენ გადაიხაროს და დაიცვას მისი ინტერესები.

„არც გაბედოთ ორმაგი თამაში!“ — ასეთია ამერიკის მთავრობის გაფრთხილება ევროპისადმი.

???????? ???????? 2011 წელი, 17 თებერვალი

ევროპასა და ამერიკას მოუწევთ საქართველოსთან ურთიერთობების საქმით განმტკიცება — სხვა გზა არ დარჩებათ. მომავალში, ვხედავ, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები უკვე მართლა აღიარებენ საქართველოს ევროპის ერთ-ერთ ნამდვილად დემოკრატიულ ქვეყანას.

???????? ???????? 2012 წელი, 18 თებერვალი

იმ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელსაც საქართველო მიჰყვება, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეცვლის.

საქართველო ნატოშიც შევა, ევროპის შემადგენელი ნაწილიც გახდება, მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზებიც განლაგდება საქართველოს საზღვრებზე და სხვა მრავალი რამაც მოხდება, რაც ჩვენ ქვეყანას სიკეთეს მოუტანს.

???????? ???????? 2012 წელი, 22 ივლისი

საქართველო მომავალში ძლიერი და ანგრიშგასაწევი ქვეყანა, ასევე ევროპის ნაწილი ხდება — დაბრუნებული ტერიტორიებით: აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი; მერე კი იმ ტერიტორიებითაც, რომლებიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებს აქვთ მითვისებული.

მათი დაბრუნების დროც დადგება და დავიბრუნებთ კიდეც ასი პროცენტით.

2013 წელი, 19 მარტი

საქართველო გადარჩება, ნატოშიც შევდივართ და ევროკავშირშიც.

ამას სიამოვნებით ვიმეორებ და ყოველთვის გავიმეორებ საქართველოს მტრების გულის გასახეთქად.

იცოდეთ, დედამიწაზე ორი ადამიანიც რომ დარჩეს, ერთი აუცილებლად ქართველი იქნება; ერთი სახელმწიფო რომ დარჩეს, ეს საქართველო იქნება!

???????? ????????2014 წელი, 25 თებერვალი

ვხედავ, რუსეთის პოლიტიკური დაძაბულობა უკრაინასთან საქართველოს წისქვილზე ასხამს წყალს. ამერიკაც გამწარებულია და ევროპაც და ამიტომ ნატოშიც და ევროკავშირშიც, როგორც ადრე ვიწინასწარმტყველე, კი არ შევდივართ, დაჩქარებული ტემპით შევრბივართ.

მომავალში ჩვენს მთავრობას კიდევ უფრო ხშირი კონტაქტები ექნება ევროპასა და ამერიკიასთან. ახლა ამერიკა უკვე დაჩქარებული წესით იმოქმედებს. მათ კარგად იციან, რომ დროის გაწელვას აზრი აღარ აქვს, რადგან მოსაგები უკვე მოიგეს. და ახლა საჭიროა საქართველოსთვის მაპ-ის სასწრაფოდ მინიჭება და ასევე ევროკავშირში გაერთიანებაც.

ეს სწორედ ის მოვლენებია, რომლებიც ამერიკელებსა და ევროპელებს ბაზას გაუმყარებს მთელ კავკასიაში.

???????? ???????? 2014 წელი, 29 აპრილი

რაც უნდა მოიმოქმედონ კრემლში, საქართველო მაინც შევა ევროგაერთიანებაშიც და ნატოშიც. ეს რუსეთმა უკვე ძალიან კარგად იცის.

ვხედავ ძალიან საინტერესო ფაქტს: რუსეთი აუცილებლად შეეცდება საქართველოსთან მოლაპარაკებები აწარმოოს. ვხედავ, ჩამოვა დელეგაცია, რაც ჩვენ დიდად გაგვაკვირვებს კარასინების მსგავსებთან მოლაპარაკებების შემდეგ. ქედმაღლური ტონი და არაფრად ჩამგდები პოზა ქრება — რუსები ამას გვერდზე გაწევენ, ვინაიდან მათ ძალზე დასჭირდებათ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება.

ეს განზრახვა უკვე აღარ არის თამაში. ეს მართლაც სერიოზული მიზანია. კრემლს ამას გააკეთებინებს, ანუ აიძულებს ის ვითარება, რომელიც იქმნება ამერიკა-ევროპა-უკრაინასთან მიმართებაში. ამით საქართველო ღებულობს მყარ გარანტიას, რომ რუსეთი მის მიმართ აგრესიას ვეღარ განახორციელებს.

???????? ???????? 2014 წელი, 19 მაისი

‼️დიახაც ვხედავ, ევროკავშირში საქართველოს დროშა ფრიალებს!!!" ვკითხულობთ ლელა კაკულიას ფეისბუგვერდზე.


0
799
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
799