x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვიდეო: კამჩატკის სოფლები ძლიერი შტორმის გამო წყალში იძირება
image
ბერინგისა და ოხოცკის ზღვები ადიდდა და ნაპირებიდან გადმოვიდა. ჟურნალისტების თქმით, რეგიონში არის ძლიერი წვიმა, ქარიშხალი და ცუდი ხილვადობა.



რუსეთის ფედერაციაში, კამჩატკას ნახევარკუნძულზე ქარიშხალი ამოვარდა, რის შედეგადაც რამდენიმე სოფელი წყალქვეშ იძირება. ამის შესახებ Shot იტყობინება.


„კამჩატკაში სოფლები წყალში იძირება ქარიშხლის გამო, რომელიც რეგიონს დაატყდა თავს.“- ნათქვამია განცხადებაში.


ჟურნალისტების ინფორმაციით, ძლიერი ტალღების გამო წყალდიდობის ზონაში რამდენიმე დასახლებული პუნქტი აღმოჩნდა. კერძოდ, წყლის ნაკადი შეინიშნება სოფლებში ოსორაში, ყარაგაში, ივაშკასა და ოქტიაბრსკოეში. გარდა ამისა, სოფელ ვივენკაში ელექტროენერგია არ არის, სამაშველო სამსახურები იქ წავიდნენ.




საგანგებო სიტუაციების სამინისტროში განაცხადეს, რომ შტორმის გამო, კამჩატკას უსტ-ბოლშერეცკის რაიონში საავტომობილო გზის მონაკვეთი დაიკეტა. სინოპტიკოსების ვარაუდით, უამინდობა 16 დეკემბრის ღამემდე გაგრძელდება. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.





0
270
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0