ცომეული ხაჭაპური ღვეზელების კატეგორიაში მსოფლიოში საუკეთესო კერძად დასახელდა 2023, 15 დეკემბერი, 14:25
რამდენიმე დღის წინ გაგაცანით, სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული კერძების გასტრონომიული გზამკვლევის, TasteAtlas-ის 100 ყველაზე საზიზღარი კერძის რეიტინგი, ახლა კი ამავე გამოცემამ სასიამოვნო სიურპრიზი შემოგვთავაზა, ხაჭაპური მსოფლიოს გამოსაცხობ კერძების რეიტინგში პირველ ადგილზე დაასახელა.აი რა წერია ხაჭაპურის ანოტაციაში:
"ეს უბრალოდ ყველიანი პურია, რომელიც ცნობილია ხაჭაპურის სახელით, ყველაზე ცნობილი კერძია საქართველოში. ტრადიციულად მის ზედაპირს ფარავენ გამდნარი ყველით კვერცხით და კარაქით. ხაჭაპურის სხვადასხვა სახეობაა და მიუხედავად იმისა, რომ კერძში რამდენიმე ახალი სახეობის ყველი შედის, როგორიცაა მოცარელა და ფეტა, ყველაზე გავრცელებული დანამატები მაინც ტრადიციული ქართული სულუგუნი ან იმერული ყველია. მას აძლევენ სხვადასხვა ფორმებს და გამოცხობის პროცედურისა და ფორმის მიხედვით, შეიძლება მიირთვათ ინდივიდუალურად ან დაჭრილი. ორი ყველაზე გავრცელებული სახეობაა იმერული ხაჭაპური, რომელსაც აქვს მრგვალი ფორმა და აჭარული ხაჭაპური, ღია ვერსია კარაქით და ზედ უმი კვერცხით." სულ ახლახან TasteAtlas-მა გამოაქვეყნა კიდევ ერთი რეიტინგი-"მსოფლიოს 100 საუკეთესო გასტრონომიული ქალაქები და რეგიონები, პირველ სამ ადგილს იკავებს სამი იტალიური ქალაქი რომი, ბოლონია და ნეაპოლი, ჩვენს დედაქალაქს, თბილისს საკმაოდ მაღალი პოზიცია უკავია -მე-17 ადგილი: "ხინკალი, ხაჭაპური, ხარჩო, ბადრიჯანი და ხაში"-აი რითაა ცნობილი ეს ქალაქი, ასე წერია გზამკვლევში. აღსანიშნავია, რომ თბილისი არა მარტო ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის ქალაქებს ასწრებს, არამედ ყველა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანასაც, ამ მხრივ რეიტინგში თბილისის შემდეგ მოსკოვია (45-ე ადგილი) 166 3-ს მოსწონს
|