x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ამ სოფელში შინაური გველი ყველას ჰყავს

ტაილანდში 140 კომლიანი სოფელი არის, სადაც ყველა მაცხოვრებელს შინაური ცხოველის სტატუსით, ნამდვილი შხამიანი გველი ჰყავს და ყველამ ბავშვობიდან იცის, თუ როგორ უნდა მართოს ის ისე, რომ გველი დაემორჩილოს და არ გათამამდეს.


image


სოფელ ბან კოკ სანგას (Ban Kok SaNga) ადგილობრივები, მეტსახელად, კობრების მომთვინიერებელთა სოფელს უწოდებენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იქ კობრა ყველას არ ჰყავს. ზოგი, უპირატესობას პითონებს ანიჭებს, რადგან, როგორც ამბობენ, ისინი უფრო მშვიდები და ადამიანებისადმი, უფრო კეთილგანწყობილნი არიან.


ცხოვრება გველების სოფელში


შოუ «ადამიანის და გველის დაპირისპირება», – სოფლის ქუჩებში ჩვეულებრივი სანახაობაა. იქ ტურისტს, მცირე გადასახადის სანაცვლოდ, ამ წარმოდგენის ნახვა ნებისმიერ მომენტში შეუძლია. მსგავს წარმოდგენებში, მხოლოდ უფროსები კი არა, პატარა ბავშვებიც მონაწილეობენ.


image


იყო, თუ არა, კბენით გამოწვეული უბედური შემთხვევა? რა თქმა უნდა იყო. მაგრამ, მხოლოდ იმ ტურისტებს შორის, ვინც არენასთან ძალიან ახლოს მივიდა. თავად სოფლის მცხოვრებლები კი, გველებს თავის დაჩაგვრის საშუალებას არ აძლევენ. მართალია, წვრთნის ეტაპზე, გველები პატრონებს კბენენ, მაგრამ, საბედნიეროდ, ანტიდოტი ყველას აქვს სახლში. მაგ., სოფლის უხუცეს მკვიდრს უკვე 21 ნაკბენი აქვს და მას გველის შხამის წინააღმდეგ, იმუნიტეტიც კი გამოუმუშავდა. ამიტომ, ანტიდოტიც აღარ სჭირდება.


image



და რა თქმა უნდა, მათ გველების შესახებ, ლეგენდა აქვთ...


გველების მოშინაურების ტრადიცია, იქ 60 წლის წინ დაიწყო. სოფლის ლეგენდის თანახმად, სოფლის მკურნალმა სიზმარში გველი ნახა, რომელმაც უთხრა, რომ მხოლოდ გველები დააყენებდნენ სოფელს კეთილდღეობის და აღორძინების გზაზე.


image


სწორედ ის იყო პირველი, ვინც სახლში გველი მიიყვანა. ხოლო, როდესაც სხვებმა ნახეს, რომ ის გველმა არ დაგესლა, – მიბაძვა დაიწყეს და დანარჩენ 140 ოჯახშიც გველები გაჩნდნენ... და ხალხმა ნამდვილად იპოვა დამატებითი შემოსავლის წყარო.


image


წარმოდგენის ნახვის გარდა, ნებისმიერს ტურისტს შეუძლია, 160-200 $ გველი შეიძინოს. გაწვრთნილ და საყვარელ გველს, რა თქმა უნდა, არავინ გაყიდის. მაგრამ, ჰყავთ სათადარიგო გველებიც, რომელთანაც განშორება ნამდვილად არ უჭირთ.


imageსხვა სიახლეები:


* მეცნიერულად დადასტურებული 9 ფაქტი, რომლის დაჯერება რთულია

* ასტეროიდ ეროსზე იდუმალი "კოშკი" აღმოაჩინეს

* ფოტოები, ფოტოშოპის გარეშე

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
502
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
502
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0