x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
შოკისმომგვრელი განსხვავებები ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის
image


ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა - მეზობლები არიან, თუმცა ძნელია იპოვოთ ორი ​​ერთმანეთისგან ასე რადიკალურად განსხვავებული ქვეყანა მთელს დედამიწის ზურგზე. სამხრეთ კორეელებს მეტი უფლებები გააჩნიათ, უფრო განათლებულებიც არიან და გამოხატვის უსაზღვრო თავისუფლებით სარგებლობენ თუნდაც ჩაცმულობისა და ვარცხნილობის თვალსაზრისით. მათი ჩრდილოელი მეზობლები კი წყვდიადში დაკარგულები არიან და მთელი ცივილიზებული სამყაროსგან მოწყვეტილებმა ისიც კი არ იციან მსოფლიოში ხდება. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ შოკისმომგვრელ განსხვავებებს ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის.



1. საკვები


image


ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობის უმეტესობა ძალიან ცუდად იკვებება. საკვები და ძილი კი თავადაც მოგეხსენებათ რომ ადამიანის სასიცოცხლოდ აუცილებელი მოთხოვნილებებია, ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობას საკვები პროდუქტები საგრძნობლად აკლია, ხოლო ფხენიანში მოქმედი რამდენიმე რესტორანი და კაფე - მხოლოდ ელიტისთვის არის ხელმისაწვდომი. ქვეყანაში გამეფებული შიმშილის მთავარი მიზეზი გვალვაა, მოსავლის ნაკლებობა ქვეყნის ყველა მცხოვრებს ერთნაირად აწუხებს.


image

ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოქმედ ჩრდილოეთ კორეის რესტორნებს სახელმწიფოსთვის წელიწადში დაახლოებით 10 მილიონი დოლარი მოაქვთ. დედაქალაქის რესტორნები ნახევრად დახურულ რეჟიმში მუშაობს, იქ მხოლოდ ელიტა შედის, დაწესებულებებს არანაირი რეკლამა არ აქვს.


image


რესტორნებში ფასები მსოფლიო სტანდარტების მიხედვით სრულიად მისაღებია, მაგრამ საკმარისია ის ადგილობრივი მოსახლეობის ხელფას შევადაროთ, რომ მაშინვე ცხადი დება - იქ მოხვედრა მხოლოდ მდიდრების პრივილეგიაა (მაგალითად, ვახშამი ერთ ადამიანზე 10-დან 30 დოლარამდე ჯდება, პროფესორის ხელფასი კი თვეში მხოლოდ 80 ცენტია).



image


სამხრეთ კორეაში კი რესტორნები ცარიელი არასდროს არის. სამხრეთ კორეაში რესტორნების ინდუსტრია რასაც ჰქვია ყვავის, ყველაზე პოპულარულ დაწესებულებებში ხშირად მსურველების რიგებიც კი დგას. მენიუ - მრავალფეროვანია, მომსახურების დონე კი - უმაღლესი.





2. პოპ - კულტურა


image

"K-pop" პოპ-მუსიკის პოპულარული ჟანრია. ახალგაზრდებს შორის კორეული პოპ - კულტურა საკმაოდ კარგად არის ცნობილი, პირველ რიგში კი, სწორედ "K-pop"-ის მიმართულებით. ახალგაზრდული ბენდები იოლად დასამახსოვრებელ სიმღერებს ასრულებენ, რომლებიც დღესდღეობით უკვე სუბკულტურას წარმოადგენს, რომელსაც პატივს მთელს მსოფლიოში სცემენ.


image


ჩრდილოეთ კორეული "K-pop"-ი პირადად კიმ ჩენ ინის მიერ ქალი შემსრულებლებით დაკომლექტებულ რამდენიმე ჯგუფს წარმოადგენს. სამხედრო სამოსში გამოწყობილი გოგონები თავიანთი რეპერტუარით როგორც წესი, ეროვნულ არმიას (მაშინ, როდესაც სამხრეთ კორეაში, გოგონათა ბენდებს სრულიად განსხვავებული თემატიკა აქვთ არჩეული, რომელიც ძირითადად, ქალის სილამაზეს ეხება) ადიდებენ და ხოტბას ასხამენ.


image


სამხრეთ კორეა ჩრდილოელი მეზობლის წინააღმდეგ პროპაგანდას აქტიურად აწარმოებს. ამ მიზნით უზარმაზარი დინამიკებიც კი იქნა დამონტაჟებული, რათა ჩრდილოეთ კორეის მაცხოვრებლებს აგიტაციის მოსმენის შესაძლებლობა ჰქონოდათ. მათ ძირითადად, სამხრეთ კორეის პოპ-მუსიკის ტრანსლირებისთვის იყენებენ. ამ მუსიკის მოსმენა ოფიციალურად აკრძალულია, თუმცა ბევრი ამას ფარულად მაინც ახერხებს. ჩრდილოეთ კორეელებს მეზობლების პოპულარული მუსიკის მოსმენა სასტიკად ეკრძალებათ.





3. სპორტი


image


ჩრდილოეთ კორეაში სპორტი მხოლოდ სიტყვიერად ვითარდება. მსოფლიოს ამ ყველაზე ჩაკეტილ ქვეყანაში სპორტის აქტიური პროპაგანდა მიმდინარეობს, თუმცა თავად ინდუსტრია არ ფინანსდება. მართალია, ხუთი ტელეარხიდან ერთი მთლიანად ამ თემას ეთმობა, მაგრამ ეროვნული ნაკრების სპორტსმენებს არა თუ სათანადო სავარჯიშო პირობები, შესაბამისი სპორტული ინვენტარიც კი არ გააჩნიათ.


image


იმ იშვიათ შემთხვევებში როდესაც კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის გუნდი საერთაშორისო შეჯიბრებებზე მიემგზავრება, მათი ფორმები განვითარებული ქვეყნების სპორტსმენთა თანაგრძნობას ყოველთვის იწვევს. ცნობილია შემთხვევა როდესაც 2017 წელს ჰოკეის გუნდმა მოძველებული ყვანჭის ნაცვლად თანამედროვე სპორტული ხელსაწყოები მიიღო, თუმცა საერთაშორისო სანქციების გამო მათ ინვენტარის წაღების უფლება არ მისცეს.


image


სამხრეთ კორეაში განსაკუთრებით ფეხბურთი და ბეისბოლი უყვართ, იქ ბევრი სპორტული მოედანი და სტადიონია, სადაც ვარჯიში ყველასთვის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია.





4. განათლება - სკოლა სამხრეთ კორეაში


image

სამხრეთ კორეაში განათლება ძალიან ფასდება, სტუდენტების 93% უნივერსიტეტს წარმატებით ამთავრებს, სწავლა ბოლომდე მიჰყავს და პროფესიასაც გულმოდგინედ ეუფლება. ქვეყანაში მასწავლებლები ფინანსურად წახალისებულნი არიან, მაგალითად, კორეელი კლასის დამრიგებლის ხელფასი დაახლოებით 25%-ით მეტია, ვიდრე ამერიკელის.


image


სამხრეთ კორეის სკოლებში განათლების მაღალი დონეა. კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში კი განათლება სრულიად განსხვავებული სახისაა. დაბადებიდან ბავშვი ხუთი სოციალური კლასიდან ერთ-ერთს მიეკუთვნება და მხოლოდ შესაბამის სკოლაში შესვლა შეუძლია. ფაქტობრივად, უკვე ბავშვობიდანვე ცნობილია რომელ სკოლაში შეიძლება მიიღოს ბავშვმა განათლება და სად შეძლებს მომავალში მუშაობას.


image



სკოლის მოსწავლეები ჩრდილოეთ კორეაში


დაბალ კლასებში მთელი სასწავლო გეგმა პოლიტიკური პროპაგანდითაა სავსე, უცხოური სახელმძღვანელოები აკრძალულია, ისტორიის წიგნები კი შეკვეთით და პარტიის საამებლად დიდი რაოდენობის შეცდომით იბეჭდება. ქვეყანაში მხოლოდ ერთი უნივერსიტეტი არსებობს, კიმ ირ სენის სახელობის, რაც შეეხება კონკურსს, იქ თითო ადგილზე საშუალოდ 6 ადამიანი მოდის.




5. მოდა


image

ახალგაზრდებით გარშემორტყმული გაბადრული კიმ ჩენ ინი


image


ჩრდილოეთ კორეაში ქალების მოდა ძალიან კონსერვატიულია. იქ მაგალითად, ცოტა ხნის წინ, მიეცათ ქალებს შარვლის ტარების უფლება, მანამდე მათ მხოლოდ კაბებისა ან ქვედაბოლოების ტარების უფლება ჰქონდათ. ამ პრივილეგიის მიუხედავად ქვეყანაში ნებისმიერი "დასავლური" სტილის სამოსი იკრძალება. მაგალითად, არ შეიძლება ლურჯი ჯინსის ტარება, და თმის ვარცხნილობაც იმ სიიდან უნდა შეირჩეს, რომელიც დღესდღეობით სილამაზის სალონებისთვის არის რეკომენდირებული.


image


ჩრდილოეთ კორეაში ქალთა მოდა მკაცრად რეგულირდება. კაბები და ქვედაბოლოები კორეელების ყოველდღიური სამოსია. ქვეყანაში წესების დარღვევა კატეგორიულად იკრძალება, ვინაიდან მოქალაქეების ჩაცმულობას მოხალისეებად წოდებული ინსპექტორები აკონტროლებენ, სწორედ მათ ევალებათ დრეს-კოდის დამრღვევთა გამოვლენა.


image


აი, ასე გამოიყურება მოდის მიმდევარი ახალგაზრდობა სამხრეთ კორეაში. ეს ქვეყანა საკუთარი მეზობლისგან განსხვავებით თავისი მრავალფეროვნებითა და სტილის ნაზავით ყველას აოცებს. იქ გაჩენილი ბევრი ტენდენცია, მსოფლიო აღიარებას მალევე იძენს და მოდურ ტრენდად იქცევა ხოლმე. სამხრეთ კორეაში სტილს დიდი ყურადღება ეთმობა, ბევრი იქ თავისი ორიგინალური ჩაცმის სტილითა და ვიზუალით საკუთარი ინდივიდუალობის ხაზგასმას ცდილობს. კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში კი, პირიქით, ყველა ბრბოს ნაწილად ყოფნას ირჩევს.


image


ჩრდილოეთ კორეის ქუჩებში ხალხი ნაცრისფერ მასას ჰგავს.








0
500
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
500