x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ავტომრეწველობის ისტორიაში 7 ყველაზე მახინჯი ავტომობილი
საავტომობილო ინდუსტრია ყოველთვის განთქმული იყო დიზაინის მხრივ მრავალფეროვნებით, რაც იწვევდა მძაფრ შეგრძნებებს და კამათს. ზოგიერთი მანქანა თანამედროვე ხელოვნების ნიმუშადაც შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც აღაფრთოვანებს თვალს თავისი განსაცვიფრებელი ხაზებითა თუ დახვეწილი სტილით.

თუმცა, მათ შორის ყოველთვის იყო ისეთებიც, რომელთა ფორმები და გადაწყვეტილებები იწვევდა არაერთგვაროვან რეაქციას და მეტიც, საკმაოდ უარყოფით შეგრძნებებს.


დღეს ჩვენ გადავხედავთ ავტოისტორიას და წარმოგიდგენთ მოდელებს, რომლებიც არაერთხელ მოხვდნენ სხვადასხვა უცხოური რეიტინგების სათავეში, როგორც ყველაზე უცნაური, ყველაზე სასაცილო და მახინჯი ავტომობილები ; ვნახოთ როგორ გამოიყურებიან ისინი, თუმცა სია რა თქმა უნდა არასრულია და ამ ანტირეიტინგში შეიძლება საკმაოდ ბევრი ავტომობილი დაემატოს.






Nissan S-Cargo (1989)


S-Cargo შექმნილია რეტრო-ფუტურისტულ სტილში და წარმოდგენილია ფურგონის სახით, რომელიც გარკვეულწილად წააგავს ლოკოკინას.

image

Fiat Multipla (1999)


Fiat Multipla-ს ყველაზე ცნობადი თვისება მისი ექსცენტრიული დიზაინია. ეს ხშირად იწვევდა მყიდველებში არაერთგვაროვან რეაქციას. მანქანას ჰქონდა მოკლე წინა გადახურვა, პატარა ფარები და ფართო საქარე მინა, რითაც თავისავე კლასის მანქანებს საერთოდ არ ჰგავდა.

image

Aston Martin Bulldog (1979)


იმ დროისთვის დახვეწილი კორპუსით და კუთხოვანი დიზაინით "ბულდოგი" მომავლის მანქანას ჰგავდა. იგი აღჭურვილი იყო 5.3 ლიტრიანი ორმაგი ტურბო V8 ძრავით, რომელიც შთამბეჭდავ ძალას აძლევდა.

image

Volkswagen Colani (1977)


ამ უცნაურ მანქანას, რომელიც თავისი დიზაინით ბაყაყს მოგვაგონებს ან ავტომობილს ანიმაციური ფილმიდან, უნდა შეეცვალა Volkswagen Beetle. თუმცა, ახალი მანქანა საბოლოოდ მასობრივ წარმოებაში არ ჩაუშვეს

image

Tatra T603 (1965)


Tatra T603-ს ჰქონდა დამახასიათებელი გარეგნობა ცნობადი ოვალური ფარებით და უკანა ფანრებით.

image

Tesla Cybertruck (2023)


უჩვეულო პიკაპი სპორტული მანქანის დინამიკით. აღჭურვილია ავტოპილოტის უახლესი ვერსიით.

image

Marcos Mantis (1970)


Mantis სხვადასხვა ძრავით იყო აღჭურვილი, მათ შორის V6 და V8, რითაც ავტომობილს კარგი სიმძლავრე და სიჩქარე ჰქონდა.


image


image


სხვა ავტოსიახლეები იხილეთ <<ამ ბმულზე>>

2
307
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
307
  
2023, 31 დეკემბერი, 22:55
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
2023, 19 დეკემბერი, 22:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2