სხვა
კაცური სიყვარული და სპარტელი ცოლები: ძველი საბერძნეთის სე#სუალური ცხოვრება
2023, 12 დეკემბერი, 8:49
ითვლება რომ, ადრე ადამიანები არ იყვნენ ისეთი "თავისუფლები და იმპულსებს აყოლილი" როგორც დღეს არიან, მაგრამ რა მოხდება, თუკი დროებით წარსულში დავბრუნდებით და გავიხსენებთ ძველად თუ როგორი წეს-ჩვეულებები, ტრადიციები და ქცევის ნორმები არსებობდა. დღევანდელ პოსტში, მსურს მოგიყვეთ ძველი საბერძნეთის სექსუალურ ტრადიციებზე, რომელთა შესახებ შესაძლოა არაფერი იცოდით.
ინცესტი
საბერძნეთში ნათესავებს შორის ინტიმური ურთიერთობა სრულიად ნორმალურად ითვლებოდა და ასეთ კავშირებს ძირითადად, სამეფო ოჯახებში შეხვდებოდით. ინცესტის ერთადერთი ფორმა, რომელიც მიუღებლად ითვლებოდა ეს - მშობლებთან კავშირი იყო.
ღალატი
ძველ საბერძნეთში ღალატი არ ისჯებოდა და ის ჩვეულებრივ მოვლენადაც კი ითვლებოდა, თუ ქალი მაგალითად, მეუღლისგან ბავშვის გაჩენას ვერ ახერხებდა, მას შეეძლო შვილი სხვა კაცისგან გაეჩინა.
კაცებს შორის სიყვარული
ძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ ცხოვრებაში თავისი მეორე ნახევარი ყველას უნდა ეპოვა და სულ არ იყო აუცილებელი ეს ქალი ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ მამაკაცებისთვის ქალი მხოლოდ შთამომავლობის გაგრძელების ერთგვარი საშუალება იყო, ხოლო სულიერი და სექსუალური მიჯაჭვულობა მათივე აზრით, მხოლოდ ახალგაზრდა მამაკაცების მიმართ იყო შესაძლებელი.