x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მითები, რომელთა შესახებ ისტორიის გაკვეთილზე გვიყვებოდნენ, ჩვენ კი მათი დღემდე გვჯერა

image


სიმართლის ეფექტის ილუზიის (ტენდენცია დაიჯერო, რომ ინფორმაცია ნამდვილია, როდესაც მას ბევრჯერ იმეორებენ)) წყალობით სიცრუის მორევში ჩვენც არაერთხელ აღმოვჩენილვართ, გამონაკლისს რაღა თქმა უნდა, არც მსოფლიო ისტორია წარმოადგენს. ბევრი ფაქტი, რასაც სკოლაში ისტორიის გაკვეთილზე გვიყვებოდნენ, უბრალოდ სიცრუე აღმოჩნდა.




მითი: არქიმედემ თავისი ცნობილი კანონი აბაზანაში აღმოაჩინა


image


სიმართლე: რა თქმა უნდა, ეს მოსაზრება სიმართლეს არ შეეფერება, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ძველი ბერძენი მეცნიერის ცნობილი კანონის აღმოჩენა სწორედ წყლის პროცედურებით ყოფილიყო ინსპირირებული.





მითი: მენდელეევმა ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა სიზმარში ნახა


image


სიმართლე: მეცნიერმა სიზმართან დაკავშირებული მთელი ეს ისტორია თავადვე უარყო და განაცხადა: "მე ამაზე ალბათ, ოცი წლის განმავლობაში ვფიქრობდი, თქვენ კი, გგონიათ: იჯდა და უცებ... ჰოპ, ყველაფერი მზად არის". სიზმართან დაკავშირებული ამბავი მისმა მეგობარმა ალექსანდრე ინოსტრანცევმა არც მეტი, არც ნაკლები საკუთარი სტუდენტების გასამხიარულებლად მოიგონა.




მითი: კლეოპატრა ეგვიპტელი იყო


image


სიმართლე: ეგვიპტის ცნობილი დედოფალი ბერძნული წარმოშობის გახლდათ, რომელიც ალექსანდრიაში დაიბადა. კლეოპატრა პტოლომეების დინასტიის შთამომავალი იყო, რომელმაც ეგვიპტეზე სრული კონტროლის მოპოვება შეძლო.





მითი: პირამიდები მონებმა ააშენეს


image


სიმართლე: არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ პირამიდები ააშენეს არა მონებმა ან ებრაელებმა, არამედ თავისუფალმა მუშებმა, რომლებიც მშენებლობის სფეროში თავისი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდნენ.





მითი: დიოგენე კასრში ცხოვრობდა



image


სიმართლე: დიოგენეს კასრში ცხოვრება უბრალოდ არ შეეძლო, ვინაიდან ძველი ბერძნები მისი დამზადების ტენიკას არ ფლობდნენ. ის თიხის დიდ ჭურჭელში ცხოვრობდა, სადაც როგორც წესი, ზეთი ან ღვინო ინახებოდა.





მითი: მეკობრეები მხოლოდ კაცები იყვნენ


image


სიმართლე: რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, საგანძურის საძიებლად ზღვისა და ოკეანის ტალღებში გაჭრილ მამაკაცებს, ქალი - მეკობრეებიც არანაკლებ კონკურენციას უწევდნენ, და მათ სხვათა შორის, არც სისასტიკეში ჩამორჩებოდნენ.





მითი: ჯეიმს კუკი აბორიგენებმა შეჭამეს


image


სიმართლე: გავრელებული ჭორების თანახმად, კუკის გარდაცვალების მიზეზად ბრიტანელების მიერ რამდენიმე ჰავაელის მკვლელობა და, ზოგადად, კუკის უცნაური საქციელი გახდა. ამ ყველაფერმა კი აბორიგენებს სამხედრო მოქმედებების დაწყებისკენ უბიძგა. კუკი სავარაუდოდ, კეფაში შუბის დარტყმით მოკლეს და ის არავის შეუჭამია.





მითი: გლადიატორები ყოველთვის ერთმანეთს ხოცავდნენ


image


სიმართლე: ყველაზე გამოცდილი და კვალიფიციური მეომრები ძალიან ძვირად ფასობდნენ, და ბევრმა მათგანმა საკმაოდ დიდხანსაც იცოცხლა. ნაშთების ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი გლადიატორები იყვნენ, რომლებიც ასზე მეტ ბრძოლაში მონაწილეობდნენ და 25-30 წელი იცოცხლეს, რაც რომის იმპერიაში იმ დროისთვის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობას შეესაბამებოდა.





მითი: ვიკინგები რქიან ჩაფხუტებს ატარებდნენ

image



სიმართლე: ვიკინგები ჩვენს წარმოსახვაში რქიან ჩაფხუტებში გამოწყობილ წვერიან მამაკაცებთან ასოცირდებიან, თუმცა როგორც არქეოლოგიურმა გათხრებმა აჩვენა, ვიკინგები ასეთი "მოდის" თაყვანისმცემლები სულაც არ იყვნენ. სინამდვილეში, რქიანი ჩაფხუტები საკმაოდ არაპრაქტიკული იყო და მათ მხოლოდ რიტუალების დროს იყენებდნენ.




მითი: ჯვაროსნულ ლაშქრობაში წასვლამდე რაინდები თავიანთ მეუღლეებს "უბიწოების" ქამრებს აცმევდნენ


image


სიმართლე: ყველას გვსმენია "უბიწოების" ქამრის შესახებ, რაც საყვარელი ადამიანის ერთგულების ერთგვარ გარანტად ითვლებოდა, თუმცა სინამდვილეში მსგავსი ქამრები არასდროს გამოყენებულა და მათთან დაკავშირებული ყველა ისტორიაც - მითია. ქალის "უბიწოების" ქამარი სხვა არაფერია თუ არა ერთგულების სიმბოლო, ხოლო კაცის "ერთგულების" ქამარი კი უფრო ჯავშანს მოგაგონებთ.





მითი: მეფე არტური რეალური პიროვნება იყო


image


სიმართლე: არტური არასდროს არსებობდა. მისი სახელი, სავარაუდოდ, სხვა ადამიანს მიანიჭეს, ისტორიაში უამრავი ადამიანი არსებობს, ვინც არტურის არსებითი მახასიათებლებით გამოირჩეოდა.





მითი: სალიერიმ მოცარტი მოწამლა


image


სიმართლე: ანტონიო სალიერს მოცარტის მკვლელობის არანაირი მოტივი არ ჰქონდა. ის მოცარტზე ბევრად უფრო ცნობილი და წარმატებული იყო. სალიერს ყველა ბრალდება სიცოცხლეშივე მოუხსნეს.





მითი: ყველა ანტიკური ქანდაკება თეთრია


image


სიმართლე: ანტიკურ ხელოვნებას თეთრ ფერთან აკავშირებენ. საოცარია, მაგრამ შენობები და ქანდაკებები ოდესღაც მკვეთრი ფერის საღებავით იყო შეღებილი, თუმცა დროთა განმავლობაში საღებავი გადავიდა. ახლა რეალური ფერის ნახვა მხოლოდ ულტრაიისფერი გამოსხივებით არის შესაძლებელი.





მითი: ვინსენტ ვან გოგმა ყური მოიჭრა


image


სიმართლე: ეს ლეგენდა საფუძვლად იმ სინდრომის სახელწოდებას დაედო, როდესაც ადამიანი ოპერაციას საკუთარ თავს თავად უკეთებს (ვან გოგის სინდრომი - გახლავთ ფსიქიკური აშლილობა, რომლის დროსაც ადამიანი მიმართავს თვითდაზიანებას – სხეულის ნაწილის მოკვეთას, ჭრილობის მიყენებას ან კატეგორიულად მოითხოვს ჩაუტარონ ქირურგიული ოპერაცია. ეს სინდრომი ვლინდება ისეთი პათოლოგიების დროს, როგორიცაა შიზოფრენია, ჰიპოქონდრიული მანია და ჰალუცინაცია. გამომწვევი მიზეზები მრავალგვარია, ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ინტოქსიკაციაც კი იყოს) თუმცა ვან გოგს ყური ნამდვილად არ მოუჭრია. მან მეგობარ გოგენთან კამათის დროს მხოლოდ ყურის ბიბილო მოიჭრა.





მითი: უოლტ დისნეიმ მიკი მაუსი დახატა


image


სიმართლე: მიკი მაუსი სინამდვილეში ანიმატორმა აბ აივერქსმა დახატა. მიუხედავად ამისა, უოლტ დისნეიმ აღნიშნული პერსონაჟის შექმნაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, როდესაც ანიმაციური ფილმი მიკის მონაწილეობით ეკრანებზე გამოვიდა, ის სწორედ დისნეის ხმით საუბრობდა.





მითი: კოვბოებს ერთმანეთის მისამართით სროლების მოწყობა უყვარდათ


image


სიმართლე: სინამდვილეში ეს ცრუ სტერეოტიპი დასავლურმა ფილმებმა შექმნეს.




მითი: ივანე მრისხანემ საკუთარი შვილი მოკლა


image


სიმართლე: არც ერთ ქრონიკაში დადასტურებული არ არის, რომ ცარევიჩ ივანეს სიკვდილი ძალადობრივი იყო. მეტიც, მეფის წერილიდან შეიძლება ვივარაუდოთ რომ მისი ვაჟი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, რასაც თანამედროვე მკვლევარებიც ადასტურებენ.




მითი: მათემატიკა ამოღებული იყო იმ მეცნიერებათა სიიდან, რომლისთვისაც როგორც წესი, ნობელის პრემია გაიცემა, რადგან ალფრედ ნობელის მეუღლემ მას მათემატიკოსთან უღალატა


image


სიმართლე: ალფრედ ნობელი დაქორწინებული არასდროს ყოფილა. ნობელის პრემია კი, არ გაიცემა მათემატიკაში მიღწეული მიღწევებისთვის, რადგან ის აბსტრაქტულ მეცნიერებად იყო აღიარებული.





მითი: სპარტაში ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ახალშობილებს კლდიდან ყრიდნენ


image


სიმართლე: ლეგენდის თანახმად, ახალშობილებს ორმოში ყრიდნენ, თუმცა ორმოდან მოპოვებული ნაშთების კვლევების შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ნაშთები 18–35 წლის ასაკის 46 მამაკაცს ეკუთვნოდა, რაც იმას ნიშნავს რომ ახალშობილები არ დაშავებულან.









0
552
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
552