x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
90-იანი წლების სამი მსახიობი, რომლებმაც კარიერა რთული ხასიათის გამო გაიფუჭეს
image

ამ სამი მსახიობიდან თითოეული თავისებურად ლამაზია, ისინი არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს გადასაღებ მოედანზე და განსხვავებული როლები ერგოთ. თუმცა მათ სხვა რამ აერთიანებდათ: რთული და ჭირვეული ხასიათი, რომელიც არ აძლევდა მათ საკვანძო მომენტში კომპრომისზე წასვლის საშუალებას.. ისე, საკუთარ პრინციპებზე დარჩენა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია - თუნდაც ამის ფასი დიდების დათმობა იყოს.


ქვემოთ გაეცნობით 90-იანი წლების სამ მსახიობს, რომლებმაც კარიერა გაიფუჭეს ჭირვეული ხასიათის გამო.




შონ იანგი



ოჰაიოს სილამაზის დედოფალმა და შეუმდგარმა ბალერინამ მერი შონ იანგმა მსახიობობა 80-იან წლებში დაიწყო. მწერალი ფილიპ კ. დიკი, რომლის წიგნზეც ფილმი დაფუძნებული იყო, დაჟინებით მოითხოვდა, რომ ახალგაზრდა მსახიობს ანდროიდის როლი მიეცათ რიდლი სკოტის "სამართებელზე მორბენალში". შონი უბრალოდ საოცრად გამოიყურებოდა კადრებში, მაგრამ მუშაობა საკმაოდ დაძაბულად მიდიოდა - ახალგაზრდა მსახიობს გადასაღებ მოედანზე მუდმივი უთანხმოება ჰქონდა პარტნიორთან, ჰარისონ ფორდთან და თავად რეჟისორთან.

image

სილამაზემ და კარგმა სამსახიობო უნარებმა იანგს შესანიშნავი როლები შეახვედრა (მათ შორის, დევიდ ლინჩის ფილმში "დიუნა" ), მაგრამ უკვე 90-იანი წლების შუა პერიოდისთვის ჰოლივუდში არ დარჩენილა არც ერთი ადამიანი, რომელთანაც მას კონფლიქტი არ ჰქონოდა. იანგმა კევინ კოსტნერს უწოდა "უსარგებლო მსახიობი", ჯეიმს ვუდსს ხმის ჩახლეჩვამდე ეჩხუბა "ბეტმენის" გადასაღებ მოედანზე, სადაც ვიკი ვეილი უნდა ეთამაშა და საბოლოოდ სკანდალით დატოვა იქურობა . საკვანძო სცენების გადაღების წინა იანგმა ფეხი მოიტეხა და რეჟისორებმა სიამოვნებით შეცვალეს მუდამ უკმაყოფილო შონი კიმ ბესინჯერით.


სინამდვილეში, ეს იყო ლამაზმანის დიდი კარიერის დასასრული. ყვითელმა პრესამ სრულად გააცამტვერა ის, რამაც მსახიობი საბოლოოდ გატეხა - სმა დაიწყო, ხასიათი კი კიდევ უფრო გაუფუჭდა. შონმა მხოლოდ ერთი დიდი როლი მიიღო: კეთილგანწყობილმა ჯიმ კერიმ კოლეგას გარანტია მისცა და მიიწვია "ეის ვენტურაში" სათამაშოდ. მაგრამ კინოში დაბრუნება მაინც არ შედგა. მართალია, 2004 წელს მსახიობი გახდა სერგეი ბეზრუკოვის პარტნიორი, რუსულ სერიალში "ესენინი"; ითამაშა აისადორა დუნკანის როლი.

image


შერილინ ფენი



ყველას ახსოვს სკოლის მოსწავლე ოდრი ჰორნი საკულტო სერიალიდან "ტვინ პიქსი" შერილინ ფენი, რომელმას ეს როლი შეასრულა, რა თქმა უნდა, იმ დროს სკოლაში აღარ სწავლობდა, პირიქით, მან მოახერხა მთავარი როლის შესრულება ზალმან კინგის აღიარებულ ეროტიკულ თრილერში "Two Moons Junction".


ბუნებამ შერილინს მართლაც იშვიათი სილამაზით დააჯილდოვა - ეს უძირო მწვანე თვალები და იშვიათი მრუდის წარბების გამო ახალგაზრდა ვარსკვლავს ელიზაბეტ ტეილორთან აიგივებდნენ, ყველა დარწმუნებული იყო, რომ ნიჭიერ ფენს, რომელიც ცნობილი შემოქმედებითი ოჯახიდანაა, ეკრანზე მეფობის ყველა შანსი აქვს.

image

მაგრამ, სამწუხაროდ, სამსახიობო ფორტუნამ მას ზურგი აქცია - და ამაში დამნაშავე იმდენად მისი ცუდი ხასიათი არ იყო, რამდენადაც მისი დაუდევრობა.


შერილინმა დათანხმდა მთავარი როლის შესრულებას ფილმში Elena in the Box, რომლის რეჟისორი იყო ჯენიფერ ლინჩი, დევიდ ლინჩის ქალიშვილი. და ყველაფერი კარგად იქნებოდა, თუკი კიმ ბესინჯეერი წინა დღით უარს არ ეტყოდა ამ როლზე (დიახ, ისევ ის!). ვალდებულებების დარღვევამ მსახიობი გაკოტრების პირას მიიყვანა, მას კინორეჟისორებისთვის 8 მილიონი დოლარის გადახდა მოუწია. 90-იან წლებისთვის ასტრონომიული თანხა, მაშინ მსახიობების ჰონორარი ბევრად უფრო დაბალი იყო.


image

ფენს ან ბოლომდე არ ესმოდა შექმნილია სიტუაცია, ან გადაწყვიტა, რომ მისი სიმპათიები ლინჩის ოჯახის მიმართ უფრო მაღალი იყო, ვიდრე კიმის ტანჯვა .. ყოველ შემთხვევაში, ამ ფილმში მონაწილეობამ მისი კარიერა საბოლოოდ დაამსხვრია: ფილმმა "არ იმუშავა" არც მაყურებელთან და არც კრიტიკოსებთან და შერილინს საერთოდ აღარ სთავაზობდნენ როლებს.


ჰოლივუდის საზოგადოებამ მისი ქმედება ქედმაღლობის გამოვლინებად მიიჩნია. ფენმა ითამაშა მხოლოდ რამდენიმე სერიალში და დაბალბიუჯეტიან მხატვრულ ფილმში და ყველა კითხვაზე პასუხობს, რომ კარიერას ოჯახი აირჩია - მსახიობს ორი ვაჟი ჰყავს.


კლერ ფორლანი



მაყურებლებმა პირველად ნახა ეს ლამაზმანი იტალიური ფესვებით "პოლიციის აკადემიის" ბოლო ნაწილში - და დაიმახსოვრეს!


ამის შემდეგ კლერმა ერთმანეთის მიყოლებით მიიღო დასამახსოვრებელი როლები და გახდა ნამდვილი სუპერვარსკვლავი მას შემდეგ, რაც ითამაშა მისტიკურ თრილერში "გაიცანი ჯო ბლეკი" ენტონი ჰოპკინსთან და ბრედ პიტთან ერთად.

image

ახალგაზრდა ფორლანი პოპულარული იყო არა მხოლოდ რეჟისორებში: კლერის პირადი ცხოვრება ტაბლოიდების გამუდმებული თემა იყო. მსახიობი ხვდებოდა ბენისიო დელ ტოროს, კიანუ რივზს, ჯონ კიუსაკს და თითქმის დაქორწინდა ბრედ პიტზე.

image

თუმცა, მსახიობი თანდათან დამკვიდრდა ჰოლივუდში და კლანჭების გამოჩენაც ისწავლა: სულ უფრო მეტად ავლენდა ძლიერ ხასიათს . მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს შეხვდა კერკეტ კაკალს 1998 წელს ფორლანმა მიიღო შეთავაზება, ეთამაშა სტივენ სომერის საშინელებათა ფილმში "Deep Rising". გადასაღებ მოედანზე მსახიობმა აღმოაჩინა, რომ მენეჯმენტი არ ასრულებდა პირობებს და რეჟისორი არ აკონტროლებდა ემოციებს.


სომერთან სკანდალმა გააძლიერა ფორლანის, როგორც მეჩხუბარი ადამიანის რეპუტაცია. მუშაობა არ გაგრძელებულა: კლერის დაჟინებული თხოვნით, კონტრაქტი შეწყდა. მსხვილ პროექტებში მსახიობს აღარ მიუღია მთავარი როლები.


ეს უსიამოვნო პერიოდი დაემთხვა მის საკუთარ ღირებულებების გადაფასებას: ფორლანმა დაკარგა დედა და მიხვდა, რომ არ სურდა ჰოლივუდის კანონებით ცხოვრება, ცდილობდა მოეწონებინა თავი ადამიანებისთვის, რომლებიც თავად არ მოსწონდათ. ახლა ის ძალიან იშვიათად ჩნდება ეკრანებზე და ირჩევს როლებს მხოლოდ მისთვის ცნობილი რთული კრიტერიუმების მიხედვით.

0
530
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
530
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0