ვარსკვლავები ყველა ზღვარს გადავიდნენ: 5 ვარსკვლავი, რომელმაც იმაზე მეტი აჩვენა ვიდრე საჭირო იყო 2023, 10 დეკემბერი, 15:40 უხერხული სიტუაციებისგან დაზღვეული არავინაა, თვით მსოფლიო მასშტაბის ვარკვლავებიც კი, თუმცა რიგითი მოკვდავებისგან განსხვავებით სელებრთების კაზუსები სინათლის სიჩქარით ვრცელდება და ტაბლოიდური გამოცემების განხილვის მთავარ თემად იქცევა. წარმოგიდგენთ უხერხულ სიტუაციებს, რომლებშიც მსოფლიო შოუ - ბიზნესის ცნობილი სახეები აღმოჩნდნენ.კეტი პერიკეტი პერი კონცერტებისთვის ყოველთვის უჩვეულო ჩაცმულობას ირჩევს. ზოგჯერ ვერც კი ხვდები, ეს უხერხული დამთხვევაა თუ მომღერლის კარგად გააზრებული ნაბიჯი. დროდადრო კეტი დავიწყებას ეძლევა და საკუთარ თაყვანისმცემლებს თავს აი, ასეთი პროვოკაციული "ლუქებით" ახსენებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსმენელი მის კონცერტზე სწორედ "ამის" სანახავად მისულიყო.რიანარიანას მდიდრული კაბა არა მხოლოდ კომფორტული, არამედ უაღრესად მოკრძალებულიც ჩანდა, თუმცა კაზუსის თავიდან აცილება ვარსკვლავმა მაინც ვერ შეძლო: ბარბადოსელ ლამაზმანს მკლავის ცალი მხარე მოღალატურად ჩამოუცურდა და თაყვანისმცემლებს იმაზე მეტი აჩვენა, ვიდრე საჭირო იყო. რიანამ კაბის მხარი აუღელვებლად გაისწორა და პაპარაცებს ამ უხერხული მომენტის დაფიქსირების საშუალებაც მისცა.ლედი გაგაროგორც ჩანს, ლედი გაგას საკუთარ იმიჯში მეტი ექსცენტრულობის შეეტანა სურდა, თუმცა ის საბოლოო ჯამში მეტისმეტად უცნაური გამოვიდა. მისი კაბის წინა მხარე რთული დეკორით იყო გაფორმებული, მაშინ როდესაც მისი უკანალი საჯაროდ იყო გამოფენილი. მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელი ლედი გაგას უცნაურ ჩაცმულობას უკვე დიდი ხანია შეეჩვია, სელებრითის "ლუქი" მათ მაინც უგემოვნოდ ჩათვალეს.ჯენიფერ ლოურენსიკიდევ კარგი რომ მსახიობს ბიუსტჰალტერი მანქანაში და არა წითელ ხალიჩაზე გაეხსნა, თუმცა ეპიკური დაცემის გმირს უკვე აღარაფრის რცხვენია - ყურადღების ცენტრში ყოფნას ის უკვე დიდი ხანია მიეჩვია.ტეილორ სვიფტიამერიკელი მომღერალი "Billboard Music Awards"-ზე ღრმა ჭრილიან, მდიდრულ ღია ვარდისფერ კაბაში გამოჩნდა. ვარსკვლავი ღონისძიების ოფიციალურ ფოტოებზე უდაოდ ეფექტურად გამოიყურებოდა, თუმცა საღამოს განმავლობაში ტეილორს ექსტრავაგანტულმა ჭრილმა არაერთხელ უმტყუნა.358 შეფასება არ არის |