x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ერთდროულად ორთან: უნიკალური სავარძელი ინგლისის მეფის ედუარდ VII-ის სასიყვარულო თავგადასავლებისთვის
image


ავეჯის შეძენისას ალბათ პირველ რიგში, რასაც ყურადღებას ვაქცევთ არის ის, რომ ის მოსახერხებელი და კომფორტული იყოს, თუმცა ინგლისის მეფის, ედუარდ VII-ის უცნაური სავარძლით თუ ვიმსჯელებთ, რთული წარმოსადგენია ალბერტ საქსენ - კობურგელისა და დედოფალ ვიქტორიას ვაჟს, სწორედ ამგვარი მიდგომით ესარგებლა, როდესაც ამ უჩვეულო ფორმის სავარძელს უკვეთავდა.


image


თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს, ისტორიკოსების თქმით, ედუარდი დიდი სექსუალური მადით გამოირჩეოდა, და ეს უჩვეულო ფორმის სავარძელიც სპეციალურად კომფორტულ პოზაში ქალბატონებთან ინტიმური კავშირის დასამყარებლად დაამზადებინა.


image


იმის გამო, რომ დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე სკანდალური მონარქი საკმაოდ დიდი გაბარიტების იყო, აღნიშნული სკამი მას საკუთარი ძალების დაზოგვაში ეხმარებოდა.


image


როგორც ცნობილია, აღნიშნული სავარძელი, სპილენძის აბაზანასთან ერთად პარიზის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საროსკიპოში "Le Chabanais" იდგა, სადაც ედუარდ VII-ეს საკუთარი, ცალკე ოთახი ჰქონდა. საინტერესოა, რომ 1946 წელს ეს აბაზანა დიდი ესპანელი მხატვრის, სალვადორ დალის მიერ იქნა გამოსყიდული.



image


მსოფლიოში მეფე ედუარდ VII-ის უჩვეულო სავარძლის სულ სამი ასლი არსებობს. ერთი მათგანი პრაღაში სექსის მუზეუმშია, მეორე ნიუ - ორლეანის ანტიკვარულ მაღაზიაშია, მესამე ეგზემპლარი კი ორიგინალური სავარძელია, რომელიც სპეციალურად იმ კაცისთვის იქნა დამზადებული, რომლის მეტსახელიც "ბინძური ბერტი" გახლდათ, დამზადებისთანავე აღნიშნული სავარძელი პირდაპირ მის საყვარელ პარიზულ ბორდელში "Le Chabanais"-ში იქნა გადატანილი.


image


1890 წელს ავეჯის მწარმოებელმა ლუი სუბრიემ თავისი ბოლო შეკვეთა პარიზის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და მდიდრულ ბორდელში მიიტანა. ამ უჩვეულო ნივთის სპონსორი არც მეტი, არც ნაკლებ დედოფალ ვიქტორიას უფროსი ვაჟი, ალბერტი გახლდათ. დიდი სექსუალური მადის მქონე ბრიტანეთის მომავალი მეფე ედუარდ VII საკმაოდ მსუქანი კაცი იყო. "Siege d'amour", ანუ "სიყვარულის სავარძელი" მომავალი მმართველის ზომაზე იყო შექმნილი და ერთდროულად ორ ქალთან ინტიმური ურთიერთობისთვის იყო განკუთვნილი.


image


პრინცისთვის ხელსაყრელი იყო ინგლისის არხის გავლით პარიზში ჩასვლა და "Le Chabanais"-ში თავისი დაუცხრომელი ვნებებისთვის თავის მიცემა. ისტორია დუმს თუ როგორ თავსდებოდნენ მასზე მეფე და მისი პარტნიორები, თუმცა ვინც ამ რარიტეტს (მისი ღირებულება 68 ათასი დოლარია) შეიძენს, შეუძლია ის თავად დატესტოს.












0
196
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
196