x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ვლადიმერ პუტინი "მეომართა თხოვნით" 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
image


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პარასკევს, 8 დეკემბერს, რუსეთის გმირების დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიღებს. პოლიტიკოსმა თავისი განზრახვა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირს, რეგიონული პარლამენტის სპიკერს, არტემ ჟოგას, დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ განუცხადა.



შესაბამისი მოთხოვნა პრეზიდენტსა და დაჯილდოების ცერემონიის მონაწილეებს შორის არაფორმალური საუბრის დროს მოხდა .

დიალოგის დროსჟოგამ პუტინს ახალი საპრეზიდენტო ვადით წარდგენა "სთხოვა", რაზეც სახელმწიფოს მეთაური "დათანხმდა."



"ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ პრეზიდენტმა შეისსმინა ჩვენი თხოვნა წარდგენაზე შესახებ, მას მთელი რუსეთი უჭერს მხარს. ფრონტზე ყველა წუხდა და აინტერესებდათ პუტინი კენჭს იყრიდა თუ არა. მან თქვა, რომ ამას გააკეთებს"-განაცხადა არტემ ჟოგამ.


არტემ ჟოგა, არის ვლადიმერ ჟოგას მამა, ბატალიონ "სპარატას" მეთაური, დსრ-ს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქვედანაყოფი.რომელიც დაიღუპა. შვილის გარდაცვალების შემდეგ ბატალიონს სათავეში ჩაუდგა. გარდა ამისა, არტემ ჟოგა არის დსრ-ს სახალხო საბჭოს თავმჯდომარე.

პუტინს მაშინვე მხარი დაუჭირეს.


ვლადიმერ პუტინს უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 7 მარტს ეწურება, საპრეზიდენტო არჩევნები კი 17 მარტს არის დანიშნული.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 3 დღეს გაგრძელდება.

0
94
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0