x
მეტი
  • 03.03.2024
  • სტატია:133635
  • ვიდეო:354905
  • სურათი:507995
8 ფაქტი პრინცესა დიანას შესახებ, რაზეც საუბარიც სასახლეში მისი სიკვდილის შემდეგაც არ უყვართ

image


მას მილიონობით ადამიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით თაყვანს სცემდა და ახლაც აღმერთებს. რატომ უწოდებდნენ მას "ხალხის გულების დედოფალს"? პრინცესა დიანა უყვარდათ და პატივს სცემდნენ პირველ რიგში, მისი გულწრფელობის, სიკეთისა და კეთილშობილების გამო. სწორედ მისი იმიჯი ასოცირდება ნამდვილი ლედის იმიჯთან. უელსის პრინცესა ყოველთვის იყო დახვეწილობისა და ელეგნატურობის სიმბოლო, მიუხედავად იმისა, რომ ის გამუდმებით საზოგადოების ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა არის რამდენიმე ფაქტი პრინცესას ცხოვრებიდან, რომელზეც საუბარი სასახლეში არ უყვართ.





1. მას ჭამა სამზარეულოში უყვარდა


image


როგორც წესი, სამეფო ოჯახის ყველა წევრი მდიდრულად მორთულ სასადილო ოთახში სადილობს, თუმცა პრინცესა დის წახემსება სამზარეულოში უყვარდა. სამეფო ოჯახის შეფ-მზარეული იხსენებს, რომ დიანა თავადვე იდუღებდა ყავას და პერსონალსაც პატიჟებდა.




2. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მისთვის ერთ-ერთი ტაბუ იყო


image


განქორწინების შემდეგ დი მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ატარებდა, ქორწინებაში კი - ის საზოგდოებაში მხოლოდ დაბალქუსლიანი ფეხსაცმლით ჩნდებოდა. საქმე კი იმაში გახლდათ, რომ ის და ჩარლზი ერთნაირი სიმაღლის იყვნენ, ამიტომ ის ქმარზე მაღალი არ უნდა გამოჩენილიყო.



3. ის აუდიო - დღიურს აწარმოებდა


image


სწორედ ამ დღიურს უნდა ვუმადლოდეთ სამეფო ოჯახის შესახებ გავრცელებულ ნამდვილ და სკანდალურ ფაქტებს.




4. მას ჩაი არ უყვარდა


image


ძველი ბრიტანული ტრადიციის მიუხედავად, პრინცესა დილით ახლადგამოწურულ წვენს ანიჭებდა უპირატესობას, დღის განმავლობაში კი - შავ ყავას.





5. ის იყო პრინცის პირველი "დასაქმებული" საცოლე


image


ახლა ეს უკვე ნორმად ითვლება, თუმცა მაშინ სწორედ დი იყო პრინცის პირველი საცოლე, რომელსაც ხელფასს უხდიდნენ.




6. დონალდ ტრამპი მის მიმართ ყურადღებას იჩენდა


image


90-იან წლებში დიანამ მილიარდერი დონალდ ტრამპი გაიცნო, რომელიც მის მიმართ განსაკუთრებულ სიმპათიას ავლენდა და თავის გოლფ - კლუბში უფასო წევრობაც კი შესთავაზა, თუმცა შეთავაზებაზე დიმ ამერიკის მომავალ პრეზიდენტს მტკიცე უარი განუცხადა.





7. ის სწავლაში განსაკუთრებული უნარებით არ გამოირჩეოდა


image


უელსის მომავალი პრინცესა 9 წლამდე სახლში სწავლობდა, შემდეგ სკოლაში გადაიყვანეს, 16 წლის ასაკში კი ის 2 გამოცდაში ჩაიჭრა, რის შემდეგაც სწავლა კვლავ სახლში განაგრძო.




8. პრინცესამ თავისი ნიშნობის ბეჭედი კატალოგიდან შეუკვეთა


image


დიანამ თავისი მდიდრული ბეჭედი, რომელიც ახლა უკვე ქეით მიდლტონს ეკუთვნის, საიუველირო კომპანია "Garrard"-ის კატალოგიდან შეკვეთა.








0
407
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
407