x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
„აბა, რა გეგონა სიყვარული 40 წლის ასაკში? ტვინში ჩალა გიყრია?!“ - გია სურამელაშვილი
image

.

მომღერალი გია სურამელაშვილი ამერიკიდან მომდევნო ვიდეოს აქვეყნებს, რომელსაც შეყვარებულს უძღვნის.

.


„აბა, რა გეგონა სიყვარული 40 წლის ასაკში? ტვინში ჩალა გიყრია?! არ იცოდი, სიყვარულს რამხელა ძალა აქვს? ხოდა, ამ ძალით შემოვაბიჯე და შემოვიქროლე შენს ცხოვრებაში. ეს ასე იქნება, სანამ სუნთქავ, “ - ამბობს გია სურამელაშვილი.

.

სურამელაშვილის სასიყვარულო თავგადასავლები და მსგავსი შინაარსის ვიდეომიმართვები სოციალურ ქსელში ყოველთვის აქტუალურია, ასიათასობით ნახვა და კომენტარი აქვს. მრავალი წელია საზოგადოება და სურამელაშვილის თაყვანისმცემლები მისი პარტნიორების საკითხებს განიხილავენ.

.

რამდენიმე თვის წინ გია სურამელაშვილმა გადაწყვიტა საქართველო დროებით დაეტოვებინა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთერთ შტატში გადავიდა საცხოვრებლად. მას იქ პერიოდულად საკონცერტო გამოსვლებიც აქვს. როგორც მომღერალი სოციალურ ქსელში მიმდევრებს უზიარებს, ის საუკეთესოდ ცხოვრობს, მას დაახვედრეს საცხოვრებელი სახლი და ბედნიერია ადგილობრივად გამართული კონცერტებით. როდის დაბრუნდება გია სურამელაშვილი საქართველოში, ჯერ უცნობია.


0
956
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
956
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0