x
მეტი
  • 01.03.2024
  • სტატია:133592
  • ვიდეო:355474
  • სურათი:507980
„ბიბლუსის საახალწლო ფესტივალი“ დაიწყო! - რა ელოდება გრანდიოზული ღონისძიების სტუმრებს?
image


დღეს, 7 დეკემბერს, 11:00 საათზე, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში მასშტაბური ღონისძიება, „ბიბლუსის საახალწლო ფესტივალი“ იხსნება. ფესტივალი საახალწლო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვასა და გრანდიოზულ აქციებს აერთიანებს, რაც სადღესასწაულო სამზადისის კიდევ უფრო გამხიარულებასა და გამარტივებას ისახავს მიზნად.



ფესტივალში ფართო საზოგადოებისთვის საყვარელი არაერთი კომპანია მონაწილეობს. მათ შორის არიან: „ბიბლუსი“, „პეპელა“, “XS სათამაშოები“, „პალიტრა L”, “მინისო“, „კოსმო“, „ბადაგი“, „ჩიკორი“, „მულტი“, OLD SUPHRA, „ბაბალე“, „პრინტარეა“, „მანსარდი“, „ჩიკიტაი“ და „კესანე“.


ფესტივალზე მისულ სტუმრებს განსაკუთრებული ფასდაკლებებისა და აქციების პარალელურად, მხიარული გასართობი პროგრამაც ელოდება. ღონისძიებაზე გელოდებათ: თოვლის ბაბუ და გუნდა, დრამერები, ოჩოს ფეხები, პეპელასა და იქსესის მასკოტები, პონტოს გმირები, ილუზიონისტი, სახის მოხატვისა და კრაფტის აქტივობები, ფლეიდოჰის აქტივობა, გორის ქალთა და ბავშვთა გუნდები, ფაზლების შეჯიბრი, ჟოზეს პრეზენტაცია და სხვა მრავალფეროვანი აქტივობები.



image


რაც შეეხება კვებას, „ბიბლუსის საახალწლო ფესტივალზე“ წარმოდგენილი იქნება „პიატო“, „საბვეი“, Dunkin Donats, Scrappers.


ღონისძიებაზე წარმოდგენილი კომპანიები სტუმრებს განსაკუთრებულ ფასდაკლებებს უმზადებენ. "ბიბლუსი ჯგუფის“ კომპანიებში: "ბიბლუსის“, "პეპელას“, “XS სათამაშოების“ სრულ ასორტიმენტზე ისარგებლებთ 40%-იანი ფასდაკლებით. დამატებით თიბისის Visa ბარათით გადახდის შემთხვევაში, ქეშბექის სახით მომენტალურად დაიბრუნებთ თანხის 30%-ს.


აქციით სარგებლობისთვის გადახდა თიბისის ტერმინალზე უნდა მოხდეს, ქეშბექის მაქსიმალური თანხა კი თითოეულ კომპანიაზე 500 ლარია. შესაბამისად, მომხმარებელს, სამივე ბრენდის: "ბიბლუსის“, "პეპელას“, “XS სათამაშოების“ პროდუქციის შეძენისას, ჯამურად 1500 ლარის დაბრუნების შესაძლებლობა აქვს.


განსაკუთრებულ შეთავაზებებს ამზადებენ ფესტივალის მონაწილე სხვა კომპანიებიც.


„ბიბლუსის საახალწლო ფესტივალი“ 7-10 დეკემბერს „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, 11:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება. ფესტივალის გენერალური სპონსორი და წარმდგენი არის თიბისი და Visa.


#ბიბლუსი #ბიბლუსიჯგუფი #თიბისი #Visa #ბიბლუსისსაახალწლოფესტივალი


R

0
35
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0