x
მეტი
  • 01.03.2024
  • სტატია:133592
  • ვიდეო:355448
  • სურათი:507980
რისთვის ატარებდნენ ამერიკელი ჯარისკაცები ჩაფხუტებზე პოკერის ბარათებს ვიეტნამის ომის დროს
image


თუ ამერიკელი ჯარისკაცების ვიეტნამის ომის დროინდელ ფოტოებს გადახედავთ, აუცილებლად შეამჩნევთ ზოგიერთი ჯარისკაცის ჩაფხუტზე მიმაგრებულ სათამაშო ბანქოს ფიგურებს. ყველაზე ხშირად ეს ყვავის ტუზია, თუმცა სხვა ფიგურებსაც შეხვდებით. მებრძოლების გარეგნული მხარის ეს თავისებურება თითქმის ყველა სახის მხატვრულ ფილმშია აღბეჭდილი. დროა გავარკვიოთ რაში სჭირდებოდათ ეს ყოველივე ამერიკელ ჯარისკაცებს.


image


უბრალო თილისმა

რთულ ცხოვრებისეულ და სტრესულ სიტუაციებში, მუდმივი საფრთხის არსებობისას ბევრი ადამიანი ცრუმორწმუნე ხდება. გამონაკლისი არც ვიეტნამის კონფლიქტში ჩაბმული რიგითი ამერიკელი სამხედროები აღმოჩნდნენ. გამომდინარე იქიდან რომ ბანქოს თამაში პირდაპირ კავშირშია იღბალთან, სწორედ ამიტომ სათამაშო დასტებისგან მებრძოლებმა ორიგინალური თილისმების დამზადება დაიწყეს. განსაკუთრებული პოპულარობით კი, ყვავის ტუზი სარგებლობდა.


image


ჩაფხუტებზე ბანქოს ფურცლების მიმაგრების გარდა, ასევე წერდნენ სალანძღავ სიტყვებს, აღნიშნავდნენ მკვლელობებსა და ითვლიდნენ დღეებს დემობილიზაციამდე

ვიეტნამის ომის წლებში ამერიკელ ჯარისკაცებს შორის ლეგენდაც კი არსებობდა, რომ "ჩარლი" (ასე უწოდებდნენ ვიეტნამელ - კომუნისტებს) უკიდურესად ცრუმორწმუნე იყო და სათამაშო ბანქოსი ძალიან ეშინოდა, მეტიც, ყვავ ტუზს სიკვდილის სიმბოლოდაც კი თვლიდა. სინამდვილეში ვიეტნამელი ჯარისკაცების მხრიდან მსგავსი არაფერი ყოფილა. პირიქით, პარტიზანებს ძალიან უკვირდათ როცა ამერიკელები ტერიტორიაზე ყვავი ტუზის მიმოფანტვას ფსიქოლოგიური იარაღის სახით ცდილობდნენ.



image


გასაგები მიზეზების გამო ჯარისკაცები საკმაოდ ცრუმორწმუნენი არიან

სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს რომ ამერიკელები ნამდვილად არ იყვნენ პირველები, ვინც სათამაშო ბანქოს თილისმად იყენებდა. ეს პრაქტიკა პირველ მსოფლიო ომშიც შეიმჩნეოდა. ყველაზე ხშირად, ბანქოს დასტების სიმბოლოები თვითმფრინავებზე დაიტენებოდა. ამასთან, ეს პრაქტიკა ფართოდ იყო გავრცელებული ფრონტის ორივე მხარეს. ფიგურების დახატვა და ბანქოს ფურცლების ავგაროზად გამოყენება ყველაზე დიდი პოპულარობით გერმანელი და ფრანგი სამხედროების ქვეყნებში სარგებლობდა.


image


Make War. Not love

ისევ ვიეტნამს რომ დავუბრუნდეთ უნდა აღინიშნოს რომ აშშ-ს სარდლობა მისი ქვეშევრდომების ასეთ ინიციატივას სულაც არ ეწინააღმდეგებოდა, პირიქით, უფროსობა მშვენივრად ხვდებოდა რომ ასეთი თილისმები სამხედროების საბრძოლო შემართებასა და განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა (რაც კამპანიის შუა პერიოდიდან რბილად რომ ვთქვათ, არც ისეთი მაღალი იყო), ამიტომ მათ თავად დაიწყეს ადგილობრივ ტიპოგრაფიებში თემატური სამხედრო ბარათების არა მხოლოდ ბეჭდვა, არამედ შეძენაც.



ასე, რომ ამ მხრივ ამერიკელები პირველები ნამდვილად არ ყოფილან


image


განსაკუთრებული პოპულარობით ეს ფეტიში პილოტებს შორის სარგებლობდა


image


ეს კი, უკვე მეორე მსოფლიო ომის დროს






0
123
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
123