ისტორია რატომ გამოიყენეს ამერიკელებმა ავიაბომბის ნაცვლად ჩვეულებრივი უნიტაზი ვიეტნამის ომის დროს 2023, 6 დეკემბერი, 18:57 შეიძლება ხუმრობადაც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ ამერიკელებმა ვიეტნამის ომის დროს საჰაერო ბომბის ნაცვლად ჩვეულებრივი, თეთრი უნიტაზი მართლაც გამოიყენეს. ეს მოხდა 1965 წელს, იმ დროისთვის სამხედროებს მტრის წინაღმდეგ 6 000 000 ფუნტი საბრძოლო მასალა უკვე გამოყენებული ჰქონდათ, ხოლო იმისთვის რომ ეს დღე რამენაირად აღენიშნათ, გადაწყვიტეს უნიტაზი თვითმფრინავის იმპელერზე მეთაურისგან ფარულად მიემაგრებინათ და მტრის მიმართულებით ჩამოეგდოთ, სანამ უჩვეულო საბრძოლო იარაღი თვითმფრინავზე იყო გამოკიდებული, ვიღაცამ ამ დაუვიწყარი მომენტის ფირზე აღბეჭდვა მოახერხა."Toilet Bomb"- ის სახელით ცნობილი ეს უჩვეულო "ჭურვი" ფოტოსესიის ცენტრში მოექცა და საშინელი ომის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილიც დაიმკვიდრა. როდესაც ვიეტნამის ომი დაიწყო A-1 "Skyraider"-ის პროპელერიანი თვითმფრინავები ჯერ კიდევ ამერიკულ თავდასხმის მოიერიშე საჰაერო ხომალდებს წარმოადგენდა, რომლებიც ვიეტნამის პუნქტებზე თავდასხმებს რეგულარულად ახოციელებდა. სწორედ ერთ - ერთ მათგანს შეემთხვა საოცარი ისტორია, თუმცა არც იმდენად უცნაური, რამდენაც უფრო სასაცილო. ესკადრილის VA-25 "ფლოტის მუშტის" მეთაურის - კლარენს ჯ. სტოდარდის თვითმფრინავის პილონზე ისტორიაში ყველაზე უჩვეულო "ბომბი" მოათავსეს.ეს ფაქტი 1965 წლის ოქტომბერში, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში "მიდუეის" ავიამზიდის ბორტზე მოხდა. მასზე ბაზირებულმა VA-25 ესკადრილმა იმ დროისთვის მტრის მიმართულებით 6 000 000 ფუნტი საბრძოლო მასალის გასროლა მოახერხა. ამ დასამახსოვრებელი მოვლენის აღსანიშნავად კი, იარაღის ტექნიკოსებმა სადღაც უნიტაზი იპოვეს, რომელიც ასაფეთქებლის იმპელერს მიახრახნეს. ყველა მანიპულაცია ფარულად განხორციელდა.მეკონგის დელტას რეგიონში თავდასხმის დაწყების წინ სტოდარდმა მეთაურს საბრძოლო მასალის სია ჩაუკითხა, რომელთა შორის სრულიად ორიგინალური "ჭურვიც" ამოიკითხა, ისტორიაში ყველაზე უჩვეულო ბომბი წარმატებით იქნა ჩამოგდებული.ავიამზიდის ხიდზე აფრენილი თვითმფრინავის ფრთის ქვეშ უჩვეულო "ბომბის" არსებობა არავის გამოპარვია, ბაქტერიოლოგიური იარაღის გამოყენება კი, დიდი ხნის განმავლობაში სახუმარო თემად იქცა.449 შეფასება არ არის |