x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საიდუმლო ოპერაცია: CIA ათწლეულების მანძილზე, უცხოპლანეტელების ჩამოვარდნილ ხომალდებს ეძებს

ბრიტანული Daily Mail–ის ცნობით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) ათწლეულების მანძილზე, ამოუცნობი მფრინავი ობიექტების მოსაძებნად, კვლევას ატარებდა.

ანონიმურმა წყაროებმა, CIA-ს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, Daily Mail–ის კორესპონდენტს ინფორმაცია მიაწოდეს, აშშ–ს სადაზვერვო სააგენტოში, სპეციალური დეპარტამენტის არსებობის შესახებ, რომელიც მთელს მსოფლიოში, ამო–ს ავარიული ინციდენტების შესახებ, გამოძიების კოორდინაციაზეა პასუხისმგებელი.


image


Daily Mail: "მრავალი წყაროს მიხედვით, CIA-ს საიდუმლო განყოფილება, სავარაუდოდ, მრავალი წლის მანძილზე, ზედამხედველობას უწევდა უცხოპლანეტელების ჩამოვარდნილი ხომალდების ძებნას, მხოლოდ შტატების ტერიტორიაზე კი არა, მთელ მსოფლიოში".

იგივე წყაროების ცნობით, CIA სპეციალურ სისტემას იყენებს, რომელიც შექმნილია ამო–ს იდენტიფიცირებისთვის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის დამალულია. თუ არამიწიერი აპარატი დედამიწაზე ავარიულად დაეშვება, კატასტროფის ადგილზე, სპეციალიზებულ სამხედრო ნაწილები იგზავნება, სიტუაციის დასაზვერად და ნამსხვრევების შესაგროვებლად.

ერთ–ერთი წყარო იმასაც კი ამტკიცებს, რომ CIA–ის მინიმუმ, ცხრა არამიწიერი ხომალდი ჰყავს, რომელთა შორის 2 მთელია. როგორც რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ერიკ ბურლისონმა განაცხადა, Daily Mail–ის მიერ, ამო–ს ხომალდებზე გავრცელებულმა ინფორმაციამ, მას და მის კოლეგებს, ფაქტის შემდგომი გამოძიებისკენ უბიძგა.

"ეს არის კონკრეტული პროგრამები, რომლის სახელების გაგებასაც ჩვენ ვცდილობთ. მაგრამ, მე ვერ დავადასტურებ, რომ ეს სიმართლეა. თუმცა, ეს ნამდვილად გვაძლევს კვალს, რომელსაც უნდა გავყვეთ", – თქვა პოლიტიკოსმა.

გარდა ამისა, აშშ-ს ხელისუფლებამ, ცოტა ხნის წინ, ვებ–გვერდი გახსნა, რომელიც ანომალიური მოვლენების მართვას ეძღვნება. საიტის მიზანი, ამო–სთან დაკავშირებული, უახლესი მოვლენების შესახებ, საზოგადოების ინფორმირება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამა წლის აგვისტოში, უცხოპლანეტელებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, აშშ–ს კონგრესში მოსმენა ჩატარდა, რომელშიც ქვეყნის სამხედრო და დაზვერვის რამდენიმე ყოფილი ჩინოვნიკის მონაწილეობდა. სხდომაზე მიწვეულთაგან, ერთ–ერთი ამტკიცებდა, რომ აშშ-ს მთავრობა მხოლოდ ამოუცნობი ხომალდების ფრაგმენტებს კი არა, სავარაუდოდ, იმ არსებების ნაშთებსაც ფლობს, რომლებსაც ისინი ეკუთვნოდათ.


image

სხვა სიახლეები:


* მათ ძველი ფოტოების სიუჟეტი გაიმეორეს...

* უძლიერესი ძველი სახელმწიფო, კაცობრიობის ისტორიაში

* ყველაზე სასტიკი რეჟიმის ციხეები მსოფლიოში, სადაც პატიმრები არაადამიანურ პირობებში იმყოფებიან

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
275
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
275
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
Loading...