x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
“ეს მომწერა გვარამიამ.... ” - რა შეტყობინებას ავრცელებს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ევროპული საქართველოს" წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს ავრცელებს, სადაც "მთავარი არხის" დამფუძნებლისგან, ნიკა გვარამიასგან მიღებულ იმ გზავნილს ასაჯაროებს, რომელიც მან მაშინ მიიღო, როდესაც სააკაშვილის თვითდესტრუქციულობასთან დაკავშირებით მას განგაში ჰქონდა გამოცხადებული:


"მე მიშას და გიგას ეგოების ბრძოლაში არ ჩავერევი" – ეს მომწერა გვარამიამ, როდესაც განგაში მქონდა რომ სააკაშვილი თვითდესტრუქციულია, თავს იღუპავს, პარტიასაც ღუპავს და ოპოზიციის შანსებსაც. ამ საუბრის შემდეგ, “არ ჩაერია” და 7 წლის განმავლობაში ჭკუიდან გადასულ კაცს ღმერთად აცხადებდა, ხოლო დედამიწას – ბრტყლად, რომ იმას სამსახურიდან არ გაეგდო და ამას ბევრი მაღალქუსლებიანი ძვირფასი ბოტასი ეყიდა.იმის თქმა მინდა, რომ კანონზომიერია რაც ახლა ხდება.თავისუფლების დაცვა ღირსებებით შემკულ ადამიანებს შეუძლიათ, ხოლო ჩვენი პოლიტიკური ელიტა, ბოლშევიკური რეპრესიების შედეგად, ჭკუისგან დაცლილია და უნახავი, ხარბი, უპრინციპო, უხედვო ეგომანიაკებითაა სავსე.- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.






0
581
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
581