საქართველო
"ახლა ცნობილი გახდა, რომ...."- რა ინფორმაციას ავრცელებს შალვა ნათელაშვილი
2023, 4 დეკემბერი, 17:12
!["ახლა ცნობილი გახდა, რომ...."- რა
ინფორმაციას ავრცელებს შალვა
ნათელაშვილი image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202312/2023120417081486669.jpg)
"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც იმის შესახე წერს თუ როგორ დაყადაღდა მისი უძრავ-მოძრავი ქონება ბიძინა ივანიშვილის პირადი განკარგულებით და როგორ ამზადებენ საიდუმლო აუქციონს მის გასაყიდად:
"ახლა ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილის პირადი განკარგულებით ჩემი უძრავ--მოძრავი ქონება დააყადაღა აღსრულების ბიურომ და ამზადებენ საიდუმლო აუქციონს მის გასაყიდად. როგორც სჩანს პარტიის სანქცირებამ ოლიგარქს ვერ მისცა სასურველი შედეგი. ყველაფერზე დაწვრილებით ხვალ 15 საათზე ბრიფინგი."- წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.