x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
"ამ შეგრძნებებით ცხოვრება აღარ შემიძლია" - რა პოსტს ავრცელებს ნიკა ქავთარაძე

image


ცნობილი შოუმენი და ტელეწამყვანი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ყველა იმ ადამიანს ბოდიშს უხდის, ვისათვისაც კი ოდესმე რაიმე უწყენინებია:


"ბოდიში ყველასთან, ვისაც რამე გეგმა აგირიეთ ცხოვრებაში.


ბოდიში ყველას, ვისაც იმედი გაგიცრუეთ.


ბოდიში ყველას, ვისაც იმაზე ნაკლები გაგიკეთეთ, ვიდრე ჩემგან ელოდით.


ბოდიში


ბოდიში


ბო დი ში


უბრალოდ, ამ შეგრძნებებით ცხოვრება აღარ შემიძლია.


საკუთარი თავის მტრად ვარ ქცეული.


საკუთარი მიზნების მცხვენია.


ასე ვერ ვიქნები დიდხანს.


რამეზე უნდა დავაშენო ჩემი მომავალი და ერთადერთი, რაც მაქვს ჩემი ზედმეტად კეთილი გულია - ადამიანებისთვის ყველაფრის მიცემის დაუშრეტელი სურვილი. ყველასთვის ხელის შეწყობის წყურვილი.


მართლა არავისთვის არაფერი დამიშავებია ისეთი, რასაც საკუთარ თავს ვუშვები წლებია. თვითშეფასებას ვისპობ. ასე კი მალე გავთავდები.


მიყვარხართ მართლა ძალიან. ყველა ვისაც ამაში ეჭვიც კი გეპარებათ ისინიც.


რატომ ვწერ საჯაროდ? იმიტომ რომ ახლა აივანზე გასვლა და ამ ყველაფრის ყვირილი მინდა!


P.S. ბოდიში"- წერს ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში.






0
748
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
748