x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სამი ძირითადი მეთოდი პროსტატის პროფილაქტიკისათვის-ბრიტანელი ექიმი გვირჩევს
image

მამაკაცების უმეტესობა იშვიათად ფიქრობს პროსტატაზე, სანამ ის პრობლემებს არ გამოიწვევს.


არა და თითქმის ყველა მამაკაცს მეტ-ნაკლებად, ასაკის მატებასთან ერთად აქვს შანსი შეექმნას პროსტატაზე პრობლემები


პროსტატა, ვინც არ იცის, არის ჯირკვალი, რომელიც მდებარეობს შარდის ბუშტის ქვემოთ, მენჯის ღრუში. მისი მთავარი ამოცანაა სათესლე სითხის გამომუშავება, რომელიც ახორციელებს სპერმის გამოტყორცნას და ასაკთან ერთად პროსტატის ჯირკვალი იზრდება. ჩვენ ნამდვილად არ ვიცით რატომ, შესაძლოა ჰორმონების ბალანსის ცვლილებების გამო და ერთ დროს კაკლის ზომის, შეიძლება გაორმაგდეს ან გასამმაგდეს და გახდეს ჩოგბურთის ბურთის ტოლი, რომელიც იწვევს პროსტატიტს.




ეს პროცესი იწყება 30 წლის ასაკიდან . როდესაც მამაკაცები 50 წელს მიაღწევენ, დაახლოებით ნახევარს აღენიშნება პროსტატის გადიდება.ხოლო 80 წლისთვის ეს მაჩვენებელი 90 პროცენტს უახლოვდება.


პროცესის ოფიციალური სახელია წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია ან BPH. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მამაკაცი ვერ ამჩნევს განსხვავებას, ბევრი განიცდის სიმპტომებს, რომლებიც შეიძლება საკმაოდ დამღლელი იყოს.


საუბრობს ბრიტანელი უროლოგი ნილ ბარბერი(ფოტოზე)

image


"გადიდებული პროსტატა ზეწოლას ახდენს ურეთრაზე, მილზე, რომლის მეშვეობითაც შარდი ორგანიზმიდან გამოდის. ამის პირველი ნიშანი ხშირად, ნაკადის შესუსტებაა. მამაკაცებმა შეიძლება იგრძნონ მოშარდვის უფრო მწვავე მოთხოვნილება ან ტკივილი შარდვისას. ბევრი ამბობს, რომ ღამღამობით ხშირად უწევთ ადგომა, რადგან შარდის ბუშტი კარგად არ იცლება. ზოგიერთს აღენიშნება შარდის შეუკავებლობა და სექსუალური დისფუნქცია.


ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ მამაკაცების, არამედ მათი პარტნიორების ცხოვრების ხარისხზეც.


მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ვერ შეაჩერებთ პროსტატის გადიდებას, შეგიძლიათ მინიმუმამდე დაიყვანოთ მისი გავლენა თქვენი ცხოვრების ხარისხზე.


თუ სიმპტომები გაქვთ, ახლა არსებობს სხვადასხვა მედიკამენტები, რომლებიც დაგეხმარებათ პროსტატის 30 პროცენტამდე შემცირებაში. თუ ესეც არ შველის, არსებობს რამდენიმე მინიმალური ინვაზიური პროცედურა, რომელიც ასევე შეიძლება დაგეხმაროთ.


მაგრამ ასევე არის სამი ძირითადი მეთოდი, რომელიც ყველა მამაკაცს შეუძლია გააკეთოს ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, რათა პროსტატის მაქსიმალურად ჯანმრთელად შეინარჩუნოთ .


1)ავარჯიშეთ წინადებარე ჯირკვალი, ანუ გამოიყენეთ რაც შეიძლება ხშირად მისი დანიშნულისამებრ-მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერული მტკიცებულებები ჯერ კიდევ შეზღუდულია, ლოგიკურია, რომ პროსტატის ჯირკვლის რეგულარულად გამოყენება, რისთისაც არის ის შექმნილი - სათესლე სითხის გამომუშავება და მისი სხეულიდან გამოტყორცნა - უფრო მომგებიანი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში, ვიდრე მისი საერთოდ არ გამოყენება.ანუ რაც მეტი სექსი უკეთესია, პარტნიორის ან სულაც პარტნიორის გარეშეც.



2)იარეთ ველოსიპედით, ფეხით-ხშირად მეკითხებიან, მავნებელია თუ არა ველოსიპედი პროსტატისთვის. მე მესმის შეშფოთება - დაახლოებით ყოველი მეათე ზრდასრული მამაკაცი დადის ველოსიპედით და ის ყველაზე პოპულარულია 50-60 წლის ადამიანებში.პასუხი მოკლეა, არა! პირიქით, თუმცა საჭიროა სიფრთხილე., რადგან ხანაგრძლივად ველოსიპედით მოძრაობამ შეიძლება გამოიწვიოს ერექციული დისფუნქცია, მენჯის ღრუში ნერვზე ზეწოლის გამო, ამის გარდა ბევრი იარეთ ფეხით, იცურავეთ, ითამაშეთ ტენისი, მოკლედ დაიმახსოვრეთ, დივანზე ჯდომას და კოტრიალს ეს ყველაფერი სჯობს.


3)მიიღეთ ბევრი ბოსტნეული და შეამცირეთ ხორცპროდუქტები-კვლევებმა აჩვენა, რომ ცხიმიანი პროდუქტების, რძის და წითელი ხორცის შეზღუდვა და მისი ჩანაცვლება, ბევრი ხილით, ბოსტნეულით და უცხიმო ცილებით, როგორიცაა თევზი, დაგეხმარებათ გადიდებული პროსტატის სიმპტომების მართვაში და ასევე ამცირებს პროსტატის კიბოს განვითარების რისკს. განსაკუთრებით გადამუშავებულმა წითელმა ხორცმა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში ანთებთი პროცესი ; კვლევებმა აჩვენა, რომ პროსტატის კიბოს რისკი იზრდბეა იმ მამაკაცებში, რომლებიც მეტ წითელ ხორცს მოიხმარენ.


ასევე არსებობს კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ ვეგეტარიანელებს პროსტატაზე ნაკლები პრობლემები აქვთ.

0
281
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
281
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0