x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
7 უხერხული კინოსცენა, რომლის დავიწყებაზეც მსახიობები დღემდე ოცნებობენ
image


ყოველი ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილა სიტუაცია, რომლის დავიწყებაც მას ისევე სურდა, როგორც კოშმარული სიზმარის. გაუთვალისწინებელი კაზუსებისგან დაზღვეული ამქვეყნად არავინაა, თვით მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავებიც კი, ვინაიდან ისინიც კი შეიძლება უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ იქნება ეს კინოფესტივალის წითელი ხალიჩა, სცენა თუ საყვარელი მაღაზია, მაგრამ ყველაზე გამაღიზიანებელი მაინც ის არის, როცა მსგავსი სიტუაციები კინოში ხდება. ასეთ უხერხულ მომენტებს ხომ თავს ვერსად დააღწევ, ვინაიდან ფილმის ნახვისას მის შესახებ ყველა შეიტყობს. თქვენ წინაშეა 7 უხერხული კინოსცენა, რომლის დავიწყებაც მსახიობებს ყველაზე მეტად სურთ.



არნოლდ შვარცნეგერი, "ჰერკულესი ნიუ - იორკში", 1970 წელი


image



მიუხედავად იმისა, რომ "რკინის" არნის თავისი პირველი კინოროლის, სადაც ის არნოლდ სტრონგის ფსევდონიმით თამაშობს, სულაც არ რცხვენია, აღნიშნული ფილმი მისი მაინც ყველაზე ნაკლებად საყვარელი ნამუევარია, რომელიც სიცილის გარდა სხვა არანაირ ემოციას არ იწვევს. თავად მსახიობის თქმით, ფილმში ყველაფერი კომიკურად გამოიყურება განსაკუთრებით კი, მისი "დათვთან" ჩხუბის სცენა, რომელსაც მტაცებლის ფორმაში გადაცმული ადამიანი განასახიერებდა.




სალმა ჰაიეკი, "ფრიდა", 2002 წელი


image



მსახიობი ძალიან ბედნიერი იყო როდესაც როგორც იქნა ნაპოვნი იყო სტუდია, რომელმაც მისი "ოცნების" დაფინანსებაზე სრული მზაობა განაცხადა: ლამაზმანის ოცნება კი მხატვარ ფრიდა კალოს ცხოვრების შესახებ ფილმის გადაღებას უკავშირდებოდა. მექსიკელ ლამაზმანს პროდიუსერების ყველა მოთხოვნის შესრულება მოუწია. განსაკუთრებით ნეგატიურად კი სალმაზე მსახიობ ეშლი ჯადთან რომანტიკულმა სცენამ იმოქმედა. მას ჯერ კანკალმა დააწყებინა, თითქოს სული ეხუთებოდა, შემდეგ კი ცხარე ცრემლებით ისე აქვითინდა რომ მისი გაჩერება დიდი ხნის განმავლობაში ვერავინ შეძლო.



ჯორჯ კლუნი, "ბეტმენი და რობინი", 1997 წელი



image


ამ ფილმში პრეტენზია ალბათ, უფრო კოსტიუმების დიზაინერების მიმართ შეიძლება რომ გვქონდეს. დიდი ალბათობით, სუპერგმირის კოსტიუმის დეტალებით გატაცებულმა აუდიტორიამ კლუნის თამაშს ყურადღება აღარ მიაქცია. რეჟისორ ჯოელ შუმახერის 1997 წლის ფილმში მაყურებელი განსაკუთრებით კოსტიუმზე დვრილების უადგილო არსებობამ გაამხიარულა. მსახიობი ამ დეტალისთვის ბოდიშს კიდევ დიდხანს იხდიდა, მას კოსტიუმზე არსებულ ე.წ. "სარძევე სადინრებზე" ფილმ "გრავიტაციიდან" 16 წლის გასვლის შემდეგაც შეახსენეს, როცა ჰკითხეს თუ რომელი კოსტიუმი უფრო კომფორტული იყო მისთვის ბეტმენის თუ ასტრონავტის. კლუნიმ ამაზე უპასუხა რომ ასტრონავტის კოსტიუმი მხოლოდ მისთვის იყო მოუხერხებელი, სუპერგმირის კი - მთელი მსოფლიოსთვის.



ნატალი პორტმანი, "შავი გედი", 2010 წელი


image



მსახიობისთვის "ოსკარით" მიღებული სიხარული მასსა და მილა კუნისს შორის პიკანტური სცენით გამოწვეულმა უსიამოვნო ემოციამ დაჩრდილა. პორტმანს აღნიშნული სცენის გადაღებასთან დღემდე ცუდი მოგონებები აკავშირებს. მისი აზრით, ეს ეპიზოდი ფილმში აბსოლუტურად გიჟურად გამოიყურებოდა იმის გამო, რომ ის და მილა კუნისი ახლო მეგობრები არიან. ამ თამამი სცენისთვის ერთი პერიოდი დუბლიორის აყვანაზეც კი ფიქრობდნენ, თუმცა მსახიობმა რთულ ამოცანას თავი მაინც საკუთარი ძალებით გაართვა.


ჯუდ ლოუ, სერიალი "ახალგაზრდა პაპი", 2016 წელი


image


ვინც პაოლო სორენტინოს ეს დრამატული სერიალი ვერ ნახა, მისი თრეილერი მაინც ექნება ნანახი, სადაც სანაპიროზე თეთრ საცურაო ტრუსში მოსეირნე მომხიბვლელი ჯუდ ლოუს ნახვით აღფრთოვანებული გოგონები გონებასაც კი კარგავენ. თრეილერმა მილიონობით მაყურებელი მიიზიდა, ხოლო მსახიობს ასეთი პიკანტური სცენის გამო დიდი ხნის განმავლობაში სირცხვილის გრძნობა აწუხებდა. თავიდან სულ სხვა სცენის გადაღება იგეგმებოდა, თუმცა რეჟისორმა გადაწყვიტა რომ თრეილერს ცოტა მეტი პიკანტურობა არ აწყენდა, საბოლოოდ კი, გამოვიდა ის, რაც ყველამ ნახა. მსახიობს ყველაზე მეტად იმის რცხვენოდა რომ მის ამ სცენას მისი შვილები ნახავდნენ.



ემილია კლარკი, სერიალი "სამეფო კარის თამაშები", 2011 – 2019 წლები


image


ამერიკული ფენტეზი და დრამატული სატელევიზიო სერიალი ძალადობრივი და თამამი სცენებით არის ცნობილი. ემილის მშობლები თავიანთი ქალიშვილის კარიერის განვითარებას თვალს დიდი ყურადღებით ადევნებდნენ და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სერიალის არც ერთი ეპიზოდი არ გამოუტოვებიათ. მსახიობს რბილად რომ ვთქვათ არ სურდა მათ ის პიკანტური სცენები ენახათ, სადაც მას თამაში შიშველი უწევდა, ამიტომ მან ოჯახის წევრები წინასწარ გააფრთხილა სერიალის რომელი ეპიზოდები არ უნდა ენახათ, თუმცა მსახიობს ერთი სცენა გამორჩა, რომელსაც ოჯახთან ერთად უყურა. ემილიას თქმით, ეს საშინელება იყო.


ენ ჰეთეუეი, "სიყვარული და სხვა წამლები", 2010 წელი


image


ეს ფილმი მსახიობის ფილმოგრაფიაში არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია, არამედ მისთვის ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნოც გახლავთ. საქმე იმაშია რომ ჰეთევეი იქ ერთ - ერთ კადრში შიშველი ჩნდება, რამაც მსახიობს გადაღებისას დიდი დისკომფორტი შეუქმნა. თავიდან ენმა გადაწყვიტა, რომ ბოლო მომენტში გაშიშვლდებოდა, შესვენების დროს კი უცებ ჩაიცვამდა, თუმცა ასე არ გამოვიდა, რადგან გადაღების წინ სხეულზე დატანილი გრიმის გასწორება იყო საჭირო, რასაც დაახლოებით 20 წუთი სჭირდებოდა. ასე რომ, საბრალო გოგონას "ევას კოსტიუმის" ატანა მთელი სცენის გადაღების განმავლობაში მოუწია.










0
560
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
560