სხვა ყველაზე სახელგანთქმული ყალბი ფულის დამამზადებელი საბჭოთა კავშირში 2023, 4 დეკემბერი, 15:07 ფულის გაყალბებას რაც ეს "ხელის ჭუჭყი" არსებობს ყოველთვიც ცდილობდნენ ადამიანები(რა თქმა უნდა თუ ამის ნიჭი გააჩნდა), თუმცა მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომელთა დამზადებული ფულის ყალბი ნიშანი იმდენად მაღალოსტატურად იყო შესრულებული, რომ მხოლოდ აღფრთოვანების ეპითეტებს თუ იმსახურებს.იყვნენ მსოფლიო ისტორიაში ისეთი ცნობილი ყალბი ფულის მომჭრელები, როგორებიც არიან კნუდ ბული, ბერნჰარდ კრიუგერი, ფიოდორ მუხინი და სხვები.თუმცა ჩვენ გვექნება საუბარი მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გენიალურ ყალბი ფულის დამაზადებელზე.ეს გახლავთ ვიქტორ ბარანოვი. ყველაფერი კი ასე დაიწყო:70-იანი წლების შუა ხანებში საბჭოთა კავშირის 105 ქალაქში აღმოაჩინეს 46 ცალი ორმოცდაათი მანეთის ნომინალის და 415 ოცდახუთმანეთიანი ყალბი კუპიურა. 25 და 50 მანეთიანები აჩვენეს "გოზნაკის" ექსპერტებს და მხოლოდ მაშინ დადასტურდა, რომ 1961 წლის ფულის ნომინალის ნიმუში იყო უნიკალურად გაყალბებული. ფული იმდენად მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე იყო გაკეთებული, რომ სუკ-ი დარწმუნებული იყო, ყალბი ფულის დამამზადებლების მთლიანი ბანდა არსებობდა და სავარაუდოდ კავშირი ჰქონდათ "გოზნაკის" პოლიგრაფიასთან და კარგად ერკვეოდნენ სამეცნიერო დარგებში. პარტიულმა ხელმძღვანელობამ გამოძიებას დაავალა:საწრაფოდ დააკავონ და გააუვნებელყოფონ ბანდა.ყალბი ფულის მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის გამო სუკ-მა მეორე მიმართულებითაც დაიწყო მუშაობა: მათი აზრით ამ საქმეში ცსს-ს ხელი ერია, რა თქმა უნდა სრულიად შესაძლებელი იყო ქარხნული მეთოდით ფული აშშ-ში დაბეჭდილიყო. გამოძიებამ დაადგინა რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი ყალბი კუპიურები აღმოაჩინეს.ეს გახლდათ სტავროპოლის მხარე.სწორედ ამ მიმართულებით გააძლიერა მილიციამ სამუშაო.14 თებერვლიდან 12 აპრილამდე სტავროპოლში 86 ყალბი 25 მანეთიანი აღმოაჩინეს. გაძლიერებულ მილიციის პატრულს გაფრთხილებული ჰყავდა შემნახველი სალაროები, მაღაზიები, ბაზრობები და სხვა სავაჭრო ობიექტები, სასწრაფოდ გაეფრთხილებინათ მილიცია თუ ვინმე 50 ან 25 მანეთიანის დახურდავებას მოიწადინებდა. 1977 წლის 12 აპრილს ჩერკასკის საკოლმეურნეო ბაზარში ადიღეელმა გამყიდველმა მილიციას აცნობა, რომ ვიღაც მამაკაცმა 25 მანეთიანი კუპიურის დახურდავება მოთხოვა.მან დაანახა მილიციელებს მამაკაცი. საბუთები გაუსიჯეს, -ვიქტორ ბარანოვი, თითქოს ყველაფერი წესრიგში აქვს.რა გაქვთ პორტფელში?-შეეკითხა მილიციელი და პორტფელი გახსნა.შიგნით 1925 მანეთი იდო. მამაკაცი მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს -ვინ ხართ თქვენ?-შეეკითხა გამომძიებელი. -მე ვარ ყალბი ფულის დამზადებელი-უპასუხა მშვიდად ბარანოვმა. ასე დააკავეს ვიქტორ ბარანოვი. ვიქტორ ბარანოვი დაიბადა 1941 წელს სტავროპოლის მხარეში.იგი ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ძველი ფულის კუპიურების შეგროვებით, იტაცებდა ფულის ნომინალებზე გამოსახული მეფეების ფერადი პორტრეტები და დარწმუნებული იყო, რომ ოდესღაც თვითონაც შექმნიდა მსგავს შედევრებს. 7 კლასის დამთავრების შემდეგ როსტოვში გაეგზავრა და სამშენებლო ტექნიკუმში განაგრძო სწავლა. ბარანოვმა არაერთხელ შესთავაზა თავის გამოგონებები საწარმოებს, თუმცა მის ენთუზიაზმს ყოველთვის აგდებულად უყურებდნენ.ამის შემდეგ ბარანოვმა გადაწყვიტა "თვითდამკვიდრებისთვის" და იმისთვის, რომ საკუთარი გამოგონებები დაეფინანსებინა, ყალბი ფულის დამზადებისთვის მოეკიდა ხელი. მოირბინა ბიბლიოთეკები, შეაგროვა წიგნები პოლიგრაფიაზე და თუთიაგრაფიაზე.ამის შემდეგ დაამზადა ფულის დამამზადებელი მოწყობილობა, რომელიც სახლში განათავსა. შემდეგ კი ერთი ხანობა ჟურნალისტად მუშაობდა, შემდეგ მძღოლად.ბოლოს 1976 წელს საერთო აღარსად მუშაობდა, თუმცა ამ პერიოდში იყიდა ავტომობილი "ნივა", ცოლისთვის ძვირფას საიუველირო ნაკეთობები, აგრეთვე ნათესავებს გულუხვად ჩუქნიდა ძვირფას საჩუქრებს.მთლიანად გამოძიებამ ბარანოვს 33 454 ათასი ყალბი მანეთის დაამზადება დაუმტკიცა. ბარანოვს 12 წელი პატიმრობა მიუსაჯეს. იგი 1990 წელს განთავისუფლდა, ამჟამად ცხოვრობს სტავროპოლში.ამჯერად სუნამოებითაა გატაცებული P.S-უფრო დაწვრილებით ვიქტორ ბარანოვის ისტორია შეგიძლიათ ნახოთ დოკუმენტურ ფილმში: 381 4-ს მოსწონს
|