x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როდიდან იწყება კანონიერი ქურდების ისტორია?
image

ორგანიზებული დანაშაული XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან და XX საუკუნის დასაწყისიდან სანკტ-პეტერბურგიდან და მოსკოვიდან იმპერიის სხვა ქალაქებში ვრცელდება : ნიჟნი ნოვგოროდი, კიევი, დონის როსტოვი და სხვა. მხატვრულმა ლიტერატურამ ხელი შეუწყო კრიმინალური სამყაროს გარკვეულ რომანტიზებას. უბრალოდ გაგახსენებთ ბაბელის ისტორიებს ოდესასა და ბენია კრიკზე. სავარაუდოდ, მისი პროტოტიპი იყო საყოველთაოდ ცნობილი ოდესელი მძარცველი და ანარქისტი მიშკა იაპონჩიკი. (არ აგერიოთ კანონიერ ქურდ "იაპონჩიკში"იგივე ვიაჩესლავ ივანკოვში)


რაც უფრო კარგად მუშაობდა პოლიციის სადაზვერვო ქსელი, ლეგენდარული არკადი კოშკოს ხელმძღვანელობით, საპასუხოდ მით უფრო ქმედუნარიანი ხდებოდნენ დამნაშავეები.



ისტორიკოსები ხშირად ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ როდის გაჩნდნენ კანონიერი ქურდები. ვიღაცეები ამტკიცებენ, რომ ეს ყველაფერი შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის(НКВД) გარეშე ეს არ მოხდებოდაო, ამბობენ, ჩეკისტებს ასე უადვილდებოდათ პატიმრების გაკონტროლება, თუ როგორც იქცეოდნენ საკნებში და რაზე ლაპარაკობდნენ . მაგრამ ვერსია წინააღმდეგობრივია, რადგან თავად ქურდული კოდექსის მიხედვით, "გრეხი" იყო საერთოდ ნებისმიერ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ თავიდან სწორედ ასე იყო ჩაფიქრებული, თუმცა НКВД-ს ხელიდან გაეშვა სადავეები და მოგვიანებით ჩამოყალიბდა უკვე ქურდული კოდექსები.




მეორე ვერსიის თანახმად კანონიერი ქურდების სისტემა ჩამოაყალიბეს ყოფილმა თეთრგვარდიელმა ოფიცრებმა, რომლებიც კრიმინალად ჩამოყალიბდნენ მას შემდეგ, რაც წითელმა არმიამ გაანადგურა მათი მოძრაობა. ეს ვერსია, თითქოს უფრო სიმართლესთან ახლოა, რადგან საკმაოდ რთული და მკაფიო სტრუქტურის ორგანიზებისთვის, იდეოლოგიითა და იერარქიით, ჩვეულებრივი ქურდბაცაცა ვერ იქნებოდა საკმარისი.ამისთვის საჭიროა ცოდნა, წიგნიერება და დიალოგის წარმართვის უნარი. ისე, არ დაგავიწყდეთ, რომ ქურდული წესები გარკვეულწილად ჰგავდა ოფიცერთა ღირსების კოდექსს. ყოველ შემთხვევაში 1917 წლამდე, სხვათა შორის, კრიმინალურ სამყაროში ასეთი მკაფიო და ხისტი იერარქია უბრალოდ არ არსებობდა. მაშინ ციხეებში ლიდერობდნენ ჟიგანები.(ჟიგანები-ასე უწოდებდნენ XX საუკუნის დასაწყისში პოლიტიკურ პატიმრებს, ბოლშევიკების და ქურდების ოპონენტებს)





ყოველ შემთხვევაში, ასეა თუ ისე, კანონიერი ქურდების ინსტიტუტი სწორედ საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბდა და ამირეჯიბის "დათა თუთაშხიაში" ციხეში მჯდომი ქურდი მახო აშკარად დროს აცდენილი ფანტაზიის ნაყოფია, რადგან რა დროსაც რომანის მოქმედება ხდება, იმ პერიოდში კანონიერი ქურდები ჯერ კიდევ არ არსებობდნენ.


20-იანი წლების ბოლოს ლიდერობისთვის ბრძოლა ძირითადად ციხეებში მიმდინარეობდა. 1929 წლისთვის საბჭოთა ციხეებში დაახლოებით 37 ათასი კრიმინალური ლიდერი გამოიკვეთა, რომლებიც ყოველგვარ ძალადობას სჩადიოდნენ თავის გამორჩენის მიზნით. ციხის ხელმძღვანელობაც მათ მხარეზე იდგა, რადგან მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ არ ყოფილიყვნენ „იდეოლოგიური“ ლიდერები, რომლებიც თავიანთი პოლიტიკური გამოსვლებით შეარყევდნენ სახელმწიფოს საფუძვლებს. ჟიგანები გაგზავნეს უმკაცრეს ციხეებში, ხელისუფლება ცდილობდა ყოველგვარ იდეებს გამოცლილი უპრინციპო ქურდბაცაცებისგან განსხვავებით მათი პირობები გაეუარესებინათ, . ხელისუფლების ამ ქმედებების წყალობით ჟიგანები საბოლოოდ თანდათან დაივიწყეს, მათი ადგილი კი კანონიერმა ქურდებმა დაიკავეს;


ასევე ნახეთ:10 ყველაზე ცნობილი კანონიერი ქურდი საბჭოთა კავშირიდან

0
500
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
500
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0