სიახლეები 10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი მილიარდელი ცხოვრობს. 2012, 10 ოქტომბერი, 12:46 10)-კანადა-ამ ქვეყანაში 40 მილიარდელი ცხოვრობს, რომელთა საერთო შემოსავალი 105 მილიარდი დოლარია, რაც ქვეყნის საერთო შემოსავლის 0.8%-ია.9)-ბრაზილია-ეს გახლავთ ერთადერთი სამხრეთ ამერიკული ქვეყანა, რომელიც პირველ ათეულშია წარმოდგენილი.მილიარდელთა საერთო რაოდენობა 49 კაცია, მათი საერთო ქონება $300 მილიარდია, რაც მთლიანად მოსახლეობის შემოსავლის 3.5%-ია.8)-შვეიცარია- ამ პატარა, ტერიტორიულად საქართველოს ტოლ ქვეყანაში 57 მილიარდელი ცხოვრობს, მათი საერთო ქონება$125 მილიარდია.7)-ჰონკონგი-ამ ქვეყანაში, რომელიც ფორმალურად ჩინეთს მიეკუთვნება 64 მილიარდელი ცხოვრობს, მათი საერთო ქონება 190 მილიარდი დოლარია, რაც საერთო ქვეყნის შემოსავლის 2%-ია.6)-რუსეთი-ერთადერთი ყოფილი სოციალისტური ბანაკის წარმომადგენელი ქვეყანა, რომელიც პირველ ათეულშია შესული. აქ 97 მილიარდელის საერთო ქონება $380 მილიარდია, რაც რუსეთის მოსახლეობის საერთო შემოსავლის 8.5%-ია.5)-ინდოეთი-ამ ქვეყანაში 109 მილიარდელი ცხოვრობს, თუმცა მათი საერთო შემოსავალი 190 მილიარდი დოლარია, ანუ საშუალოდ 1 მილიარდის მფლობელები არიან, საერთო ხვედრითი წილი კი 1.4%-ია.4)-გერმანია-სულ ამ ქვეყანაში 137 მილიარდელი ცხოვრობს $550 მილიარდი ქონებით, რაც საერთო შემოსავლის 1%-ია.3)-დიდი ბრიტანეთი-გაერთიანებულ სამეფოში 140 მილიარდელი ცხოვრობს, სამით მეტი ვიდრე გერმანიაში, მაგრამ საერთო ქონებით ჩამორჩებიან მათ-430 მილიარდი დოლარი.საერთო ქონების 1.3% მათი წილია.2)-ჩინეთი-ამ ქვეყანაში 147 მილიარდელი ცხოვრობს, თუმცა მათი საერთო შემოსავალი მნიშვნელოვნად ჩამორჩება გერმანელ და ბრიტანელ მილიარდელებს-$380 მილიარდი.საერთო ქვეყნის შემოსავლის 1.3% მათია.1)-ა.შ.შ-შეერთებული შტატები ერთპიროვნულად ლიდერობს ყველა ასპექტში, ამ ქვეყანაში 480 მილიარდელი ცხოვრობს, მათი საერთო ქონება 2.05 ტრილიონი დოლარია, ხოლო მათი ხვედრითი წილი ქვეყნის საერთო შემოსავალში სულ რაღაც 0.9%-ია. 889 5-ს მოსწონს
|