x
მეტი
  • 01.03.2024
  • სტატია:133609
  • ვიდეო:355408
  • სურათი:507989
რატომ იზრდება მოთხოვნა ადგილობრივ სამშენებლო მასალებზე? - ინტერვიუ „ევრომეტალის“ წარმომადგენელთან
image

სამშენებლო-დეველოპერული სექტორი საქართველოში სწრაფად იზრდება და ვითარდება. შესაბამისად, მოთხოვნა იზრდება ხარისხიან სამშენებლო მასალაზე, რაც ადგილობრივ წარმოებას აძლევს ბიძგს. ამის მაგალითია მომხმარებლის ინტერესი ქართული კომპანია „ევრომეტალის“ პროდუქციის მიმართ.


„ევრომეტალი“ სამშენებლო მასალების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 30 წლიანი გამოცდილებითა და თანამედროვე მიდგომებით უმაღლესი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს.


2022 წლიდან კომპანიამ გააფართოვა პროდუქციის ასორტიმენტი და შემდეგი მასალების წარმოება დაიწყო: შემოსაღობი მასალები და ღობეები - პანელური ღობე, ეკლიანი მავთული, ფართო ბადე, შენადუღი ბადე, PVC მავთული და მოქსოვილი ბადე. მაღალი სტანდარტების, ფართო ასორტიმენტისა და ხელმისაწვდომი ფასები გამო კომპანია მომხმარებლებთან თანამშრომლობს როგორც B2C, ასევე B2B მიმართულებით, მთელი საქართველოს მასშტაბით.



image

რა ვითარებაა სამშენებლო მასალების ბაზარზე და რას სთავაზობს „ევრომეტალი“ მომხმარებლებს ამის შესახებ დეტალურად კომპანიის წარმომადგენელი და ციფრული მარკეტერი გიორგი გოგიბერიძე საუბრობს:


როგორც ინდუსტრიის პროფესიონალები, როგორ შეაფასებთ, რა ვითარებაა სამშენებლო მასალების მიმართულებით ადგილობრივ ბაზარზე და რა წვლილი შეიტანა „ევრომეტალმა“ აღნიშნული სფეროს განვითარებაში?


სამშენებლო ბაზარზე დღეს კონკურენცია საკმაოდ მაღალია, თუმცა ჩვენ ჩვენი პროფესიონალთა გუნდის მეშვეობით ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ვიკავებთ როგორც ფასის, ისე ხარისხის მიმართულებით. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ხარისხის გაუმჯობესაბაში უდიდესი წვლილი შევიტანეთ. ბაზარზე ჩვენი ნიშაც სწორედ ეს არის და თანამედროვე სტანდარტების დანერგვას კვლავაც განვაგრძობთ.


„ევრომეტალმა“ მომხმარებლის ნდობა სწრაფად მოიპოვა და შესაბამისად, ბაზარზე ერთ-ერთ წამყვან მიმწოდებლად იქცა. საინტერესოა, რას ეფუძნება აღნიშნული ნდობა და უფრო დეტალურად, რას სთავაზობთ მომხმარებლებს?


აღნიშნული ნდობა ეფუძნება მომხმარებლებისთვის მაღალი სტანდარტებით წარმოებული პროდუქციის მიწოდებას და ჯანსაღ კონკურენტულ გარემოში სწორად პოზიციონირებას.


„ევრომეტალი“ მომხმარებელს 30-მდე კატეგორიის და 250-მდე ქვეკატეგორიის საერთაშორისო სტანდარტების რკინის სამშენებლო მასალებს სთავაზობს, მათ შორის: პროფულური მილები (ტრუბა კვადრატები), არმატურები, შველერი, კუთხოვანა, ორტესებრი კოჭი, ლითონის ფურცლები, რიფლიონი, გლინულა, ლითონის ზოლი, მასიური რკინა, პანელური ღობე, ეკლიანი მავთული, შენადუღი ბადე, ფართე ბადე და ა.შ.


image

ეკლიანი მავთული


რა გზას გზა გაიარა „ევრომეტალმა“ დაფუძნებიდან დღემდე და განვითარების რა ეტაპზეა ახლა?


ხანგრძლივი მუშაობის შედეგად და პანდემიის პერიოდში სწორი მენეჯმენტით დღეს უკვე ბაზარზე ერთ-ერთი მოწინავე კომპანია ვართ. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში - „აწარმოე საქართველოში“ შემოსაღობი მასალების დამზადება დავიწყეთ და აღნიშნული მიმართულებით განვითარებას ვაგრძელებთ. ჩვენთვის პრიორიტეტულია, მომხმარებლებს შევთავაზოთ როგორც პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ისე ხარისხიანი მომსახურება.


თქვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ლითონის პრემიუმ სამშენებლო მასალებია. რით განსხვავდება ის სტანდარტული პროდუქციისგან?


სამშენებლო და არქიტექტურის სფეროში ხარისხიანი სამშენებლო მასალების შერჩევა კონსტრუქციების სიმტკიცის უზრუნველსაყოფად გადამწყვეტ როლს თამაშობს. ლითონის მასალები გამოირჩევა განსაკუთრებული სიმტკიცით, რაც უზრუნველყოფს გამძლე კონსტრუქციას. ლითონის სვეტები, რომლებიც უზრუნველყოფს შენობების მყარ ჩარჩოებს, ცნობილია შველერის და ორტესებრი კოჭის სახელით. ასევე, როდესაც იგეგმება საძირკველის მომზადება, თავდაპირველად იყენებენ ისეთ რკინის მასალებს, რომლებიც მაღალი სიმტკიცით გამოირჩევა.


სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, კომპანიამ ხარისხიანი არმატურა შეარჩიოს. გარდა ამისა, შენობების შიდა ინტერიერის მოსაწყობად და ასევე, სახურავების კონსტრუქციის შესაქმნელად ფართოდ იყენებენ, როგორც პროფულურ მილებს, ასევე კუთხოვანებს.


image

არმატურა



საინტერესოა, როგორია „ევრომეტალის“ საწარმოს წარმადობა და რა სამომავლო გეგმები გაქვთ განვითარების თვალსაზრისით?


ჩვენ მოთხოვნიდან გამომდინარე მუდმივად ვზრდით მასალების რაოდენობას. ასევე, იზრდება პროდუქციის ასორტიმენტით, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მეტი აქცენტი გააკეთოს ადგილობრივ წარმოებაზე და მიიღოს სასურველი შედეგები.


რაც შეეხება გეგმებს, თავდაპირველად, უნდა აღვნიშნოთ, რომ 2023 წელი ჩვენთვის ერთ ერთი საუკეთესო წელია, რადგან „ევრომეტალი“ ორი ახალი ფილიალით პოზიციონირებს ბაზარზე, ლილოს ფილიალი - საწარმო და სამტრედიის ფილიალი. წლის განმავლობაში არაერთ ცნობილ კომპანიასთან ვითანამშრომლეთ და ჩვენ შორის საკმაოდ მყარი პარტნიორობა შედგა. ასევე, მონაწილეობა მივიღეთ საერთაშორისო გამოფენაზე თურქეთში, სადაც ჩვენი პარტნიორების სია კიდევ უფრო გაიზარდა. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია, მთელს კავკასიაში მთავარი მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანია გავხდეთ და ამის მისაღწევად ვაგრძელებთ მუშაობას.


შპს ევრომეტალი – LTD EUROMETAL – https://eurometal.ge/


შექმენი ხარისხი ჩვენთან ერთად



R



0
51
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0