სხვა 24 საინტერესო ფაქტი, რომელიც ტვინს აგიფეთქებთ 2023, 3 დეკემბერი, 16:47 ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება რომ ამ სამყაროში უკვე აღარაფერი გაგვაოცებს, თუმცა მას შემდეგ რაც სრულიად შემთხვევით ვიგებთ რომ თურმე ჰიპოპოტამებს ვარდისფერი რძე ჰქონიათ ჩვენს გაოცებას საზღვარი არ აქვს, და გაოცებულები საკუთარ თავს ვეკითხებით: ნუთუ ეს ყოველივე სიმართლეა? და ის ისეთივე ვარდისფერია, როგორც რძიანი მარწყვის კოქტეილი? დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით 24 საინტერესო ფაქტის შესახებ, რომელიც ერთი შეხედვით მართალია, რთული დასაჯერებელია, თუმცა სრული სიმართლეა.თაფლი არასდროს ფუჭდება, არც ერთ, ორ და არც 10 წელიწადში, უბრალოდ არასდროსმედუზა "Turritopsis Nutricula" დედამიწაზე ერთადერთი უკვდავი არსება გახლავთ. გურუ, რა იქნება ჩვენც გაგვიმხილო შენი უკვდავების საიდუმლოლურჯი ვეშაპის გული იმდენად დიდია, რომ ადამიანს მის არტერიებში ცურვაც კი თავისუფლად შეუძლიამაგრამ მისი ხახა იმდენად ვიწროა, ლამბაქს არ აღემატებათითო ადამიანზე დაახლოებით 1, 6 მილიონი ჭიანჭველა მოდის. ამ ჭიანჭველების საერთო მასა კი დაახლოებით იგივეა რაც დედამიწაზე ერთად აღებული ყველა ადამიანისრვაფეხას სამი გული აქვსთავდაპირველად ფენშუი საფლავის ადგილის შერჩევის ხელოვნება იყო. არა, რა აზიელები განსაკუთრებული იუმორის გრძნობით ყოველთვის გამოირჩეოდნენსატურნსა და იუპიტერზე ალმასის წვიმა მოდისაი, ასეთი იქნებოდა იუპიტერი დედამიწიდან, თუ ის ჩვენგან იმავე მანძილზე იქნებოდა, როგორც მთვარეჩვენს ორგანიზმში 10-ჯერ მეტი ბაქტერიაა, ვიდრე უჯრედიალბათობა იმისა, რომ წყალი, რომელსაც ჩვენ სვამთ, შეიცავს წყლის მოლეკულას, რომელიც დინოზავრის სხეულში იყო თითქმის 100%-იაფრანკენშტეინი არა მონსტრის, არამედ იმ მეცნიერის სახელია, რომელმაც ის შექმნასკაროსებს 27 000 გემოს რეცეპტორი აქვთ, რაც ადამიანთან შედარებით 4-ჯერ მეტია, ჯეიმი ოლივერი ალბათ შურით სკდებაასე გამოიყურება ქვიშა მიკროსკოპის ქვეშმრგვალი აკვარიუმი ოქროს თევზისთვის ყველაზე ცუდი "სახლია"ცუდი განათება ან მონიტორის ეკრანიდან კითხვა მხედველობაზე უარყოფითად არ აისახებაოქსფორდის უნივერსიტეტი უფრო ძველია, ვიდრე აცტეკების იმპერიაკვიპროსში თოვლის ბაბუას - ვასილი ჰქვიააფრიკული სპილოს მოთვინიერება ჯერ ვერავინ შეძლო, გაწვრთნას მხოლოდ ინდური სპილო ექვემდებარებამარცხნივ სანთელი დედამიწაზე იწვის, ხოლო მარჯვნივ კი ნულოვანი სიმძიმით "მირის" სადგურზეძილის ნაკლებობის შემთხვევაში ადამიანები გარშემომყოფებს მტრებად აღიქვამენცხვირსა და ზედა ტუჩს შორის არსებულ ჩაღრმავებას "ლაბიალური ღარი" ეწოდება. სწორედ ამ ადგილას ერთდება ემბრიონის განვითარების დროს ადამიანის სახის ნაწილები ორსულობის მეორე - მესამე თვეშიმომრგვალებული დუნდულებისადმი განსაკუთრებული სიყვარული ევოლუციით აიხსნება. კარგად განვითარებული გლუტის კუნთების მქონე ადამიანს სწრაფად სირბილი შეეძლო, რაც მას როგორც ნადირობის დროს, ასევე თავდაცვაშიც ეხმარებოდა. ამგვარად, სწორედ ზემოაღნიშნული კუნთების წყალობით მას როგორც თავის გადარჩენა, ასევე საკუთარი გენების შთამომავლებზე გადაცემაც შეეძლონაოჭები, რომლებიც ხელის კანზე (მაგალითად, აბაზანის მიღების შემდეგ) ჩნდება მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ორგანიზმი მომატებული ტენიანობის შემთხვევაში, გარემოსთან "მოჭიდების" უნარს კარგავს, ამიტომ ხელის კანი იმგვარად იცვლება რომ ადამიანმა საჭიროების შემთხვევაში გლუვ ზედაპირზე "მოჭიდება" შეძლოს376 შეფასება არ არის |